„საბანკო სექტორს სამშენებლო სექტორისადმი მაღალი ნდობა არ აქვს“

„საბანკო სექტორს სამშენებლო სექტორისადმი მაღალი ნდობა არ აქვს“

access_time2018-01-11 09:40:56

„ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემად რჩება“- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი ანა საბახარიშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს.


„საბანკო პროდუქტები, საბანკო გარანტიები საჭირო პროდუქტია სატენდერო პროცესში. გამოწვევაა სამშენებლო სექტორისადმი საბანკო სექტორის დამოკიდებულება. სამწუხაროდ, საბანკო სექტორს არ აქვს მაღალი ნდობა სამშენებლო სექტორის მიმართ, რაც გამოიხატება კოეფიციენტებში დაკრედიტების დროს“,- აცხადებს საბახტარიშვილი


მისივე თქმით, პოზიტიურია, რომ მთავრობა ჩართულია ორ სექტორს შორის ურთიერთობების დალაგებაში, როგორც მედიატორი და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მისივე ინფორმაციით, 2018 წლის მაისიდან ყველა მსხვილ კომპანიებს მოეთხოვებათ აუდიტის დასკვნები, რაც გამორიცხავს არასტაბილური ფინანსური მდგომაროების მქონე კომპანიების მონაწილეობას ტენდერებში.

 

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორის განცხადებითვე, წარსულში იყო გამოცდილება, როდესაც კომპანიების ნაწილი დემპინგური ფასით ცდილობდა პროექტების მიღებას, შემდეგ დროულად ვერ ბარდებოდა სამუშაო და სახელმწიფოს ან სადაზღვევოს უწევდა ანაზღაურება, შედეგად კი კეთილსინდისიერი კომპანიების იმიჯიც ზარალდებოდა. 


 

საბახტარიშვილი დასძენს, რომ აქტუალური საკითხია სხვადასხვა სამშენებლო სტანდარტების დაწესებაც და ამ თემაზე ასოციაცია მიმდინარე წელს აქტიურად იმუშავებს.



ავტორი: სალომე სოსელია

 



პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები