National Geographic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

National Geographic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

access_time2018-01-09 19:30:12

National Geographic-მა 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ ამ სიაში საქართველო მესამე ადგილზე მოხვდა. გამოცემის რედაქტორების რჩეულ ქვეყნებში მსოფლიოს 21 ადგილი შევიდა.


1. ჰარარი, ეთიოპია


რატომ ვესტუმროთ: აღმოაჩენთ ყველაზე გასაოცარ ქვეყანას აღმოსავლეთ აფრიკაში.


ჩრდილოეთ ეთიოპიაში მყოფი ტურისტები იშვიათად სტუმრობენ ამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც მომაჯადოვებელი ქალაქი ჰარარი მდებარეობს. „წმინდანთა ქალაქში“ 82 მეჩეთია. ჰარარი ცნობილია საუკეთესო ეთიოპური ლუდით, უძლიერესი ხატით (ადგილობრივი ნარკოტიკული მცენარე) და უმაღლესი ხარისხის ყავით.


საინტერესო ფაქტი: აფთრები ჰარარში ღამღამობით სასურველი სტუმრები არიან. მათ საკვებ ნარჩენებს აჭმევენ, ხოლო ვინც ამას აკეთებს „აფთრების კაცები“ ჰქვიათ.



2. ხუხუის პროვინცია, არგენტინა


რატომ ვესტუმროთ: ისიამოვნეთ ბუნებრივი კლდეების სილამაზით.


ხუხუის პროვინცია არგენტინის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ არის მსოფლიო მემკვიდრეობის პროექტით დაცული Quebrada de Humahuaca ველი, რომელიც მოფენილია ათასწლეულების განმავლობაში ბუნებრივად ჩამოყალიბებული ულამაზესი წვრილი ქვებით. მომართეთ თქვენი ფოტოკამერის ობიექტივი „შვიდფეროვანი მთისკენ“ და გადაიღეთ სურათები ინსტაგრამზე გამოსაქვეყნებლად.


საინტერესო ფაქტი: პრეისტორიული მონადირე-შემგროვებლები ცხოვრობდნენ Quebrada de Humahuaca ველზე ძველი წელთაღრიცხვით 9000-დან ახალი წელთაღრიცხვის 400 წლამდე.



3. თბილისი, საქართველო


რატომ ვესტუმროთ: შეიგრძენით ძველი თბილისის ჭეშმარიტი შარმი.


განვითარება საქართველოს დედაქალაქის ვიზუალურ მხარეს თავბრუდამხვევი ტემპით ცვლის. საქართველოსთვის ტრადიციულად დამახასიათებელი 24 საათიანი გოგირდის აბანოები, ფუმფულა ხინკალი და ადგილობრივების ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა თავისებურ ელფერს სძენს ქაოტურ ძველ თბილისს.


საინტერესო ფაქტი: თბილისის არქიტექტურაზე გავლენა მოახდინა სპარსულმა, არაბულმა, ბიზანტიურმა, თურქულმა, რუსულმა და საბჭოთა დაპყრობებმა.



4. სიდნეი, ავსტრალია


რატომ ვესტუმროთ: მოინახულეთ სიდნეის ოპერის თეატრის ახალი იერსახე.


2016 წლის მაისში დაიწყო სიდნეის ცნობილი ოპერის თეატრის ინტერიერის რეკონსტრუქცია, რისთვისაც 273 მლნ. აშშ დოლარი გამოიყო. გაუმჯობესდა ოპერის აკუსტიკა, ფოიე და განახლდა Joan Sutherland Theatre, რომელიც დეკემბერში ახლიდან გაიხსნა და აპრილში ავსტრალიის ბალეტის დასს უმასპინძლებს.


საინტერესო ფაქტი: სიდნეის ოპერის თეატრში 1000 ოთახია და მილიონამდე კრამიტითაა დახურული.



5. ოახაკა, მექსიკა


რატომ ვესტუმროთ: აღმოაჩინეთ ბუნებრივი მოხატვის ანტიკური ხელოვნება.


ფერებით მდიდარ მექსიკის შტატ ოახაკაში ტურისტები ყოველთვის სასურველ სტუმრებად ითვლებიან. იშოპონგეთ თავბრუდამხვევად ლამაზი მატყლის ხალიჩებისა და სხვა ხელნაკეთი ნივთების შესაძენად, რომლებიც იღებება ხილის, მწერებისა და სხვა ბუნებრივი გზით მიღებული საღებავებით. აღმოაჩინეთ მეტი ოახაკას შესახებ.



საინტერესო ფაქტი: ყველაზე მოთხოვნადი ოახაკური ქსოვილები იღებება ლოკოკინისგან დამზადებული ვარდისფერი საღებავით.


6. ვენა, ავსტრია


რატომ ვესტუმროთ: ისიამოვნეთ სეცესიური ხელოვნების (Secession art) ნიმუშებით.


გუსტავ კლიმტი, კოლომან მოსერი და ოტო ვაგნერი - ვენაში დაწყებული სეცესიური ხელოვნების სამი მოწინავე წევრი -1918 წელს გარდაიცვალნენ. საუკუნოვანი ხელოვნების მოძრაობის აღსანიშნავად ავსტრიის დედაქალაქის მუზეუმებში სეცესიური ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება.


საინტერესო ფაქტი: ვენაში არსებული სეცესიური ხელოვნების საგამოფენო სახლში ინახება კლიმტის შედევრი: 214 სანტიმეტრანი სიმაღლისა და 3414 სანტიმეტრი სიგრძის სურათი სახელწოდებით Beethoven Frieze.



7. ჩრდილოეთ სანაპირო, ოაჰუ, ჰავაი



რატომ ვესტუმროთ: შეიტანეთ წვლილი ადგილობრივი ფერმერებისა და სასოფლო ცხოვრების შენარჩუნებაში.


მსოფლიოში დიდი ტალღებით ცნობილი ჩრდილოეთის სანაპირო სასოფლო დასახლებაა, რომელიც მზარდი მეზობლის, ჰონოლულუს ახლოს მდებარეობს. ადგილობრივი ფერმები, როგორებიცაა პოამოჰო და კაჰუკუ თვითმყოფადობის შენარჩუნებას ცდილობენ ადგილზე მოყვანილი მარცვლოვანი კულტურებისა და აგროტურიზმის განვითრების საშუალებით.


საინტერესო ფაქტი: ჩრდილოეთის სანაპიროზე არსებულ მოჰალას ფერმაში სტუმრები ღამის გასათევის თანხას პირადი შრომით ანაზღაურებენ.



8. მალმე, შვედეთი



რატომ ვესტუმროთ: შეიგრძენით მსოფლიოს არომატი.



180 ეროვნებისა და 450 რესტორნის სამშობლო, შვედეთის სიდიდით მესამე დიდი ქალაქი არის „საკვების შეერთებული შტატები“. ქალაქ მალმეში საკვების გასინჯვა შეიძლება ადგილობრივი შვედური სუფრიდან დაწყებული ჩრდილოეთის სამზარეულოთი და ნომერი პირველი „ქუჩის კერძით“ - ფალაფელით დამთავრებული.


საინტერესო ფაქტი: შვედებს ძალიან უყვართ საკუთარი „ფიკა“ - შესვენება ყავითა და დარიჩინის ფუნთუშებით.



9. იორდანია


რატომ ვესტუმროთ: ისეირნეთ ახლად მონიშნულ ისტორიულ მარშრუტზე.


იორდანიაში ახლად აღმოჩენილი 644 კილომეტრიანი გზა ანტიკური სავაჭრო მარშრუტებს აკავშირებს. გზა რვა ნაწილად არის დაყოფილი და გაივლის იორდანიის ტყეებს, კანიონებს, უდაბნოებსა და წითელი ზღვის სანაპიროებს. ღამის გათენება შეიძლება ბედუინების ბანაკებში, სასტუმროებსა და სახლებში.


საინტერესო ფაქტი: მიიჩნევა, რომ ამ გზით სარგებლობდნენ მოსე და მუჰამედი.



10. დუბლინი, ირლანდია



რატომ ვესტუმროთ: იგრძენით თავი როგორც საკუთარ სახლში „ევროპის უდიდეს სოფელში“.


მიუხედავად იმისა, რომ აქ 1.2 მლნ. ადამიანი ცხოვრობს, ირლანდიის დედაქალი მეგობრულ, სოფლურ კოლორიტს გთავაზობთ. ისეირნეთ, რათა ისიამოვნოთ მყუდრო ბარებითა და ისეთი მაღალტექნოლოგიური ადგილებით, როგორებიცაა ახალი ირლანდიის საიმიგრაციო მუზეუმი და გარემონტებული ირლანდიის ეროვნული გალერეა. აღმოაჩინეთ მეტი დუბლინის შესახებ.
საინტერესო ფაქტი: ირლანდიის მოსახლეობის ერთი მესამედის ასაკი 25 წელზე ნაკლებია.



11. მადაგასკარი


რატომ ვესტუმროთ: ნახეთ გადაშენების პირას მყოფი ლემურები ველურ ბუნებაში.



მადაგასკარი, მსოფლიოს სიდიდით მეოთხე კუნძული ლემურების სამშობლოა. ინდოეთის ოკეანეში, მოზამბიკის აღმოსავლეთით მდებარე კუნძული ლემურების 100-ზე მეტი სახეობის საცხოვრისია. მათგან თითქმის ყველა გადაშენების პირასაა ტყეების გაჩეხვის, კლიმატის ცვლილებისა და სხვა საფრთხეების გამო.


საინტერესო ფაქტი: მადაგასკარი კონტინენტს 88 მილიონი წლის წინ გამოეყო.



12. სანტიაგო, ჩილე



რატომ ვესტუმროთ: იხილეთ ქუჩის საქალაქო ხელოვნების „გამოფენები“.


ჩილეს დედაქალაქისა და ყველაზე დიდი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ცარიელი კედლები ტილოს მაგიერია. ქუჩებში სეირნობისას თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ადგილობრივი სტილით მოხატული კედლები, ისევე როგორც ბრაზილიაში.


საინტერესო ფაქტი: სან მიგელის რაიონში მდებარეობს აუცილებლად მოსანახულებელი Museo a Cielo Abierto (კედლის მხატვრობის მუზეუმი ღია ცის ქვეშ).



13. პნომპენი, კამბოჯა



რატომ ვესტუმროთ: შეიგრძენით ღია სივრცის სიამოვნება.


ანჯელინა ჯოლის მიერ გადაღებული დრამა - „მათ პირველად მამაჩემი მოკლეს“, კამბოჯას დედაქალაქის მიმართ ინტერესს აღვივებს. კულტურული ღირსშესანიშნაობის მონახულება სამეფო სასახლის კომპლექსში შეიძლება, ხოლო „გენოციდის მუზეუმში“ ხმერის რეჟიმის სისასტიკეზე გაიგებთ ინფორმაციას.



საინტერესო ფაქტი: სამეფო სასახლეში ინახება ბრილიანტებით მოჭედილი 90 კილოგრამიანი ბუდას ქანდაკება.



14. კლივლენდი, ოჰაიო



რატომ ვესტუმროთ: აღნიშნეთ ინდუსტრიული ქალაქის აღორძინება.


Playhouse Square-ის ექვს თეატრსა და სხვადასხვა რესტორნებში უკრავენ Cleveland rocks-ის სიმღერებს. შესაძლებელია ახლად აღორძინებული ჰინგტაუნის სამეზობლოსა და Waterloo Arts District-ში სეირნობა.


საინტერესო ფაქტი: ტერმინი „Rock 'n' Roll“ კლივლენდში დაიბადა 1952 წელს DJ ალან ფრიდის მიერ.



15. თეტოუანი, მაროკო



რატომ ვესტუმროთ: აღმოაჩინეთ თანამედროვე მაროკოს ხელოვნება.


ტრადიციული წესებით მომუშავე ხელოსნები ჯერ კიდევ ქმნიან ხალიჩებს ამ საპორტო ქალაქში, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია მოხვედრილი. ნატიფი ხელოვნების ეს მიმდინარეობა ახალ ტალანტებსაც იზიდავს. თანამედროვე ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ნატიფი ხელოვნების ეროვნულ ინსტიტუტსა და თეტუანის ხელოვნების მუზეუმში.
საინტერესო ფაქტი: თეტოუანის მედინა მე-15 საუკუნეშია განახლებული და მოროკოში ყველაზე მეტად სრულყოფილია.



16. სორაქსანის ეროვნული პარკი, სამხრეთ კორეა



რატომ ვესტუმროთ: შეიგრძენით ოლიმპიური სული.


სორაქსანი სამხრეთ კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს. ქალაქი თებერვალში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ პარკში თამაშები არ ჩატარდება, ის მაინც სულისშემძვრელია ულამაზესი მთიანი ტერიტორიების გამო. სორაკის საბაგიროდან პარკის 30 მწვერვალის დათვალიერება შეიძლება, მათ შორისაა 1.7 კილომეტრი სიმაღლის სორაკის მთა.


საინტერესო ფაქტი: პარკის ღირსშესანიშნაობად ითვლება ბუდას ქანდაკება (Great Unification Buddha), რომელიც 108 ტონას იწონის და ბრინჯაოთია მოვარაყებული.



17. ალბანეთი



რატომ ვესტუმროთ: ჩაყვინთეთ შედარებით შეუსწავლელ წყლებში.


მყვინთავებს ალბანეთში ელოდებათ შედარებით ხელუხლებელი ჩაძირული აკვადუკები, გემები და გამოქვაბულები. კომუნისტური პერიოდის ლიდერის, ენვერ ხოჯას ათწლეულების განმავლობაში მმართველობამ და იზოლაციაში ყოფნამ წყალქვეშ არსებული კულტურული მემკვიდრეობა შემოინახა. ასეთი ადგილები ძირითადად სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს.
საინტერესო ფაქტი: ენვერ ხოჯამ ყვინთვა აკრძალა, რათა ალბანელებისთვის გაქცევაში ხელი შეეშალა.



18. სან ანტონიო, ტეხასი



რატომ ვესტუმროთ: გაერთეთ, თითქოს 1718 წელი იყოს.


სან ანტონიოს სამსაუკუნოვანმა ისტორიამ სათავე დაუდო Tricentennial Celebration-ს. ღონისძიებები ახალი წლის დამდეგიდან იწყება: იმართება კონცერტები, ფოიერვერკები და 550-მდე კულტურული ღონისძიება.
საინტერესო ფაქტი: The five San Antonio Missions პირველი ადგილია, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის პროექტის ნუსხაში შევიდა.



19. ლაბრადორი, კანადა



რატომ ვესტუმროთ: ესტუმრეთ კანადის ახალ ეროვნულ პარკს.


Akami-Uapishku-KakKasuak-Mealy Mountains National Park Reserve, რომელიც მდებარეობს ლაბრადორის ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის ყველაზე ახალი და შორეული ეროვნული პარკია. აქ შესაძლებელია სასეირნო ტურების დაჯავშნა.


საინტერესო ფაქტი: პარკის ფართობი 10700 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, რაც თითქმის იამაიკის ფართობის ტოლია - 11424 კვადრატული კილომეტრი.



20. ფრისლანდია, ჰოლანდია



რატომ ვესტუმროთ: გაიცანით 2018 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქი (2018 European Culture Capital).


ლეუვარდენი, ფრისლანდიის პროვინციის დედაქალაქი, ამავდროულად არის მატა ჰარის დაბადების ადგილი და ევროპის კულტურული დედაქალაქი 2018 წელს. აქ შესაძლებელია ზღვის სანაპიროზე სეირნობა, თიხის ნაკეთობების შეძენა და დარიჩინით დამზადებული ტკბილი პურის დაგემოვნება.


საინტერესო ფაქტი: ფრისლანდია არის სპორტული შეჯიბრის - წყლის არხზე ჭოკით ხტომის დაბადების ადგილი (canal pole vaulting).



21. რუაჰას ეროვნული პარკი, ტანზანია:



რატომ ვესტუმროთ: შეიტანეთ წვლილი გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ლომების დაცვაში.


ტანზანიის ეროვნულ პარკში, რუაჰაში მსოფლიოში არსებული გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ლომების ერთი მეათედი ბინადრობს. ტურისტებს შეუძლიათ 30 ან უფრო მეტი ლომებისგან შემდგარი პრაიდების მონახულება და პარკსა და მის შემოგარენში ველური ბუნების გადარჩენისთვის ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა.


საინტერესო ფაქტი: გასულ საუკუნეში აფრიკული ლომების რაოდენობა 90%-ით შემცირდა.



bpn.ge



„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები