„მთავრობამ ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ამოქმედებით საფინანსო ბაზარს კიდევ უფრო გაზრდის საშუალება მისცა“

access_time2018-01-12 09:00:54

„მთავრობამ ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ამოქმედებით მიიღო ფისკალური ეფექტი, ხოლო საფინანსო სექტორს ბაზრის კიდევ უფრო გაზრდის საშუალება მისცა“-ასე აფასებს ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე ერთი წლის თავზე ცვლილების ამოქმედებას.


ტრაპაიძის შეფასებით, 2017 წლის იანვრიდან ამოქმედებული ცვლილება დღემდე პრობლემურად რჩება. მისი ინფორმაციით, კომპანიამ პრობლემის მოგვარების თხოვნით „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასაც“ მიმართა, მათ მთავრობასთან შუამდგომლობა და დამხრება სთხოვა, თუმცა, უშედეგოდ. ტრაპაიძის ინფორმაციით, ავანსის დღგ-თი დაბეგვრამ კომპანიებში თავისუფალი სახსრების დეფიციტი გაჩინა, ამან კი საფინანსო სექტორს კიდევ უფრო გაზრდაში ხელი შეუწყო.


„წარმოიდგინეთ, ის 18 პროცენტი, რომელიც პროექტის განვითარებისკენ და სისწრაფისკენ იყო მიმართული, ახლა საბრუნავად აღარ  გვაქვს. მისი  მოძიება  საბანკო სექტორში გვიხდება. საბანკო რესურსი კი დამატებითი ვალდებულება და ხარჯია“-აცხადებს ტრაპაიძე.


მისი განცხადებით,  მთავრობამ ერთის მხრივ, შეავსო ბიუჯეტი და მეორეს მხრივ, საფინანსო ინსტიტუტებს ბაზრის გაფართოების საშუალება მისცა.



ტრაპაიძის განცხადებით, ეს ცვლილება საგადასახადო კოდექსში დეველოპრების გამო შევიდა, რადგან ისინი ყველაფერს ავანსს არქმევდნენ და დღგ-ს სულ ბოლოს იხდიდნენ. მისი განცხადებით, სამწუხაროდ, ეს ეკონომიკის ყველა დარგს შეეეხო, რაც არასწორია. ტრაპაიძე აცვხადებს, რომ ამის დარეგულირება სხვანაირადაც შეიძლებოდა.


ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ვალდებულება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული პერიოდიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ ავანსის გადახდის მომენტი განისაზღვრა და თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ხორციელდება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 



დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები