„ჰუალინგ დაზღვევა“ აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტლიდან გეგმავს

„ჰუალინგ დაზღვევა“ აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტლიდან გეგმავს

access_time2018-01-09 11:48:36

„ჰუალინგ დაზღვევა“ აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტლიდან გეგმავს ,   ამის შესახებ „კომერსანტს“ „ბაზისბანკში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარებს „ჰუალინგ დაზღვევის“ სადაზღვევო სტრატეგიის შესაბამისად პროდუქტების შემუშავება. ასევე  მიმდინარეობს ბაზრის კვლევაც. 


მათი განცხადებით, „ბაზისბანკის“ ჰოლდინგის ახალ შვილობილ კომპანია „ჰუალინგ დაზღვევას“ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიები უკვე მიიღებული აქვს. კითხვაზე, არასიცოცხლის სახეობის კონკრეტულად რომელი პროდუქტების გამოტანას აპირებს ბაზარზე „ჰუალინგ დაზღვევა“, „ბაზისბანკში“ განმარტავენ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.


„კომპანიის მთავარი მიზანია შექმნას მომსახურების გამორჩეული სტანდარტი მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომისა და მასზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნის გზით. აღნიშნული კი უზრუნველყოფს მომხმარებელთან გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის დამყარებას“-აცხადებენ „ბაზისბანკში“.



მათივე განმარტებით, ბაზისბანკის შვილობილ კომპანიებს დაემატა სალიზინგო კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი“, რომელიც ასევე 2018 წლის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება.



„ბანკის ჰოლდინგური განვითარება თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბაზისბანკის წილის ზრდას და შესაძლებლობას მისცემს ჯგუფს კლიენტებს შესთავაზოს ფინანსური სერვისების სრული სპექტრი“-აცხადებენ „ბაზისბანკში“.


„სს ჰუალინგ დაზღვევა“ დეკემბრის ბოლოს ოფიციალურად დარეგისტრირდა.  მისი დირექტორია დავით კაკაბაძე, მოადგილეები კი     ლია ასლანიკაშვილი და ლევან გარდაფხაძე.


სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზაიქი მია, წევრები კი ხვეი ლი და დავით ცაავა.


ჰუალინგი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი კომპანიაა, რომელიც არაერთ აქტივს ფლობს, მათ შორის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და სასტუმროს. ამასთან, კომპანიის მფლობელობაშია „ბაზისბანკიც“.






პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები