„ფეისბუქი“ კრიპტოვალუტის გამოყენებით ინტერესდება

access_time2018-01-08 15:20:54

„ფეისბუქის აღმასრულებელი დირექტორისა და დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მისი წლევანდელი გამოწვევებიდან ერთ-ერთი კრიპტოვალუტის შესწავლა და იმის გარკვევაა, თუ როგორ შეიძლება მისი „ფეისბუქის სისტემაში გამოყენება.

 


ცუკერბერგის „ფეისბუქის პოსტში, სადაც 2018 წლის პირად მიზნებზეა საუბარი, მთავარ ამოცანად იმ პრობელემების სისტემიდან აღმოფხვრაა დასახელებული, რაც დაპირისპირების საგანი გახდა. „ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა შეცდომისგან თავის დაცვას, თუმცა ახლა ძალიან ბევრი გვგეშლება ჩვენი სისტემის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ ახლა წარმატებას მივაღწევთ, 2018 წელს ბევრად უკეთესად დავასრულებთ - წერს ცუკერბერგი.

 

პოსტში ასევე საუბარია ორ ტექნოლოგიურ სფეროზე, რომელთა შესწავლაც სურს ცუკერბერგს 2018 წელს - ესაა შიფრირება და კრიპტოვალუტა. მისი თქმით, ორივე ძალაუფლების დეცენტრალიზაციას უწყობს ხელს, რაც დადებითი ფაქტორია.

 

კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ცუკერბერგს ბევრი არ უსაუბრია „ფეიქბუქის პოსტში. მაგალითად არ უთქვამს, რომ კომპანია გადახდის საშუალებად ბიტკოინს დაამატებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული მისი ნაბიჯი აჩვენებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კომპანია ტექნოლოგიის ამ სიახლეს დიდ ყურადღებას აქცევს.

 

 

მისი თქმით, დღეს ძალიან ბევრს სჯერა, რომ ტექნოლოგიური განვითარება მხოლოდ ძალაუფლების ცენტრალიზაციას უწყობს ხელს.

 


 

„თუმცა, არსებობს ამ ტენდენციის საწინააღმდეგო ნიშნები - მაგალითად შიფრირება და კრიპტოვალუტა. ისინი ძალაუფლებას ცენტრალიზებული სისტემებიდან მოსახლეობის ხელში აბრუნებენ. ამავდროულად, არსებობს იმის რისკი, რომ ამ ორის გაკონტროლება ძალიან ძნელია. მე დაინტერესებული ვარ ჩავუღრმავდე და შევისწავლო მოცემული ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი მხარეები და ის თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი შემდეგ ჩვენს მომსახურებაში - დაწერა ცუკერბერგმა „ფეისბუქზე.

 

 

ცუკერბერგი არ არის ერთადერთი „ფეისბუქის ხელმძღვანელებიდან, ვინც კრიპტოვალუტით დაინტერესდა. როგორც დეკემბერში გახდა ცნობილი, Facebook Messenger-ის უფროსი, დევიდ მარკუსი კრიპტოვალუტის გაცვლითი პლატფორმის Coinbase-ის მთავარ კომიტეტს შეუერთდება.

 


„მარკუსის გამოცდილება Coinbase-ის კომიტეტს სიღრმეს შემატებს და დიდ დახმარებას გაუწევს მმართველ გუნდს, რომელიც ცდილობს Coinbase აქციოს ციფრული ვალუტის გაცვლის ყველაზე პოპულარულ და უსაფრთხო ადგილად - განაცხადა Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა.

 

 

„მე კრიპტოვალუტამ გამიტაცა და აღმაფრთოვანა 2012 წელს. მე ვარ მოწმე, თუ როგორ შეუწყო Coinbase-მა ამ პროცესის დემოკრატიზაციას ხელი. მჯერა, რომ ის რაზეც კომპანია მუშაობს, აქვს პოტენციალი ადამიანთა ცხოვრება ძირეულად შეცვალოს და იმედით ვარ განწყობილი Coinbase-თან და მის მმართველ გუნდთან თანამშრომლობის მიმართ, რათა აღნიშნული ხედვა რეალობად ვაქციოთ - დაწერა მარკუსმა საკუთარ პოსტში.

 

 

bpn.ge

 

 

 

 



EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები