რა მოხდება, თუ ქვეყნები კრიპტოვალუტაზე გადავლენ

access_time2018-01-13 12:00:35

მსოფლიოში ელექტრონული ფული ყოველდღიურად უფრო პოპულარული ხდება.



ქვეყნების მთავრობებმა უკვე დაიწყეს მუშაობა კრიპტოვალუტაზე გადასასვლელად. მათ შორის პიონერები – აშშ, ჩინეთი, რუსეთი, იაპონია, კანადა, ვენესუელა, ესტონეთი, შვედეთი და ურუგვაი არიან.


​აღნიშნული ქვეყნების მთავრობები მსჯელობენ, თუ რა ფორმით შეიტანონ კრიპტოვალუტა სახელმწიფო სისტემაში. ბუნებრივია, მათ განსხვავებული პრიორიტეტები და მიზნები აქვთ, თუმცა “ცხადია, რომ სამთავრობო ელექტრონული ფული ცენტრალიზაციის ახალი ერის მაუწყებელი იქნება”, – წერს Mashable-ს ბიზნეს რეპორტიორი ჯეისონ ებრუზისი.


ამასთან, ელექტრონულ ფულზე გადასვლა უამრავ კითხვის ნიშანსაც აჩენს.


​არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ნამდვილ კრიპტოვალუტასა და ცენტრალიზებულ ციფრულ ფულს (CDCs) შორის. ნამდვილი კრიპტოვალუტის შემთხვევაში, ის სრულად დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთ ადამიანს, მთავრობას, კომპანიას ან ჯგუფს მისი გაკონტროლების მექანიზმები არ აქვს. მეორე მხრივ კი, სამთავრობო ციფრული ფული იმდენად ცენტრალიზებული იქნება, რამდენადაც ეს შესაძლებელია.


ცენტრალიზაციას შეუძლია მთავრობებს მსოფლიო ცვლილებებისაკენ უბიძგოს – ზოგიერთი მათგანი კარგი იქნება, ზოგი – პირიქით. ერთი მხრივ ეს არის დაცული და იაფი გზა რაიმეს შესაძენად, ხოლო მეორე მხრივ, არსებობს კონფიდენციალურობის საშიშროებაც, განსაკუთრებით ავტორიტარულ ქვეყნებში.


„რუსეთმა წარმოადგინა საინტერესო იდეები, თუ რატომ სურდა კრიპტოვალუტის გარკვეული ფორმების შემოღება. დეტალები არ არის ცნობილი და ბოლომდე ნათელი, კონკრტულად კი, იქნება თუ არა “კრიპტორუბლი” ნამდვილი კრიპტოვალუტა – მთავრობისგან დეცენტრალიზებული. ამასთან არსებობს დანაღმვის საშიშროება, ვინაიდან რუსეთი შავი ბაზრებით არის დაინტერესებული”, – წერს ჯეისონ ებრუზისი.


მთავრობებს აწუხებთ შემდეგი კითხვები: როგორ შეიძლება გაბნეული ვალუტის დარეგულირება და მეორე, როგორ შეიძლება საკუთარი ციფრული ფულის გაზრდა.


რატომ ახლა?


ციფრული ფულის უკან მდგომი ტექნოლოგია არ არის ახალი. ფულის ციფრული ტრანზაქციების შესახებ საუბარი ათეული წლის წინ დაიწყო.



​ახლა საქმე რეალურად დაიძრა – ბიტკოინი არსებობს. კრიპტოვალუტის ბუმმა მთავრობები აიძულა დაფიქრებულიყვნენ, რას ნიშნავს ახალი ვალუტა ეკონომიკისათვის და რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას მომავალში.


კრიპტოვალუტის საინვესტიციო ფუნდის დამფუძნებელი, ჯეიმს ელიოსოფი ამბობს, რომ მთავრობებმა დაიწყეს კრიპტოვალუტისაგან სარგებელის მიღება, თუმცა ისინი ჯერ კიდევ მისი გაგების პროცესში არიან.


„​არსებობს გარკვეული შეღავათები: მყისიერი გლობალური ელექტრონული ოპერაციების ეფექტურობა, ყალბი ფაქტების თავიდან აცილება, გარიგებების უკეთესად აღრიცხვა და ა.შ.”, – ამბობს ჯეიმს ელიოსოფი.


მისივე თქმით, ბიტკოინმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია თანხის გამომუშავება სახელმწიფო-ფინანსურ ინსტიტუტებს მიღმა, თუმცა მომავალში მთავრობები და ბანკები საკუთარ თავს კითხვას დაუსვამენ – რა როლი ექნებათ მათ მომავლის ეკონომიკაში.
ადამიანებისათვის ბიტკოინი რეალურად დეცენტრალიზებას, კონტროლის არარსებობას და თავისუფლებას ნიშნავს. ის არ არის ხელშესახები და მისი დაბეჭვდაც არავის შეუძლია.



რა სარგებლობის მომტანია კრიპტოვალუტა?


„არსებობს რამდენიმე მარტივი მიზეზი, თუ რატომ იქნება მთავრობების ციფრული ვალუტა თქვენთვის კარგი – ეს გადაარჩენს თქვენს ფულს”, – წერს Mashable-ს ბიზნეს რეპორტიორი ჯეისონ ებრუზისი.


​ეკონომიკის პროფესორი ენდრიუ ლევინი ამბობს, რომ ციფრული ვალუტები ბაზრიდან გააქრობენ შუამავლებსა და ბანკებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები ნაკლებად დაიბეგრებიან.


„საჭიროა ახალი სისტემის შემუშავება, რომელიც მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის უფასო იქნება”, – ამბობს ენდრიუ ლევინი.


მისივე თქმით, შესაძლებელია ციფრულ ვალუტასთან Mastercardis-ის, Visa-ს და სხვა პლასტიკური ბარათების ინტეგრაცია. თავად ეს კომპანიები კი თანხას თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაციებით ინტერნეტშივე გამოიმუშავებენ.


„​ახალი სისტემის პირობებში თქვენ თანხას მთავრობის გავლით გადაიხდით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ დამატებითი გადასახადი არ ჩამოგეჭრებათ, ხოლო თავად სისტემად, ცენტრალიზებულ ციფრულ ვალუტას მივიღებთ. ამის შედეგად ბანკები ნაღდ ფულზე მომსახურებას უფრო შეღავათიან ფასებში გაგვიწევენ”, – ამბობს ლევინი.


უარყოფითი შედეგები


მნიშვნელოვანია რომ დეცენტრალიზაციის დაპირება არ არის განპირობებული ცენტრალური ვალუტის უარყოფითი მხარეებით. რეალურად, ცენტრალიზებული ციფრული ვალუტა კიდევ უფრო კონტროლირებადია მთავრობის მიერ.


​მეორე ძირითადი პრობლემა კონფიდენციალურობაა. ფულადი სახსრები ანონიმურია და ხალხს გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს. მათ შეიძლება თავი აარიდონ საკუთარ ფინანსურ ქმედებებს. ეს მათ გზას გაუხსნის შავი ბაზრისაკენ.
​ამასთან რუსეთი და ჩინეთი ციფრული ვალუტის მიმართულებით ყველაზე აგრესიულები არიან და შესაძლოა ამან საერთო სურათზე ცუდი ზეგავლენა იქონიოს.


​რა ბედი ეწევა ნაღდ ფულს


უახლოეს მომავალში ბევრი არაფერი შეიცვლება. მთავრობები სწრაფ ცვლილებებს არ განახორციელებენ. ისინი თავდაპირველად დააკვირდებიან, როგორ მუშაობს ციფრული ვალუტა და ნელა იმოქმედებენ. შემდეგ ეტაპზე კრიპტოვალუტა ჯერ ნაღდი ფულის ალტერნატივა გახდება, საბოლოოდ კი, შესაძლოა, მთლიანად ჩაანაცვლოს ნაღდი ფული.



მომზადებულია Mashable.com-ის მიხედვით
1tv.ge




დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები