უამინდობის გამო რეგიონებში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს

access_time2018-01-10 15:26:58

წუხელ შექმნილმა უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიის ადგილას ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ. ამის შესახებ „კომერსანტს" რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

 

ძლიერმა ქარმა ხაშურში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ადგილას იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახური სურამში მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა დატბორილი ეზოებიდან წყლის ამოტუმბვას.

 

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. მთიდან წამოსული ნიაღვრების წყლის დონის დაკლების შემდეგ, შესაძლებელი გახდება უფრო ეფექტური ღონისძიებების გატარება.

 


ძლიერმა წვიმამ პრობლემები მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ოჯახსაც შეუქმნა. სოფელ მცხეისში - სამი და სოფელ ცხალდუდში ორი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მიმდინარეობს ზარალს დათვლა.

 

უამინდობის გამო პრობლემები შეექმნა თელავისა და საგარეჯოს მოსახლეობასაც - დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი. მთელი ღამის განმავლობაში, თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მუშაობდნენ სამაშველო სამსახურები, ამ მომენტისთვის კი შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან.

 

ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა რუსთავშიც. ქარიშხალმა რამდენიმე საცხოვრებელი შენობისა და ბუნებრივი აირის მილები, ბილბორდები და საახალწლო განათებები დააზიანა. ქარმა რამდენიმე მისამართზე სახურავების პარაპეტები და ხეებიც მოგლიჯა. ქალაქში არსებულ ვითარებას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის მერიც ეცნობა. მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

 

ძლიერი ქარის შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის ,,ენერგო-პრო ჯორჯია'' ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები