თბილისის ცირკის შენობას მყიდველი ამ დრომდე არ გამოუჩნდა

access_time2018-01-09 15:40:47

თბილისის ცირკის შენობას მყიდველი ამ დრომდე არ გამოუჩნდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ობიექტის მფლობელ, პატარკაციშვილების ოჯახში განუცხადეს. მზია პატარაკაციშვილი მცირე კომენტარით შემოიფარგლა - „ამ დრომდე ახალი არაფერია. ინტერესი ჯერ არავის არ გამოუთქვამს“.


როგორც ცნობილია, თბილისის ცირკის შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის ოქტომბერში გაჟღერდა. აგენტი Colliers International Georgia-ა. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შენობა არის ისტორიული ნაგებობის მრავალფუნქციური განვითარების პოტენციით.


„იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ნიკოლაი ნაპრინცევის მიერ 1939 წელს აშენდა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, საერთო ფართით 4,750 კვ.მ. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ.მ ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.


ქონება შესაბამისია მრავალფუნქციური განვითარებისთვის მათ შორის ოფისის, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზის და სხვა დანიშნულების ადგილების მშენებლობისთვის. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.


21,014კვ.მ ფართობის აღნიშნული უძრავი ქონებიდან გმირთა მოედანზე, ქალაქის მთავარ სატრანსპორტო თავშეყრის ადგილზე იშლება ხედი. თბილისის სამი ყველაზე აქტიური და პოპულარული უბანი: ვაკე, ვერა(მთაწმინდა) და საბურთალო სწორედ ამ ადგილას ხვდება ერთმანეთს. შენობას აქვს თვალისმომჭრელი პანორამული, ხედი თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობებზე: ქალაის ისტორიულ ნაწილზე, მთაწმინდაზე და მტკვარზე“, აღნიშნულია Colliers International Georgia-ს განცხადებაში.



რაც შეეხება უძრავი ქონების ფასს, მისი ღირებულება 18 მილიონ დოლარს შეადგენს.


თბილისის ცირკი დღეს კერძო სამართლის იურიდიული პირია. ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით 2003 წელს განხორციელდა შენობის სრული კაპიტალური შეკეთება, 2007 წელს შენობა დალუქეს და მისი ხელახლა გახსნა მხოლოდ 2011 წელს მოხდა.


პატარკაციშვილების ოჯახის მერ თბილისის ცირკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ადრეც გავრცელდა. თუმცა მაშინ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა ეს არ დაადასტურა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები