3- წლიანი პაუზის შემდეგ ახმეტაში სასტუმრო-კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობა ისევ დღის წესრიგში დადგა

access_time2018-01-11 10:20:18

ახმეტაში სასტუმრო-კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობა ისევ დღის წესრიგში დადგა. დაახლოებით სამწლიანი პაუზის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება და ინვესტორი კომპანია თანამშრომლობისთვის მზადაა. ხმეტის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ლუხუმი შეთეკაური აცხადებს, რომ ახმეტის წინა მოწვევის საკრებულოს და მერიას არ ჰქონდა „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობის და განვითარების ნება.


ლუხუმი შეთეკაური აცხადებს, რომ დღეს სიტუაცია სრულიად შეიცვალა და ახმეტის მუნიციპალიტეტი ინვესტორი კომპანიისგან შეთავაზებას ელოდება, რის შემდეგაც უკვე საკითხი საკრებულოს სხდომაზე გავა. „ჩვენ უკვე მასალები გამზადებული გვაქვს, როგორც კი შემოვა ინვესტორის ინიციატივა, საკრებულოში გადავაგზავნით და პირველივე სხდომაზე განიხილება. დღეს მუნიციპალიტეტში სხვა განწყობაა და ის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის საინტერესო წინადადებაა“-აცხადებს შეთეკაური.


მისი ინფორმაციით, როდესაც ახმეტის საკრებულოსგან პროექტისთვის საჭირო 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე თანხმობას იქნება, უკვე მიწის ღირებულებაც განისაზღვრება. შეთეკაურის განცხადებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ამ დროისთვის სახელმწიფოს ბალანსზეა. საკრებულოს თანხმობის შემდეგ კი გამოცხადდება პირობითი აუქციონი, რომელში გამარჯვებულიც პროექტს განახორციელებს.


როგორც ცნობილია, პროექტის განმახორციელებით სამშენებლო კომპანია White Group-ია დაინტერესებული. კომპანიის დირექტორი, გიორგი გონჯილაშვილი მცირე კომენტარით შემოფარგლა და განაცხადა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში შეთავაზებას რამდენიმე კვირაში შეიტანს. შედეგად, პროექტს ირგვლივ დამატებით დეტალებზე საუბარი უკვე ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.


„ბახტრიონ რიზორთის“ განვითარებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ არაერთხელ წერდა. პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიის White Group-ის დირექტორის, გიორგი გონჯილაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, რომ ახმეტაში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც სასტუმრო კომპლექსი „ბახტრიონი რიზორთი“უნდა აშენებულიყო, გამგეობის მხრიდან შექმნილი პრობლემების გამო 2015 წლის ოქტომბრიდან შეჩერებულია. შექმნილი გაუგებრობების გამო ბოლო პერიოდში პროექტზე უკვე ინვესტორების სამმა ჯგუფმა, მათ შორის ფრანგულმა „აკორი ჯგუფმა“, თქვა უარი.



რაც შეეხება ინვესტიციას, თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ ახმეტაში „ბახტრიონი რიზორთის განვითარებაზე 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, შემდეგ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით,ინვესტიციის ოდენობა გაორმაგდა.


სამშენებლო კომპანია White Group ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის მშენებლობას, პრივატიზაციის მოთხოვნაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უარის გამო 2015 წლიდან ვერ ახერხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო ეკონომიკის სამინისტროც.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები