Telegraph-მა 2018 წლის 11 საუკეთესო ტურისტული მიმართულება დაასახელა

access_time2018-01-06 14:30:30

თანამედროვე სამყაროში მოგზაურობა სულ უფრო და უფრო ადვილი ხდება. ადამიანები ხდებიან უფრო მობილურები და შეუძლიათ რამდენიმე საათში მოხვდენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და გაეცნონ ახალ, უცხო კულტურას. ბრიტანული გამოცემა Telegraph მკითხველებს 11 მიმართულებას ურჩევს, რომელთა მონახულებაც მათ 2018 წელს შეუძლიათ.


1 - ნეშვილი, აშშ


ნეშვილი არის ამერიკის სამხრეთ შტატ ტენესის დედაქალაქი, აღიარებულია როგორც ქანტრი-მუსიკის ცენტრი. ქალაქი ასევე ითვლება ე.წ. „ქრისტიანული როკის“ მთავარ ცენტრად, რადგანაც სწორედ ნეშვილში მოქმედებს ამ ჟანრის ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფი.



2 - ბუენოს-აირესი, არგენტინა


ბუენოს-აირესი არის ლათინური ამერიკის ერთ-ერთო უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი. მისი მნიშვნელობა გამოწვეულია მუზეუმების, თეატრების და ბიბლიოთეკების დიდი რაოდენობით. ქალაქში ასევე ჩამოყალიბდა კულტურული თვითმყოფადობა, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა ყოველწლიურ ღონისძიებებში - მაგალითად, კარნავალებში და ტანგოს ფესტივალებში. ბუენოს-აირესში ასევე მოქმედებს კონგრესის ბიბლიოთეკა, ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რამდენიმე მსხვილი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.





3 - სიეტლი, აშშ


სიეტლი არის აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთის უმსხვილესი ქალაქი, დიდი საზღაო პორტი. ქალაქში ტადრება არაერთი ყოველწლიური გამოფენა და ფესტივალი - მაგალითად, 24-დღიანი კინოფესტივალი Seattle International Film Festival, ხალხური მუსიკის ფესტივალი Northwest Folklife, რამდენიმე ღონისძიება ციკლში Seafair (ივლისი-აგვისტო), მაგალითად, საცეკვაო და კულინარიული ფესტივალები, რბოლა ჰიდროპლანებზე, აშშ-ს ყველაზე დიდი გეი-პარადი, მუსიკალური და სპორტული შეჯიბრებები.




4 - სეიშელის კუნძულები


რესპუბლიკა სეიშელის კუნძულები - პატარა სახელმწიფოა აღმოსავლეთ აფრიკაში. ქვეყნის ეკონომიკის საფუძველია ტურიზმი, სწორედ ტურიზმზე მოდის დასაქმებულთა 30% და სავალუტი შემოსავლების 70%-საც ქვეყანა ტურიზმიდან იღებს. სეიშელებზე არის დაუჯერებლად ლამაზი ბუნება, ეგზოტიკური ცხოველები და მფრინველები. ასევე ქვეყანა განთქმულია თეთრი ქვიშის პლიაჟებით და კრისტალურად სუფთა წყლით.





5. ლვოვი, უკრაინა


ლვოვი არის უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი. ის ცნობილია, როგორც ლიტერატურის, ხელოვნების, მუსიკის და თეატრის ქალაქი. ამის ნათელი დადასტურებაა თეატრების, საკონცერტო დარბაზების, შემოქმედებითი კავშირების და სხვადასხვა ღონისძიებების დიდი რაოდენობა - მაგალითად, ლვოვში ტარდება 100-ზე მეტი თეატრალური ფესტივალი წელიწადში. ასევე ლვოვში არის 60 მუზეუმი და 10 თეატრი.




6 - დოჰა, ყატარი



დოჰა არის არაბული ყატარის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს სპარსეთის ყურის სანაპიროზე. ის ასევე არის ქვეყნის კულტურული ცენტრი, იქ მდებარეობს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული ბიბლიოთეკა და ეროვნული უნივერსიტეტი. არქიტექტურის ძეგლებს შორისაა ციხე-სიმაგრე ალ-კოუტი, დიდი მეჩეთი, ბაზარი და ეთნოგრაფიული მუზეუმი.




7 - ბოსტონი, აშშ



ბოსტონი არის აშშ-ს შტატ მასაჩუსეტსის დედაქალაქი, ახალ ინგლისად წოდებული რეგიონის ყველაზე დიდი ქალაქი. ამასთან, აშშ-ს ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ქალაქი. ბოსტონშია მსოფლიოში ცნობილი ხელოვნების მუზეუმი, მეცნიერების მუზეუმი. ის არის არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთო უმთავრესი საგანმანათლებლო ცენტრი - სწორედ ბოსტონშია მასაჩუსეტსის ტექნოლიგიური ინსტიტუტი (MIT) და ჰარვარდის უნივერსიტეტი.




8 - ლა-როშელი, საფრანგეთი


ლა-როშელი არის საპორტო ქალაქი საფრანგეთის დასავლეთში, რეგიონ ახალი აკვიტანიაში და ბისკაის სრუტის სანაპიროზე. ქალაქს შეუძლია თავი მოიწონოს დიდი ისტორიით, რაც სავსებით მოსალოდნელია ასეთ ადგილას მდებარე გამაგრებული პორტისგან.




9 - გენოა, იტალია


გენოა - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში. რეგიონ ლიგურიას და პროვინცია გენოას ადმინისტრაციული ცენტრი. იტალიის უმსხვილესი პორტი. ისტორიული ცენტრი მდებარეობს პორტთან ახლოს, არისტოკრატების სასახლეები დაცულია იუნესკოს მიერ.




10. არმიტსარი, ინდოეთი


არმიტსარი - ქალაქი ინდოეთის ჩრდილოეთ-დასავლეთში, შტატ პენჯაბში, წმინდა ქალაქი სიქხებისთვის. დაარსდა 1577 წელს, ამრიტსარში მდებარეობს სიქხების მთავარი ტაძარი აკალ ტახტი.




11 - რიმინი, იტალია


რიმინი - უმსხვილესი იტალური კურირტი ადრიატიკაზე, ე.წ. „რომანული რივიერის“ მთავარი ცენტრი. ქალაქის სიძველეზე მეტყველებს რომის იმპერატორების ავგუსტსუსის და ტიბერიუს დროინდელი არქიტექტურა - თაღოვანი ხიდი, ტრიუმფალური თაღი და ამფითეატრის ნანგრევები. ქალაქი ასევე მდიდარია შუასაუკუნივანი არქიტექტურის შედევრებით - საზოგადოებრივი შენობებთ, ეკლესიებით და არისტოკრატების სასახლეებით.




vestifinance.ru



კონკურენციის სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი დაუშვებლად ცნო

person access_time2018-01-24 11:12:43
კონკურენციის სააგენტომ შპს „სიტროენ ჯორჯიას საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო და „სიტროენ ჯორჯიას საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო.   აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი უცვლელად გთავაზობთ.   „2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება...

დავოსში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ალტერნატივა მოიფიქრეს

person access_time2018-01-24 10:50:50
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში გაიხსნა, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული შეფასების სისტემაზე ილაპარაკეს. მას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უფრო თანამედროვე ანალოგს უწოდებენ. მშპ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქვეყნის პოზიცია მსოფლიოში. მას ინკლუზიური განვითარების (Inclusive Development Index) ინდექსი (ან რეიტინგი) უწოდეს. ფორუმის ჩანაფიქრით, მისი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და მდგრადი და ინკლუზიური...

გიორგი კვირიკაშვილი - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა“

person access_time2018-01-23 21:10:07
კორუფცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე გამოწვევა სხვა გამოწვევებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.     პრემიერის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა.     „საუბარია ეკონომიკის ღიაობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების...

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ

person access_time2018-01-23 19:10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი, ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო...

კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულებულ კომპანიას გზების დეპარტამენტმა ნახევარმილიარდიანი კონტრაქტები გაუფორმა

person access_time2018-01-24 09:50:24
კომპანია, რომელიც თაღლითურ გარიგებებშია მხილებული და „შავ სიაშია შეყვანილი, მის ერთ-ერთ პროექტს კი, „Transparency International-მა „კორუფციის მონუმენტი უწოდა, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია.   საქართველოში ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს, 2010 წლიდან, რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას და ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს....


მსგავსი სიახლეები