იბუპროფენმა შესაძლოა, მამაკაცებში უნაყოფობა გამოიწვიოს

იბუპროფენმა შესაძლოა, მამაკაცებში უნაყოფობა გამოიწვიოს

access_time2018-01-10 18:35:01

მამაკაცები, რომელიც ცნობილ ტკივილგამაყუჩებელს, იბუპროფენს, დიდი რაოდენობით მოიხმარენ, ნაყოფიერების დაქვეითების რისკის ქვეშ დგანან - აღნიშნულთან დაკავშირებით Guardian-ი უახლეს კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.


კვლევის თანახმად, იბუპროფენის დიდი დოზირებით მოხმარებას მამაკაცის ჰორმონები იმ მდგომარეობამდე მიჰყავს, რა დონეზეც მწეველები და ხანშიშესული მამაკაცები იმყოფებიან. ნაყოფიერების დაქვეითების გარდა, პოტენციურ პრობლემებს შორის გამოყოფილია კუნთების დისფუნქცია და გამოფიტვა.


Guardian-ის მიხედვით, კვლევაში მონაწილე 18-35 წლის მამაკაცებს განუვითარდათ დაავადება, სახელწოდებით „კომპენსირებული ჰიპოგონადიზმი.“ ისინი 2 კვირის განმავლობაში, 600-მილიგრამიან იბუპროფენს დღეში ორჯერ მოიხმარდნენ. მკვლევარების მიხედვით, კვლევის მონაწილეებზე ნეგატიური ეფექტი დროებითი იყო. თუმცა მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ იბუპროფენის მოხმარება დიდი დროის განმავლობაში, მამაკაცურ ჰორმონს, ტესტოსტერონს მნიშვნელოვნად აქვეითებს.



„იბუპროფენი კარგი ტკივილგამაყუჩებელია, თუმცა ადამიანების გარკვეული ნაწილი მას არასწორად გამოიყენებს. ჩვენი ყურადღების მთავარი ობიექტი იმ მამაკაცების ნაყოფიერებაა, რომლებიც წამალს დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარენ,“ განაცხადა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ მობიერგ კრისტენსენმა.


გასული წლის მარტში, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის, FIFA-ს ყოფილმა მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა, ჟირი დვორაკმა „საგანგაშო ტენდენციაზე“ ისაუბრა, რომელიც ლეგალურ ტკივილგამაყუჩებლებს ეხებოდა. მისი განცხადებით, გასული სამი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, ფეხბურთელების ნახევარი, იბუპროფენს და მსგავს ტკივილგამაყუჩებლებს ყოველდღიურად მოიხმარდა.


ექსპერტების შეფასებით, იბუპროფენის იშვიათი გამოყენება ჯანმრთელობას პრობლემას არ უქმნის - მაგალითად, კბილის ტკივილის დროს მისი გამოყენება რეკომენდებულია. თუმცა ისინი აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ნეგატიური შედეგების მომტანია.


Guardian



კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-25 09:00:00
    იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“...

ნინო ზამბახიძე: „ახალ კანონი მიწის შესახებ, უცხო ქვეყნის მოქალაქისადმი დისკრიმინაციულია“

ნინო ზამბახიძე: „ახალ კანონი მიწის შესახებ, უცხო ქვეყნის მოქალაქისადმი დისკრიმინაციულია“
person access_time2018-04-25 09:50:00
როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე „კომერსანტთან“  განმარტავს ახალი კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებათან დაკავშირებით ძველზე გაცილებით უკეთესია, თუმცა კონკრეტული ხარვეზები აღნიშნულ რეგულაციაშიც გამოიკვეთა.  ერთ-ერთი, რაშიც ფერმერთა ასოციაცია მთავრობას არ ეთანხმება,  შესაბამისი სააგენეტოს ჩამოყალიბებაა რომელმაც მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს. „იდეაში უნდა შეიქნას სააგნეტო, რომელიც...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...


მსგავსი სიახლეები