„ატლასგლობალი“: „ქართულმა კომპანიებმა თურქი ტურისტების მოზიდვაზე უნდა იზრუნონ“

access_time2018-01-05 10:00:27

2017 წელს საავიაციო სექტორი მკვეთრად გააქტიურდა - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ავიაკომპანია „ატლასგლობალის“ გენერალურმა დირექტორმა თამუნა თანდაშვილმა ისაუბრა. მანვე 2017 წელი საავიაციო ბაზარი ბიზნესის კუთხით შეაფასა.


„ყველა მოვლენა, რომელიც 2017 წელს უკავშირდება უნდა დავიწყოთ ვიზალიბერალიზაციით, რის შემდეგაც საავიაციო სექტორი მკვეთრად გააქტიურდა როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ასევე ლოკალურად. ქვეყანაში შემოვიდნენ ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რაც  ტურიზმის განვითარების პირდაპირ პროპორციულია. კონკურენცია იზრდება ავიაკომპანიებს შორის. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საერთაშორისო ტენდენციები, 2017 წელს მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი იყო ბილეთის ფასი და დრო, რამდენად მოქნილები იყვნენ ავიაკომპანიები შეეთავაზებინათ სხვადასხვა ბაზრისთვის მცირე დრო. ამ მიმართულებით ავიაკომპანია „ატლასგლობალმა“ გაითვალისწინა მომხმარებლების ინტერესი, თქვა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, ამიტომ კამპანიებმაც ორიენტაცია აიღეს საქართელოზე“, განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.


მისივე თქმით ლარის კურსის ცვლილებამ საავიაციო ბაზარზე გავლენა ვერ მოახდინა.



„2016 წელს რომ შევადაროთ, ჩვენმა კომპანიამ 2017 წელი 38%-იანი ზრდით დაასრულა. ბაზრის წილზეც, რომ ვისაუბროთ, „ატლასგლობალი“ ყოველდღიურად ახორციელებს რეისებს თურქეთის მიმართულებით და აქ არის სამი მოთამაშე ჯამში, თურქეთის მიმართულებით გვაქვს 75%-იანი ზრდა. თურქეთი კვლავ რჩება ძირთად მიმართულებად და ეს ის ურთიერთობებია, რაზეც ვალუტის ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს. თურქეთი ყველაზე დიდი ინვესტორია, აქედან გამომდინარე თურქეთს ირჩევს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 56%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამან მოახდინა გავლენა იმაზე, რომ ლარის კურსმა არ იმოქმედა გაყიდვებზე ისე, როგორც შეეძლო მოეხდინა“, აცხადებს „ატლასგლობალის“ გენერალური დირექტორი.


მისივე თქმით, თურქეთში ტურისტული თვალსაზრისით საქართველოზე ინტერესი დაბალია, ამიტომ, აუცილებელია, რომ ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა ამ მიმართულებას სერიოზული ყურადღება მიაქციონ.


„ქართულმა კომპანიებმა თურქი ტურისტების მოზიდვაზე უნდა იზრუნონ. თურქეთი 80 მილიონიანი ქვეყანაა, რომელიც არ არის აქტიური საქართველოს ათვისებაში. ორი მნიშნელოვანი ფაქტორია - თურქეთი თავის თავს აპოზიციონირებს, როგორც ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ქვეყანა და აქვს ძალიან კარგი სტრატეგია შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. ისინი ცდილობენ საკუთარი მოქალაქეები თურქეთშივე ამოგზაურონ. თურქები თბილისში არ ჩამოდიან როგორც ტურისტები. თურქული ბაზრისთვის საინტერესოა ბათუმი, არსებული ინფრასტრუქტურით და სათამაშო ბიზნესით. აქედან გამომდინარე თბილისი კარგავს ამ ტურისტებს, რომლებიც უნდა ჩამოდიოდნენ. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ სტამბულს, ჩვენთან სასტუმროების ფასი არის მაღალი. კონკურენცია შეგვიძლია გავუწიოთ შაბათ-კვირის ტურებში“, — განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.



„კომერსანტი“



კონკურენციის სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი დაუშვებლად ცნო

person access_time2018-01-24 11:12:43
კონკურენციის სააგენტომ შპს „სიტროენ ჯორჯიას საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო და „სიტროენ ჯორჯიას საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო.   აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი უცვლელად გთავაზობთ.   „2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება...

დავოსში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ალტერნატივა მოიფიქრეს

person access_time2018-01-24 10:50:50
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში გაიხსნა, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული შეფასების სისტემაზე ილაპარაკეს. მას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უფრო თანამედროვე ანალოგს უწოდებენ. მშპ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქვეყნის პოზიცია მსოფლიოში. მას ინკლუზიური განვითარების (Inclusive Development Index) ინდექსი (ან რეიტინგი) უწოდეს. ფორუმის ჩანაფიქრით, მისი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და მდგრადი და ინკლუზიური...

გიორგი კვირიკაშვილი - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა“

person access_time2018-01-23 21:10:07
კორუფცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე გამოწვევა სხვა გამოწვევებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.     პრემიერის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა.     „საუბარია ეკონომიკის ღიაობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების...

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ

person access_time2018-01-23 19:10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი, ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო...

კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულებულ კომპანიას გზების დეპარტამენტმა ნახევარმილიარდიანი კონტრაქტები გაუფორმა

person access_time2018-01-24 09:50:24
კომპანია, რომელიც თაღლითურ გარიგებებშია მხილებული და „შავ სიაშია შეყვანილი, მის ერთ-ერთ პროექტს კი, „Transparency International-მა „კორუფციის მონუმენტი უწოდა, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია.   საქართველოში ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს, 2010 წლიდან, რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას და ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს....


მსგავსი სიახლეები