„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება საბანკო პროდუქტების ფასზე გავლენას არ ახდენს“

access_time2018-01-08 16:45:35

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება საბანკო პროდუქტების ფასზე გავლენას არ ახდენს“,  ასე ეხმაურება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო „კომერსანტზე“ გასულ სტატიას, სადაც „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ბერძენაძე აცხადებდა, რომ „ბანკებში ფულის დაბანდება ინტერესს დაკარგავს“. 


როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში „კომერსანტს“ განუცხადეს, სისტემის შემოღება მნიშვნელოვანია კომერციული ბანკებისთვისაც, რამდენადაც, მათ მიმართ საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო მაღლდება, ეს კი ხელს შეუწყობს დამატებითი რესურსების მოზიდვას.


„საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. სისტემა უზრუნველყოფს 5 000 ლარამდე დეპოზიტების გარანტირებულ და დაუყოვნებელ ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუკი კომერციულ ბანკს ექმნება გადახდისუნარიანობის პრობლემა, რაც თავის მხრივ აძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას, ხელს უწყობს ანაბრების წახალისებას და შესაბამისად, დადებითად აისახება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. ამავდროულად, სისტემის შემოღება მნიშვნელოვანია კომერციული ბანკებისთვისაც, რამდენადაც, მათ მიმართ საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო მაღლდება, ეს კი ხელს შეუწყობს დამატებითი რესურსების მოზიდვას.



ამასთან, სისტემა ბანკებს იცავს ფინანსური რესურსების გადინების რისკისგან, რომელიც დეპოზტების დაზღვევის არ არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ ბანკში პრობლემის წარმოქმნისას, ავტომატურად ვრცელდება მთლიან საბანკო სისტემაზე. სწორედ ზემოაღნიშნულ მიზნებს ემსახურებოდა საქართველოში სისტემის დანერგვა, რაც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად განხორციელდა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამ დროისთვის მსოფლიოს 140-მდე ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს. უკანასკნელი ათწელულის გამოცდილებამ ნათლად დაადასტურა, რომ ყველაზე ძლიერი ეკონომიკისა და განვითარებული მარეგულირებლის პირობებშიც, ხშირია ბანკების გადახდისუუნარობის შემთხვევები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სისტემის მნიშვნელობას.



ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს საბანკო პროდუქტების გაძვირება, კონკრეტულად, კი სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოში კომერციული ბანკების სასესხო პორტფელი 35 მილიარდამდე ლარს აღწევს, დეპოზიტების მთლიანი მოცულობა კი 20 მილიარდ ლარს აღემატება, საიდანაც დაზღვეულია მხოლოდ ფიზიკური პირების 5 000 ლარამდე დეპოზიტები. ეს მთლიანი მოცულობის 7.5%-ს და შესაბამისად 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს. დაზღვევას მიღმა არსებული 18.5 მილიარდი ლარი არ წარმოქმნის ბანკებისთვის არავითარ დამატებით ფინანსურ ვალდებულებას დეპოზიტების დაზღვევის შემოღებიდან გამომდინარე. სადაზღვევო შენატანის განაკვეთი ბანკებისთვის დაწესდა სწორედ მათთვის დამატებითი ფინანსური წნეხის მაქსიმალურად არიდების პრინციპის გათვალისწინებით და ყოველთვიურად ლარში დაზღვეული დეპოზიტების 0.067%, ხოლო უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტების 0.1%-ით განისაზღვრა. აღნიშნული კოეფიციენტებიდან გამომდინარე, შენატანების ჯამური საპროგნოზო მოცულობა მიმდინარე წლისთვის 13 მილიონ ლარს არ აღემატება. ამდენად, ნათელია, თუ რამდენად უმნიშვნელოა აღნიშნული თანხა როგორც დეპოზიტების, ისე სესხების მთლიან ოდენობასთან მიმართებით, რაც თავისთავად გამორიცხავს მის გავლენას საბანკო პროდუქტების ფასებზე. სესხების საპროცენტო განაკვეთის მატების დაკავშირების ყოველგვარი მცდელობა დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან არ შეესაბამება სიმართლეს, რაც ზემოთ მოყვანილი მონაცემებით ნათლად დასტურდება. სისტემის შემოღების ნეგატიურ გავლენას საბანკო პროდუქტების ფასებზე არც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს“,  აღნიშნულია განცხადებაში.






ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები