„სადაზღვევო სექტორი საინტერესო ხდება, ბაზარზე „ჰუალინგ დაზღვევის“ შემოსვლა ამის ნათელი მაგალითია“

access_time2018-01-11 10:00:12

ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი” სადაზღვევო ბაზრით დაინტერესდა.„ჰუალინგ დაზღვევა“ 2017 წლის 27 დეკემბერიდან იგი უკვე ფლობს “სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არასიცოცხლისა)” სახეების საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ ლიცენზიებს. “ჰუალინგ დაზღვევის” აქციების 100%-ის მფლობელი ს.ს „ბაზისბანკია“, რომელიც ასევე „ჰუალინგ ჯგუფის“ წევრია.


ფინანსური მომსახურების ახალ სეგმენტში შესვლასთან დაკავშირებით „ბაზისბანკში“ აცხადებენ, რომ “ჰუალინგდაზღვევა” ამბიციური გეგმებით აპირებს ბაზარზე ოპერირების დაწყებას.


„აქტიური ოპერირება 2018 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ჰუალინგ დაზღვევის“ სადაზღვევო სტრატეგიის შესაბამისად კონკრეტული პროდუქტების შემუშავების პროცესი. კომპანიის მთავარი მიზანია დაამკვიდროსმომსახურების გამორჩეული სტანდარტი მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომისა და მასზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნის გზით. ეს უზრუნველყოფს მომხმარებელთან გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის დამყარებას“, – აღნიშნავენ „ბაზისბანკში“.



როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე სულამანიძემ „ბანკები და ფინანსებთან“ კომენტარისას აღნიშნა, ბაზარზე „ჰუალინგ დაზღვევის“ შემოსვლა ნათელი მაგალითია იმისა, რომ სადაზღვევო სფეროში საქმიანობა სულ უფრო საინტერესო ხდება მსხვილი ფინანსური ჯგუფებისთვის. „მსხვილი ფინანსური ჯგუფების მხრიდან სადაზღვევო სფეროთი დაინტერესებას მივესალმებით. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში სექტორში ოპერირების დაწყების სურვილით მომართვიანობა გაიზრდება. ამ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში განხორციელებულმა მთელმა რიგმა საკანონმდებლო ცვლილებებმა. კერძოდ იმან, რომ უკვე 2018 წლიდან ძალაში შევიდა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა უცხოური სანომრე ნიშნით მოძრავი ტრანსპორტის მფლობელითათვის. ასევე, ამოქმედდა ბაზრობების,სავაჭრო ცენტრების, ავტოგასამართი სადგურებისა და სასტუმროების მფლობელთა სავალდებულო დაზღვევა მესამე პირთა ქონების მიმართ. ვმუშაობთ, რომ 2019 წლიდან ამოქმედდეს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა უკვე საქართველოში რეგისტრირებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მფლობელთან მიმართებით. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, სინერგიის ეფექტს იწვევს და ბაზარს საინტერესოს ხდის“, – აცხადებს სულამანიძე.


მისი თქმით, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობების დაზღვევის სავალდებულობა სოციალური რისკების უკეთ დარეგულირებას შეუწყობს ხელს. „სადღეისოდ საქართველოში დაზღვევის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 1,15 %-ია. სავალდებულო დაზღვევების შემოტანასთან ერთად და მოსალოდნელ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, 4 წლიან პერსპექტივაში ამ მაჩვენებელმა 1,7 % -ს უნდა გადააჭარბოს და 1 მილიარდიან ბაზარს მიაღწიოს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება, მით უფრო, რომ ამ პროგნოზისას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასაც ვითვალისწინებთ, – აღნიშნავს სულამანიძე.


ავტორი: ბანკები და ფინანსები



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები