ბრძოლა ბიტკოინის წინააღმდეგ საქართველოსა და მსოფლიოში - „უნდა ვიცოდეთ, თუ რამდენს იხდის Bitfury ჯგუფი 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში“

ბრძოლა ბიტკოინის წინააღმდეგ საქართველოსა და მსოფლიოში - „უნდა ვიცოდეთ, თუ რამდენს იხდის Bitfury ჯგუფი 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში“

access_time2018-01-10 14:00:42

2018 წელს ბიტკოინის წარმოების მიმართ წინააღმდეგობა პიკს მიაღწევს. ეს პროცესი შარშან დაიწყო და წელსაც გაგრძელდება, რამდენადაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბიტკოინის წარმოებას ღიად დაუპირისპირდნენ. გარდა იმისა, რომ ციფრული ვალუტები ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებით იპყრობს ყურადღებას, კითხვის ნიშნები გაჩნდა გადახდის მექანიზმის მიმართაც. საპროტესტო ტალღა უკვე საქართველოშიც აგორდა.

 

როგორც გაზეთი რეზონანსი წერს, თავდაპირველ სტატიებში ბიტკოინთან დაკავშირებით გაზეთმა კომპანიის მხრიდან დენის მოხმარების მასშტაბზე გააკეთა, რასაც შემდეგში პოლიტიკოსების გამოხმაურებაც მოჰყვა. ვერ ვივარაუდებთ, რა მასშტაბს მიაღწევს ბიტკოინის წარმოებისადმი პროტესტი საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ უცხოეთში მას საკმაოდ მწვავედ უპირისპირდებიან. კომპანია მაიკროსოფტმა ბიტკოინის, როგორც საგადასახადო საშუალების, მიღება შეაჩერა. ამის მიზეზი ის რისკი გახდა, რომელიც შესაძლოა, ანგარიშსწორების დროს, არასტაბილური კურსის გამო, კომპანიას ზარალის სახით მიადგეს.

 

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კომპანია სტიმმა, რომელიც ონლაინ თამაშების სფეროში ოპერირებს. ფინანსურმა გიგანტმა ვიზამ კი ხელშეკრულება გაწყვიტა საგადასახადო სისტემა wawecrest-თან, რომელიც სხვადასხვა კრიპტოვალუტით სადებეტო ბარათებს უშვებს.

 

ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა დახურულ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, შეეზღუდოთ ელექტროენერგიის მიწოდება ბიტკოინის მაინინგის ფერმებს. ჩინეთის ხელისუფლებაში კარგა ხანია იციან, რომ მათი ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში მაინერები ელექტროენერგიის დაბალი ტარიფებით ბოროტად მანიპულირებენ. როგორც ცნობილია, ამ ქვეყანაში თავმოყრილია მსოფლიოს ის უმსხვილესი ფერმები კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, რომლებიც ძალიან მძლავრ გამოთვლით პროცესებს აწარმოებენ. გაზრდილ მოთხოვნას ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა ვერ ართმევს თავს და მწყობრიდან გამოდის.

 

საერთოდაც, ჩინეთის ეროვნულ ბანკს მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, უმსხვილესმა ჩინურმა კრიპტოსავალუტო ბაზრის წარმომადგენელმა კომპანიებმა, ეროვნული ბანკის იძულებით, თანხმობა თქვეს, შეეზღუდათ ბიტკოინის წარმოება, ეროვნულმა ბანკმა მოგვიანებით სერთოდაც დაბლოკა ციფრული ვალუტების ბირჟების მუშაობა ჩინეთში.

 

საქართველოში ბიტკოინის მაინების საწარმოებლად გახარჯული დენის შესახებ ინფორმაცია უცნობია, არც ის ვიცით, რამდენს იხდის კომპანია 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში, რაზეც, პოლიტიკური წრეების გარდა, შენიშვნები უკვე ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებსაც აქვთ.

 

კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ლაშა გოცირიძე ამბობს, რომ კრიპტოვალუტა 21-ე საუკუნის გამოგონებაა, რაზეც უარის თქმა არ იქნება გამართლებული, თუმცა აუცილებელია, პასუხი გაეცეს კითხვებს, რომლებიც კომპანიის მიმართ უკანასკნელ პერიოდში დაგროვდა. აუცილებელია იმ რიგითი მომხმარებლების დაცვა, რომლებსაც დენის გაზრდილი გადასახადის გადახდა უწევთ.


 

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა მოცულობის გადასახადს იხდის ბიტფური ჯგუფი, რომელიც ბიტკოინის მაინებს აწარმოებს. სანამ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროვდება, მისი საქმიანობის შესახებ შეფასება ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი. გასარკვევია, მართლა ხომ არ იხდიან ცოტას და ამით რიგითი მოქალაქეები ხომ არ ვზარალდებით?

 

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რამდენს იხდიან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში, ეს არის ამოსავალი წერტილი. თუ აღმოჩნდება, რომ ნაკლებს იხდიან, გამოდის, რომ ამ ღირებულებას ასუბსიდირებს სხვა, რომელიც შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქე ან სხვა ბიზნესი.

 

ნებისმიერ სიახლეს, კრიპტოვალუტას თუ სხვას ეხება, ყოველთვის ახლავს წინააღმდეგობა და ეს ბუნებრივი პროცესია, ის განვითარდება ისე, როგორც თავის დროზე მობილური ტელეფონი შემოვიდა და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თანდათანობით ახალ-ახალი ციფრული ვალუტები ჩნდება გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად და მათი არსებული კურსი განუხრელად იზრდება, - განუცხადა რეზონანსს ლაშა გოცირიძემ.

 

გადასახადთან დაკავშირებით შენიშვნა აქვს ფინანსისტ აკაკი ცომაიას, რომელიც ასევე საუბრობს იმ ძირითად მიზეზზე, თუ რატომ უპირისპირდებიან ბიტკოინის წარმოების პროცესს სხვადასხვა სახელმწიფოში.

 

„დროზე უნდა გაეცეს დაგროვილ კითხვებს პასუხები. ყველაზე საინტერესოა 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში გადახდილი თანხა, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, მთავრობას ამასთან დაკავშირებით არ აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული. ერთი შეხედვით, ასე ჩანს. უკვე ბევრ ქვეყანაში აშკარად გამოიკვეთა, რომ მაინცდამაინც დიდი სიამოვნებით არ ხვდებიან ბიტკოინის წარმოების ფაქტს. ეს აიხსნება იმით, რომ ტრანზაქციები არ მიმდინარეობს საბანკო მომსახურებისა და ზოგადად ცენტრალური ბანკის გავლით. ამიტომ არსებობს კრიტიკა და გარკვეული შეზღუდვები, რომლებსაც არ ვემხრობი.

 

ბიტკოინი არის ადამიანების მიერ შექმნილი იტელექტუალური პროდუქტი, რომელსაც ბევრი ენდობა, ნახა ზოგმა დიდი შემოსავალი და არ მესმის, რატომ არის ასეთი მძაფრი წინაღმდეგობა. მხარს ვუჭერ მის განვითარებას, მაგრამ ჩემი შენიშვნაა, ელექტროენერგიის ტარიფი ყველასთვის ერთი და იმავე პრინციპით დაწესდეს, რათა დიფერენცირებული არ გახდეს რომელიმე ჯგუფის სასარგებლოდ, - ამბობს ცომაია.

 

ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაეცემა. როგორც ცნობილია, ბიტფური ჯგუფის წარმომადგენელმა საქართველოში ეფრემ ურუმაშვილმა გაავრცელა განცხადება, რითაც კომპანიის მხრიდან რამე სახის შეღავათით სარგებლობა უარყვეს.

 

„ისლანდიის, ნორვეგიისა და კანადის მსგავსად, საქართველოში ბიტფური ჯგუფი ფლობს მაინინგის ცენტრებს, მაგრამ გორში მაინინგი დიდი ხანია, აღარ ხდება. შესაბამისად, ჭარბი ელექტროენერგიის საჭიროება არ არსებობს (იქ მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრია) და მხოლოდ თბილისის (გლდანის რაიონში მდებარე) დატა ცენტრში მიმდინარეობს მაინინგი.
რაც შეეხება დენის საფასურს, მის გადახდას, ტარიფებსა და შესაძლო პრივილეგიებს, რაზეც აპელირებს ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არც ერთ ეტაპზე ბიტფური ჯგუფს არ უსარგებლია არანაირი პრივილეგიით ან შეღავათით. ამის დასტურად ჩვენი კომპანია კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს კომუნალური (ელექტროენერგიის შესყიდვა-გადახდის) გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, - ნათქვამია ეფრემ ურუმაშვილის განცხადებაში.

 

 

რეზონანსი

 



პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები