რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოავარიებსა და ხანძრებს - შსს-ს 2017 წლის 9 თვის სტატისტიკა

access_time2018-01-09 11:18:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რომელიც 2017 წლის იანვარ-სექტემბერს მოიცავს, სულ რეგისტრირებულია - 4436 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა - 384, დაშავდა - 6280 ადამიანი. სტატისტიკას „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს.

 

სიმთვრალე 117 ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი იყო, რომლის დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა, 174 კი დაშავდა. სიჩქარის გადაჭარბებით - 291 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა - 52, დაშავდა - 460 ადამიანი. 2017 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, ავტოავარიებში 16 ბავშვი დაიღუპა, 722 დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 94 ფეხით მოსიარულე დაიღუპა, დაშავდა 1359 ადამიანი. რაც შეეხება ბავშვებს, ფეხით მოსიარულე 8 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 245 დაშავდა.

 

უკვე 2017 წლის 12 თვის ავტოსაგზაო შემთხვევების სრული სტატიკის გამოქვეყნების შემდეგ შევძლებთ ვთქვათ, იმოქმედა თუ არა მართვის მოწმობების ასქულიანმა სისტემამ, ჭკვიანმა კამერებმა, ფარულმა პატრულირებამ და სხვა გამკაცრებულმა რეგულაციებმა ავტოავარიების სტატისტიკაზე. და არის თუ არა საქართველო ამ საგანგაშო მაჩვენებლებით ევროპაში მოწინავე პოზიციებზე? შეგახსენებთ, რომ 2016 წელს 6 939 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და გარდაიცვალა 581 ადამიანი. 2015 წელს, 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 602 ადამიანი გარდაიცვალა. 


 

და კიდევ ერთი სსტატისტიკური მონაცემები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს იანვარ-სექტემებრში საქართველოში სულ 13 037 ხანძარი დაფიქსირდა.

 

2017 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში მომხდარი ხანძრის შედეგად დაიღუპა 53 ადამიანი, დაშავდა 176. ხანძრის შედეგად განადგურდა 421 შენობა-ნაგებობა. ეს 9 თვის მონაცემია, დეკემბერში კი, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები