საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 43,4%-ით გაიზარდა

access_time2018-01-11 13:50:53

2017 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი  43.43 % -ით გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული, 2017 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 4 073 959 მგზავრი, რაც 43.43 %-ით აღემატება 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2 840 455 მგზავრი).


2017 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 164 139 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.47%-ით (911 604 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (2 252 535 მგზავრი).


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 495 668 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 58.69%-ით (183 325 მგზავრით) მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (312 343 მგზავრი).



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 49.31%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 405 173 მგზავრი - 133 810 მგზავრით მეტი ვიდრე 2016 წელს.


რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია 2017 წლის განმავლობაში 7 256 მგზავრს მოემსახურა, რაც 3 042 მგზავრით, შესაბამისად 72.19%-ით მეტია ვიდრე 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (4 214). ამბროლაურის აეროპორტმა 2017 წელს პირველად მიიღო მგზავრები და მათი რაოდენობა 1 723 ადამიანს შეადგენდა.


2017 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 5 637 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე 2016 წელს. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 20 955, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 17 852, ხოლო ჩარტერების 3 103. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 36.80%-ს შეადგენს.


12.60%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წელს ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 128 446, ხოლო გასულ წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 144 626 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.




„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...

„არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით ცვლილებები თიბისი ბანკზე გავლენას არ მოახდენს“

person access_time2018-01-22 09:40:29
„არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები თიბისი ბანკზე გავლენას არ მოახდენს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა. ბანკირის თქმით, თიბისი ბანკი საფინანსო სექტორიდან არასდროს არ გასულა. „ჩვენ ვამბობდით ყოველთვის, რომ ვართ ფინანსური ინსტიტუტი და გვაქვს მხოლოდ ფინანსური პროდუქტები, ამაში ვგულისხმობთ, როგორც ბანკს,...


მსგავსი სიახლეები