„კომერსანტის“ ექსკლუზივი : m2-მა  სასტუმრო KASS  Boutique Hotel-ის  50%-იანი წილი იყიდა

„კომერსანტის“ ექსკლუზივი : m2-მა სასტუმრო KASS Boutique Hotel-ის 50%-იანი წილი იყიდა

access_time2018-01-04 14:50:00

„კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, BGEO ჯგუფის შვილობილმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ სასტუმრო KASS Boutique Hotel-ის 50 პროცენტიანი წილი იყიდა. გარიგების შესახებ BGEO ჯგუფმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, თუმცა რომელი სასტუმროს წილში შევიდა, „m2 უძრავი ქონებამ“ ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.


დღეს სასტუმრო KASS Boutique Hotel-ში „კომერსანტს“ დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთაწმინდაზე, ზაალ დუმბაძის ქუჩაზე (ყოფილი გერგეთის ქუჩა) 24-ში მშენებარე ბუტიკ-სასტუმროს წილი BGEO-ს შვილობილმა “m2 უძრავი ქონებამ” იყიდა. დამატებით დეტალებზე KASS Boutique Hotel-ში არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ინფორმაციისთვის „კომერსანტმა“ BGEO ჯგუფის შვილობილმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონებას“ უნდა მიმართოს.


რაც შეეხება თავად, „m2 უძრავი ქონებას“, მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რაც ოფიციალურად BGEO ჯგუფის მიერ არის გავცელებული. კერძოდ, მათი ინფორმაციით, გარიგების ღირებულებამ 4.1 მლნ დოლარი შეადგინა. შეთანხმებით, კომპანიას აქვს შესაძლებლობა წილი 60%-მდე გაზარდოს, დამატებით 1,9 მილიონის გადახდის შემთხვევაში.


m2-ში ელიან, რომ ამ შენაძენით მათ პორტფელს არანაკლებ 100 სასტუმრო ნომერი შეემატება. გეგმის მიხედვით, სასტუმრო ექსპლუატაციაში 2019 წლის პირველ კვარტალში შევა. სასტუმრო, რომელიც m2-ის პორტფელს დამატებით 100 ოთახს შესძენს, მთაწმინდაზე აშენდება - იქ, საიდანაც ქალაქზე ერთ-ერთი საუკეთესო პანორამული ხედი იშლება.

 

სასტუმროს სამუშაოებს აწარმოებს BGEO-ს შვილობილი სამშენებლო კომპანია. სასტუმროს კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო მშენებლობის დასრულება 2019 წლის პირველ მეოთხედშია დაგეგმილი. სასტუმრო ბუტიკის სტილის იქნება, სადაც ყურადღება გამახვილდება ღვინოსა და ე.წ. fine dining-ზე, რითაც ის ტურისტებისა და ქალაქის მაღალი სოციალური ფენის ინტერესს დაიმსახურებს.

 

ირაკლი გილაური, BGEO-ს აღმასრულებელი დირექტორი: „მოხარული ვარ, როცა ვხედავ, რომ „m2 უძრავი ქონება“ აგრძელებს შთამბეჭდავ წინსვლას ტურისტულ ბიზნესში, რაც ჩვენი სტრატეგიის საყრდენია. მას შემდეგ, რაც 2017 წელს საქართველოში ტურიზმი 27%-ით გაიზარდა, ჩვენ გვჯერა რომ ამ სექტორს მომავალში ზრდის მაღალი პოტენციალი აქვს. „m2“ აგრძელებს ამ მიმართულებით სვლას, ამ ძალზედ მიმზიდველ ბიზნესში ფულის დაბანდებას და თავისი სასტუმროების პორტფელის გაზრდას.“

 


თბილისში ყველაზე პრესტიჟული ბუტიკ სასტუმრო KASS Boutique Hotelის გახსნა 2018 წელს იყო დაგეგმილი. პროექტი ისრაელური ინვესტიციით ხორციელდება. როგორც 2017 წლის მარტში KASS boutique hotel Group-ში რადიო „კომერსანტს“ განუცხადეს, სასტუმროში 81 ნომერი განთავსდება, საიდანაც 2 საპრეზიდენტო იქნება. სასტუმროში  მოეწყობა სპა ზონა, სატრენაჟორო დარბაზი, რესტორანი და ბარი.


მაშინ კომპანიაში იმასაც აცხადებდნენ, რომ სასტუმრო გათვლილი იქნება ოფიციალურ დელეგაციებზე, უცხოურ პარტნიორ ორგანიზაციებზე და ბიზნესმენებზე. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 35 მილიონი დოლარს შეადგენს. Kass hotel Group -ი ისრაელური სასტუმროების ბრენდია. კომპანიას არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული ისრაელის მასშტაბით.


თბილისში კი KASS Boutique Hotel-ის გარდა, ჯგუფმა განახორციელა „რუსთაველი ბუტიკ ჰოტელის პროექტი და სასტუმრო Rixos-ის პროექტი. ჯამში სამივე პროექტში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმებოდა.


შეგახსენებთ, “m2 უძრავი ქონებას“ აქტივებს შორის თბილისსა და რეგიონებში მშენებარე რამდენიმე სასტუმროს პროექტიცაა, რომელთა მართვას Ramada  Encore განახორციელებს. 


/

 

/

/

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 



„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები