ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტები

access_time2017-12-31 18:00:03

თანამედროვე მსოფლიო გამოგონებების გარეშე წარმოუდგენელია. შესაძლოა ვფიქრობდეთ, რომ ყველაფერი რისი გამოგონებაც კაცობრიობას შეეძლო უკვე არსებობს, თუმცა მაინც ვხვდებით ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც მულტიფუნქციურობით და მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა ტექნოლოგიების ბაზარზე. საბედნიეროდ, ამ კუთხით არც ქართველი გამომგონებლები არიან გამონაკლისები. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამძაფრდა ახალგაზრდების ინტერესი გამომგონებლობისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის მიმართ. ამ რეალობამდე კი იმ სამთავრობო პროექტებმაც მიგვიყვანა, რომელთა მიზანიც ახალგაზრდა ნიჭიერი გამომგონებლების აღმოჩენაა. ეს პროექტებია: ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი’’, ,,სტარტაპ-საქართველო’’ და ,,ჰაკათონი’’.


გთავაზობთ ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილ ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.



,,Cnick’’ – ჭკვიანი ბეჭედი


ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ხის ჭკვიანი ბეჭედი ,,კნიკი’’ საფულის დანიშნულებასაც ითავსებს და მეპატრონის სამედიცინო ინფორმაციასაც ინახავს. იგი პროექტ ,,სტარტაპ-საქართველოს’’ ერთ-ერთი გამარჯვებულია და საზოგადოებამაც სწორედ ამ კონკურსის დახმარებით გაიცნო. გაყიდვაში 2017 წლის აპრილიდან ჩაეშვა და დღეს მისი შეძენა ამაზონ.ცომ-ზეც შესაძლებელია. ბეჭდის მთავარი დანიშნულება იდენტიფიკაციაა, რათა სხვადასხვა დაწესებულებებსა და სისტემებს მივაწოდოთ ჩვენ შესახებ ინფორმაცია. მისი გამოყენება შესაძლებელია კინოთეატრებსა და ფიტნეს ცენტრებშიც. გარდა ამისა, ექიმებს შეეძლებათ პაციენტის პირველადი სამედიცინო ისტორიის მომენტალურად მიღება. უნდა აღინიშნოს, რომ ბეჭედში არსებული ინფორმაცია საკმაოდ დაცულია. პირველად სამედიცინო ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს, სხვა მონაცემები კი უსაფრთხოების იმაზე მაღალ დონეს ითვალისწინებს, ვიდრე ჩვეულებრივი საშვების ან ბილეთების შემთხვევაშია ხოლმე.



,,InGlove’’ -ინტერაქტიული ხელთათმანი



ინტერაქტიული ხელთათმანის იდეა ეკუთვნის დიმიტრი ცხოვრებაძეს, რომელმაც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტ ,,ჰაკათონის” ფარგლებში შეძლო პირველი პროტოტიპის შექმნა. ხელთათმანის დახმარებით შესაძლებელია ვირტუალურ სამყაროსთან კავშირის დამყარება და ფიზიკურად შეგრძნება იმ ნივთებისა, რომლებსაც ვირტუალურ სამყაროში ვეხებით. პროდუქტი ძირითადად, კომპიუტერული თამაშების მოყვარულებზეა გათვლილი, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მედიცინის, ისე სამხედრო სფეროში. მედიცინის შემთხვევაში ხელთათმანი დაგვეხმარება, რომ უშუალოდ ვმართოთ რობოტები, რომლებიც ქირურგიულ ოპერაციებს ასრულებენ, ხოლო სამხედრო კუთხით იგი გამოსადეგია სხვადასხვა წრთვნის ჩასატარებლად. აღნიშნულმა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა გერმანიაში, ქალაქ ბრემენში ჩატარებულ საერთაშორისო სტუდენტური სტარტაპების კონკურსზე, რის შემდეგაც ინოვაციური ხელთათმანით მრავალი კომპანია დაინტერესდა.




,,Hand4Help’’-ხელის პროთეზი



,,Hand4Help’’ წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური, მრავალფუნქციური ხელის პროთეზს, რომელიც ადამიანის ნერვული დაბოლოებების დახმარებით ფუნქციონირებს. მისი წარმოების იდეა გიორგი დიღმელაშვის ეკუთვნის. მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს, როგორც პროთეზის ვიზუალური მხარე ისე მისი დამატებითი ფუნქციები. პროთეზის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ უკვე არსებული პროთეზების ფუნქციონირებისთვის საჭიროა ადამიანს ხელის კიდურს 3 კუნთის მოძრაობა მაინც შეეძლოს, ხოლო აღნიშნული პროთეზი მხოლოდ 1 კუნთით იმართება. იგი მოსახერხებელია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც მაგალითად, მხოლოდ მაჯა აკლიათ და ტრადიციული პროთეზები ვერ უზრუნველყოფენ დახმარებას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე არსებული პროთეზები ძალიან ძვირია და ბევრი ადამიანისთვის მიუწვდომელი ,,Hand4Help’’ კი ბევრად იაფი და მოსახერხებელი პროდუქტია მომხმარებლებისთვის. აღნიშნულმა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა პროექტში ,,სტარტაპ საქართველო’’.



,,wifisher’’-wifiკომპანია



ინოვაციური სტარტაპი wifisher ორი წელია რაც დასრულდა დავით ხოსროშვილისა და რამდენიმე თანამოაზრის მიერ. იგი განკუთვნილია ტრადიციული ბიზნესებისთვის და ეხმარება მათ იმის განსაზღვრაში, თუ ვინ არიან მათი მომხმარებლები და რა უნდა გააკეთონ უფრო მეტი შემოსავლის მისაღებად. კომპანიას შეუძლია ინფორმაციის მოძიება ბიზნესის მომხმარებლებზე და მათი ჯგუფებში გადანაწილება მაგალითად ლოიალური, ახალი ან დაკარგული მომხმარებლები. გარდა ამისა, wifisher-ის დახმარებით შესაძლებელია კონკრეტული ადამინების ჯგუფებისათვის ჭიფი რეკლამის გადაგზავნა მაშინ, როდესაც ისინი კონკრეტულ ადგილას იმყოფებიან. საქართველოსა გარდა კომპანია ლიტვაშიც ფუნქციონირებს, ხოლო 2018 წლისთვის კომპანია 7 ახალ ქვეყანაში აპირებს ბიზნესის გაფართოებას.



,,BReader’’-ინოვაციური მოწყობილობა უსინათლოებისთვის



თავისუფალი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა გადაწყვიტეს შეექმნათ მოწყობილობა, რომელიც უსინათლოებს გაუმარტივებდა სწავლის პროცესს. დღემდე შშმ პირებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემად ინფრასტრუქტურის არარსებობა რჩება, ამიტომ სტუდენტებმა შეიმუშავეს სასკოლო მერხების ინოვაციური ტიპი. მერხს ექნება ტექსტის რამდენიმე ხაზი რაც გააიოლებს სწავლების პროცესს. ასევე, მოსწავლის მიერ აკრეფილი ტექსტი, ელექტრონული წიგნების წამკითხველის წყალობით, მასწავლებლის ეკრანზე გამოისახება, ხოლო მასწავლებლის აკრეფილი ტექსტი უსინათლოთა მერხებზე გამოჩნდება. Braille reader-ის უპირატესობა მდგომარეობს მის ხელმისაწვდომობასა და სწავლისთვის ადაპტირებულობაში.



,,Deskomy’’-ონლაინ პორტალი



,,დესკომის’’ შექმნის იდეა 16 წლის ლუკა ყავიაშვილს ეკუთვნის, რომელსაც სურდა შეექმნა ისეთი პლატფორმა, რომელის დახმარებითაც მომხმარებლებს ნებისმიერი ფაილის ატვირთვა/ჩამოტვირთვა, ერთმანეთისთვის გაზიარება შეეძლებოდათ. საიტის მეშვეობით ნებისმიერ დარეგისტრირებულ პირს შეუძლია დაუკავშირდეს პირად კომპიუტერში განთავსებულ ინფორმაციას, თუმცა ჯერჯერობით მომხმარებლებს უფასო 3GB-იანი მოცულობის მახსოვრობის გამოყენება შეუძლიათ. ლუკა თავისი იდეით ,,Seedstars Tbilisi 2017″ -ის ფინალისტი გახდა და 10 საუკეთესო სტარტაპს შორის მოხვდა.



bfm.ge



EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები