სამცხე-ჯავახეთის მეფუტკრეებს გორში მშენებარე  თაფლის  გადამამუშავებელი საწარმოს პროგრამა გააცნეს

სამცხე-ჯავახეთის მეფუტკრეებს გორში მშენებარე თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს პროგრამა გააცნეს

access_time2018-01-10 15:49:17

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებსა და მეფუტკრეებს გააცნო. ამის შესახებ კომერსანტს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.



გიორგი მიშელაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცემა მის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში.



საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება , მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა.



მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით, შესაძლებლობა აქვთ, თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მისცენ მას საბოლოო სასაქონლო სახე.



სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივში გაერთიანებული კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 7000 სკა.




წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი, დანერგოს მიკვლევადობა და HACCP-ის სისტემები. პროგრამის ფარგლებში მონაწილისათვის HACCP-ის სისტემის დანერგვისათვის საჭირო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.



სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტური და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სოფლად მოსახლეობის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით.

 

 

 

 

 

 

 

 



კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-25 09:00:00
    იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“...

ნინო ზამბახიძე: „ახალ კანონი მიწის შესახებ, უცხო ქვეყნის მოქალაქისადმი დისკრიმინაციულია“

ნინო ზამბახიძე: „ახალ კანონი მიწის შესახებ, უცხო ქვეყნის მოქალაქისადმი დისკრიმინაციულია“
person access_time2018-04-25 09:50:00
როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე „კომერსანტთან“  განმარტავს ახალი კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებათან დაკავშირებით ძველზე გაცილებით უკეთესია, თუმცა კონკრეტული ხარვეზები აღნიშნულ რეგულაციაშიც გამოიკვეთა.  ერთ-ერთი, რაშიც ფერმერთა ასოციაცია მთავრობას არ ეთანხმება,  შესაბამისი სააგენეტოს ჩამოყალიბებაა რომელმაც მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს. „იდეაში უნდა შეიქნას სააგნეტო, რომელიც...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...


მსგავსი სიახლეები