„2017 წელს ყველაზე მხარჯველი ტურისტები დსთ-ს რეგიონიდან იყვნენ“

„2017 წელს ყველაზე მხარჯველი ტურისტები დსთ-ს რეგიონიდან იყვნენ“

access_time2018-01-05 13:44:05

1.9 მილიონით მეტი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში და ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან კარგია, - ასე აფასებს კომპანია „თრეველ შოპის“ დამფუძნებლი ნიკა მანჯგალაძე ტურიზმის სექტორის მონაცემებს და გასულ წელს ტურიზმისთვის „კარგ წელს“ უწოდებს.


ტურისტული ბიზნესის აქტიური წარმომადგენელის თქმით, 2017 წელს ყველაზე მხარჯველი ტურისტები საქართველოში რუსეთიდან შემოვიდნენ.


ფინანსურად მომგებიანი ტურისტები ქვეყანაში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან იყვნენ, გაიზარდა მოთხოვნა და პრაქტიკულად, ყველა რეისი ჩამომსვლელების მხრიდან დაკავებულია.


მისი თქმით, ევროპიდან განსაკუთრებული, მზარდი მოთხოვნა არ ყოფილა, მითუმეტეს, რომ ევროპელები საქართველოში მოგზაურობისას დიდ თანხებს არ ხარჯავენ. საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ასევე ყაზახეთისთვისაც, თუმცა მათ სპეციფიური ტურები აინტერესებთ, მაგალითად, ბორჯომი.


ვიზიტორების დიდ ინტერესს კახეთის რეგიონი იწვევს, სადაც ყოველ წელს ბევრი ახალი სასტუმრო იხსნება.



რაც შეეხება საქართველოდან მოგზაურებს, მისი თქმით, ქართველებში შეიცვალა ტენდენცია, მათ დაიწყეს საკუთარი მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვა და განსაკუთრებული ინტერესი ევროპისკენაა მიმართული, მათ შორის ესპანეთში, იტალიაში და ა.შ.


გამსვლელთა მზარდი რიცხვის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც უფრო მეტი ტურისტი შემოდის, ვიდრე გადის.


ამასთან, მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ქართველებმა ჯგუფური მოგზაურობის დაგეგმვაც დაიწყეს, მაგალითად, საკონცერტო ტურებისთვის, რაც სიახლეა.


მანჯგალაძე ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, მობრუნებულო ტურისტების სიმცირეზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ეს ქართველი მებაჟეების დამსახურებაცაა, ხდება ორმაგი კონტროლი და შესაბამისად, საქართველოს უკრაინაზე მცირე მაჩვენებელი აქვს.


რაც შეეხება ავიაბილეთების ფასებს, მისი თქმით, ბილეთები მნიშვნელოვნად გაძვირდა ლარში, რადგან წინა წლებში ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში ბევრად დაბალი იყო, დღეს კი 3.14-ია, რაც აძვირებს ავიაბილეთის ღირებულებაა.






„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები