Vrex Immersive - „საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების შეფასება სწორი ფორმით არ ხდება“

Vrex Immersive - „საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების შეფასება სწორი ფორმით არ ხდება“

access_time2018-01-11 16:00:56

„სანამ ამერიკელებმა არ თქვეს, რომ ამ ყველაფერში ინვესტიიცის ჩადება ღირდა და მათ არ გვაღიარეს, ჩვენ ყურადღებას ქვეყანაში არ გვავქცევდნენ. ქვეყნის ეკონომიკას ძალიან დიდი პრობლემა აქვს. ტექნოლოგიური სტარტაპების შეფასება სწორი ფორმით არ ხდება“, -ამის შესახებ „კომერსანტს“ ირტუალური რეალობის აპლიკაციის სტარტაპ Vrex Immersive-რთ-ერთმა შემქმნელმა და დამფუძნებელმა ნიკა როსტომაშვილმა განუცხადა.


 

ნიკა როსტომაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები და კომპანიები თავდაპირველად ინიციატივას სკეპტიკურადაც კი უყურებდნენ.

 

„ზოგადად, ტექნოლოგიური სამყარო კრიზისული და არაპროგნოზირებადია, თუმცა ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ამის წინააღმდეგ გარკვეული უნარები გამოვიმუშავეთ და წინსვლას ვაგრძელებთ. კომპანიას გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება სწრაფ რეჟიმში შეუძლია.

 

 

ის სერვისების კომპლექსი, რაც ჩვენ მოწყობილობაშია გაერთიანებული, მსოფლიოში არცერთ კომპანიას არ აქვს. თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში თავდაპირველად ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესი საერთოდ არ იყო და მეტიც, სხვადასხვა სტრუქტურები, თუ კომპანიები ამას სკეპტიკურადაც კი უყურებდნენ.

 

 

გულდასაწყვეტი იყო ის, რომ საქართველო ქვეყანაში პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელიც ტურიზმის განვითარებისთვის ვირტუალურ რეალობას გამოიყენებდა“, - განმარტა როსტომაშვილმა.

 

 

სტარტაპის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიური და სხვა ფორმატის სტარაპის ერთმანეთისგან გამიჯვნა უნდა მოხდეს, რაც როსტომაშვილის აზრით, ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. იმისათვის, რომ აღნიშნული მდგომარეობა გამოსწორდეს შესაბამისმა უწყებებმა ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ.

 


 

„სანამ ამერიკელებმა არ თქვეს, რომ ამ ყველაფერში ინვესტიიცის ჩადება ღირდა და მათ არ გვაღიარეს, ჩვენ ყურადღებას ქვეყანაში არ გვავქცევდნენ. ეკონომიკას ძალიან დიდი პრობლემა აქვს და ტექნოლოგიურ სტარტაპების შეფასება სწორი ფორმით არ ხდება. ტექნოლოგიური და სხვა ფორმატის სტარაპის ერთმანეთისგან გამიჯვნა უნდა მოხდეს, რაც ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. ტექნოლოგიურ სტარტაპს მეტი მოგების მოტანა შეუძლია, თუმცა ამ ბიზნესში რისკებიც მაღალია.

 

სტარტაპის გაჯანსაღების მიმართ სპეციალური პოლიტიკის შემუშავება უნდა მოხდეს. ამაზე ეკონომიკის სამინისტრომ და სხვა სპეციალურმა სტრუქტურებმა სპეციალური სამუშაო ჯგუფებთან ერთად  უნდა განახორციელოს.

 

ქვეყანამ სპეციალური კანონი უნდა მიღოს, რომელიც ტექნოლოგიურ სტარტაპებს სხვა ბიზნესებისგან გამოარჩევს და უკეთეს პირობებში ამყოფებს. სასამართლო სისტემაში საარბიტრაჟო სასამართლო უნდა განვითარდეს. ეკოსისტემის წარმომადგენლები მის მშენებლობაში უნდა ჩაერთონ.  ასე საქართველო მსოფლიოს წინაშე, როგორც საუკეთესო ადგილი ტექნოლოგიური ბიზნესის მიმართულებით ისე პოზიციონირდება“, - განმარტა ნიკა როსტომაშვილმა.  

   

როგორც ნიკა როსტომაშვილი განმარტავს, კომპანიას ძირითად საექსპორტო  ბაზრებთან ერთად ამჟამად სრულიად ახალი შემოთავაზება აქვს.

  

„საქართველოს გარდა ჩვენი ამჟამინდელი ძირითადი ბაზრები თურქეთი და საფრანგეთია. გამოფენა გვექნება მადრიდშიც. ასევე ახალი ამბავია და პირველად ამას თქვენი მკითხველი გაიგებს, რომ google სანფრანცისკოში ღონისძიებას ატარებს, ის მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პერსპექტიულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს იწვევს და ჩვენც სწორედ მათ რიგებში მოვხვდით. ვთვლი, რომ ჩვენ იმ გამოცდილების ხარჯზე აგვირჩიეს, რაც ამ წლების განმავლობაში დავაგროვეთ. ასევე კრიზისებისა და არაპროგნოზირებადი გარემოს მიმართ მდგრადები ვართ.

 

 მხოლოდ 50-ი ყველაზე საინტერესო სტარტაპი შეირჩევა და იქ წარმოდგენილი ინვესტორები მათთან მოლაპარაკებებს ადგილზევე გამართავენ. სწორედ ეს მოლაპარაკებები ადგილზევე კონკრეტული სერიოზული გარიგებებით სრულდება“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.  

 

 


Vrex Immersive-ს ქართველი ახალგაზრდების წამოწყებაა, ეს ტურიზმის სფეროში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ვირტუალური რეალობის მეშვეობით დაგეგმოს მოგზაურობა.

 

Vrex Immersive-ს ოთხი დამფუძნებელი ჰყავს – ნიკოლოზ გოგოჭური, ლევან დანელია, ნიკა როსტომაშვილი და ლადო ლებანიძე, რომლებსაც სტარტაპში გაერთიანების იდეა 2014 წელს გაუჩნდათ. მათი ამჟამინდელი გუნდი ექვსი წევრისგან შედგება, მაგრამ ძირითად ბირთვს სხვადასხვა პროექტზე, საჭიროების და მიხედვით, ახალი წევრები ემატება.

 

Vrex Immersive-ს ვირტუალური რეალობის აპლიკაციაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ადგილების დათვალიერება/შეგრძნება და აპლიკაციიდან გამოუსვლელად კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებული ტურისტული მომსახურების შეკვეთა. 

 

აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვირტუალური რეალობით იმოგზაუროს სხვადასხვა ტურისტული მარშრუტით, შეისწავლოს ისინი, დაგეგმოს მოგზაურობა და შეუკვეთოს ტური პირდაპირ აპლიკაციიდან. ასევე, ტურისტულ ოპერატორებს, სააგენტოებს, სამთავრობო სტრუქტურებსა და სასტუმროებს/კურორტების ადმინისტრაციებს შეუძლიათ, ამ პლატფორმის მეშვეობით  საკუთარი სამოგზაურო პროდუქტები გახადონ უფრო პოპულარული.

 

მოწყობილობის საფასო ღირებულება 4 000 ამერიკული დოლარიდან იწყება. კომპანიას 2016 წელთან შედარებით 2017 წელს გაყიდვები 400%-ით გაეზარდა.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები