დეპოზიტების სავადებულო დაზღვევის პირველი შედეგი - „ბანკებში ფულის დაბანდება ინტერესს დაკარგავს“

დეპოზიტების სავადებულო დაზღვევის პირველი შედეგი - „ბანკებში ფულის დაბანდება ინტერესს დაკარგავს“

access_time2018-01-08 09:00:20

„დეპოზიტებზე სარგებელის შემცირება 2018 წლის 1-ელ იანვარს დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შედეგია“- ამის შესახებ „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ბერძენაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, დეპოზიტების დაზღვევის ამოქმედების შემდეგ ბანკს ფონდში გარკვეული პროცენტის გადარიცხვის ვალდებულება ეკისრება. შესაბამისად, ლარში დეპოზიტების სარგებელის შემცირება ბუნებრივი პროცესია.


„დეპოზიტების დაზღვევის ამოქმედებამ ხელი შეუწყო სტაბილურობას, საბანკო ანაბრები უფრო მეტად სტაბიულური იქნება, თუმცა, მეორეს მხრივ, ხელი შეუშალა მოსახლეობისთვის საპროცენტო სარგებელის მიღებას. ნებისმიერი ფულადი დაბანდება ბანკში ანაბარზე უკვე ინტერესს დაკარგავს. როდესაც დაბალია დეპოზიტებზე საპროცენტი განაკვეთი და იმდენად დაბალი, რომ შეიძლება ის ინფლაციამაც შეჭამოს, მოსახლეობას უკვე გაუჩნდება იმის სურვილი, რომ ფული სახლში დადოს. ბანკი კი იგებს, ამ ფულს სამმაგად ატრიალებს.“-აცხადებს ბერძენაძე. 


მისი განცხადებით, საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის ვალდებულების ამოქმედება ნაადრევი იყო. „თუ ეს იმიტომ გაკეთდა, რომ მოსახლეობის ინტერესები დაცული იყოს, მაშინ კარგია. ადამიანს ბანკში ანაბარი შეაქვს იმიტომ, რომ სარგებელი მიიღოს. დღეს ამ ადამიანების ინტერესები გათვალისწინებული არ არის“-აცხადებს ბერძენაძე.


კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ეს ფაქტი დეპოზიტების მოცულობის შემცირებას, ბერძენაძე აცხადებს, რომ არა, მაგრამ არც გაიზრდება. მისივე თქმით, მოსახლეობისთვის ანაბრებიდან მიღებული სარგებლის პროცენტი დაბალი იქნება და ის მუდმივად შემცირებისკენ იქნება მიმართული. ბერძენაძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც გაიზრდება.



როგორც ცნობილია, დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის გაზაფხულზე დაამტკიცა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში ავტომატურად დაეზღვია. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში ოთხ მილიონზე მეტი დეპოზიტია გახსნილი, საიდანაც მილიარდ 500 მილიონი ლარის დაზღვევა მოხდა. ოთარ ძიძიკაშვილის თქმით, 1-ლი იანვრიდან საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტებიდან 1,5 მილიარდი ლარი ავტომატურად დაეზღვია.


ამასთან, იანვრიდან დეპოზიტარებს სარგებელი „თიბისი ბანკმა“ და „ლიბერთი ბანკმა“ შეუმცირა. როგორც gbc.ge-წერს, „თიბისი ბანკში“ ლარის 1-წლიანი ანაბარის განთავსება 10% -ის ნაცვლად 9.4%-ად ხდება. ევროში დენომინირებულის წლიური განაკვეთი 0.65%-მდეა შემცირებული. აშშ დოლარში, ვადიანი ანაბრის სარგებელი 2.9%-ია ( პირობები სამივე ვალუტაშის ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაშია). შეიცვალა საბავშვო ანაბრის პირობებიც. ლარში - 10.2%, აშშ დოლარში - 3.4%; ევროში - 1.15%. მეანაბრეებს პატრიოტზე სარგებელი შეუმცირა „ლიბერთი ბანკმაც“.



ავტორი: სოფო ქსოვრელი




პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები