„სამშენებლო სექტორი რეგულაციებს მოუმზადებელი შეხვდა“, - „GDG პლიუსის“ დამფუძნებელი გასულ წელს აფასებს

„სამშენებლო სექტორი რეგულაციებს მოუმზადებელი შეხვდა“, - „GDG პლიუსის“ დამფუძნებელი გასულ წელს აფასებს

access_time2018-01-08 13:30:04

სამშენებლო კომპანია „GDG პლიუსის“ დამფუძნებლის ბეჟან წაქაძის შეფასებით, 2017 წელი სამშენებლო სექტორისთვის რთული იყო. ამის შესახებ მან რადიო „კომერსანტის“ ეთერში 2017 წლის შეჯამებისას ისაუბრა. მისივე თქმით, წელს „GDG პლიუსი“ ექვსი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლებიც უკვე დაწყებულია. მათი ნაწილი 2018 წელს დასრულდება, ნაწილი კი - 2019-ში.


„სფეროში სირთულეებიც იყო. სამშენებელო სექტორისთვის 2017 წლის პირველი იანვრიდან ახალი რეგულაციები შემოვიდა #42-ე დადგენილების სახით, რომელიც ამკაცრებს სამშენებლო წესებს. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელი იყო, თუმცა პირველი ოთხი თვე საკმაოდ რთული იყო. სექტორი რეგულაციებს მოუმზადებელი შეხვდა, რადგან წინასწარ ტრენინგები არ ჩაუტარდათ იმ ადამიანების, რომლებიც რეგულაციების სახით სამშენებლო ნებართვისთვის დასკვნებს აკეთებდნენ“, - აღნიშნა წაქაძემ.


მისი თქმით, ლარის კურსი მარტიდან შემოდგომამდე სტაბილური იყო, რამაც სამშენებლო ბიზნესს რეალიზაციაში ხელი არ შეუშალა, თუმცა ბოლო თვეებში ლარის კურსის მერყეობამ და გაუფასურებამ სამშენებლო ბიზნესში რეალიზაციას პირდაპირი დარტყმა მიაყენა.



ამასთან, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან რეინვესტირება, ანუ ესტონური მოდელი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში იბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას ახდენს, აღნიშნული გადასახადისგან თავისუფლდება. ბეჟან წაქაძის თქმით, აღნიშნული მოდელი არამხოლოდ სამშენებლო, არამედ მთლიანად ბიზნესისთვის დადებითი შედეგების მომტანი იყო.


„ბიზნესს რამდენიმე ასეული ლარი დარჩა, რომლებიც რეინვესტირებისთვის იქნება გამოყოფილი. 2017 წელს გარკვეული თანხები უკვე დაზოგილი გვაქვს. თუმცა დამატებითი ღირებულების გადასახადის ავანსის სახით დაბეგვრა სერიოზული დარტყმა იყო ბიზნესითვის. ეს არ იქნება კომპენსაცია იმისა, რაც ჩვენ ესტონურმა მოდელმა გვარგო. ერთმა მეორე ვერ დააბალანსა. ჩვენი რეალიზაციიდან ყოველთვიურად წინასწარ დამატებითი ღირებულების გადასახადს ითხოვენ, რაც ჩემი აზრით, არასწორია. წინასწარ თანხის გადახდა არცერთ ქვეყანაში არ ხდება. მიწოდების შემთხვევაში უნდა ხდებოდეს გადახდა და არა წინასწარ. მითუმეტეს ჩვენ არ ვაწოდებთ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ვაშენებთ“, - აღნიშნა ბეჟან წაქაძემ.


შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ვალდებულება ამოქმედდა. აღნიშნული პერიოდიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ ავანსის გადახდის მომენტი განისაზღვრა და თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ხორციელდება.


„კომერსანტი“




პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები