ბანკებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე მომხმარებლის ინფორმირება დაევალებათ

access_time2018-01-09 08:30:16

ბანკებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება ექნებათ. შესაბამისი რეგულაცია მიმდინარე წლის თებერვლიდან ამოქმედდება.


დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა უკვე განსაზღვრა წესი, რომლის მიხედვითაც მომხმარებლის ინფორმირება მოხდება.

 

შედეგად, კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით:

 

ა) უზრუნველყოს ბროშურების მუდმივად ხელმისაწვდომობა საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში;
ბ) პლაკატები განათავსოს საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში;
გ) სააგენტოს ლოგო-სტიკერი განათავსოს ფილიალების/წარმომადგენლობების შესასვლელ კარებზე;
დ) კლიენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამ ინსტრუქციის შესაბამისად;
ე) დაუგზავნოს კლიენტებს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ შეტყობინება ელექტრონული საშუალებებით
ვ) უზრუნველყოს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ინტეგრირება სადეპოზიტო და მიმდინარე ანგარიშით მომსახურების ხელშეკრულებაში

 

კომერციულმა ბანკმა დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ამ ინსტრუქციის დანართი №1-ით გათვალისწინებული ინფორმაცია ზეპირი ფორმით უნდა მიაწოდოს კლიენტებს.

 

კომერციული ბანკი ვალდებულია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ სტანდარტული ინფორმაცია განათავსოს საკუთარ ვებ-გვერდზე სადეპოზიტო პროდუქტების განყოფილებაში წინამდებარე ინსტრუქციის დანართი №2-ის შესაბამისად.

 

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა კომერციული ბანკის მიერ ამ ინსტრუქციის დარღვევის ფაქტი, მაშინ სააგენტო განიხილავს კომერციული ბანკისთვის კანონით განსაზღვრული სანქციის შეფარდების საკითხს.


 

კომერციული ბანკების მიერ კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექსტი:

 

„2018 წლის 1 იანვრიდან, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კანონის თანახმად, ყველა ფიზიკური პირის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 5,000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge

 

• რა თანხა ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სააგენტოს მიერ? - ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში კლიენტის ანგარიშებზე (მათ შორის უცხოური ვალუტით) არსებული თანხები დაჯამდება და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურებას დაექვემდებარება 5,000 ლარამდე თანხა, ხოლო თუ თანხა აღემატება 5,000 ლარს, დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით

 

• როგორ ვისარგებლო დეპოზიტების დაზღვევით? - კომერციულ ბანკში ყველა ფიზიკური პირის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე

 

• კომერციულ ბანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების პირობები - სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღე, მიუხედავად იმისა, მოცემულ მომენტში კომერციულ ბანკს გააჩნია თუ არა შესაბამისი სახსრები

 

• ანაზღაურების ვალუტა - ლარი

 

 

bm.ge

 

 

 

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები