დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს სთავაზობს

access_time2018-01-09 17:27:51

წელს, გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს, საქართველოში ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად არ დადასტურებულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

 

 

მისი თქმით, დღეს საქართველოში ცირკულირებს გრიპის მსგავსი ვირუსები.

 

 

„წელს, გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მხოლოდ დეკემბრის მერე გამოჩნდა გრიპის ვირუსის ცირკულაცია. ჩვენთან, გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. დღეს, ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის მსგავსი ვირუსები - რინო ვირუსი, ასევე, ე.წ. რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და ადენო ვირუსთან და რინო ვირუსთან შედარებით, ცოტა უფრო რთულად მიმდინარეობს, მაგრამ არა ისე რთულად, როგორც ნამდვილი გრიპი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისივე თქმით, გრიპის ვირუსი ალბათ იანვრის ბოლოს გამოჩნდება.

 


 

ამირან გამყრელიძეს პრევენციისთვის სამი რეკომენდაცია აქვს: დროული აცრა, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში სახლში დარჩენა და ექიმის რჩევის შესაბამისად მკურნალობა.

 

 

„პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დროული აცრა, მეორე რეკომენდაციაა - „არ გადასდო სხვას", ანუ თუ გაქვთ გრიპოზული სიმტომები, ეცადოთ, რომ სახლში იყოთ, მითუმეტეს, თუ მაღალი ტემპერატურა გაქვს, მესამე პუნქტია, დროულად მკურნალობა. თუ გიჩნდებათ გრიპის სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა სახსრების, თავის, ყელის ტკივილი, ხველა და ა.შ. დაუკავშირდით ექიმს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, პრევენციისთვის ასევე მნიშვნელოვანია სახლების და სამუშაო ადგილების ხშირად განიავება, ხელების ხშირად დაბანა და ა.შ.

 

 

 

ipn.ge

 

 

 

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები