მაია ბითაძე: „თბილისში მწვანე ნარგავების მოჭრის საკომპენსაციო თანხა გაორმაგდება“

access_time2018-01-03 12:30:30

„დედაქალაქში მწვანე ნარგავების ჭრების შედეგად გადასახდელი საკონპენსაციო თანხა ერთი-ორად გაიზრდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ რადიო „კომერსანტის“ საახალწლო ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, საკონპენსაციო თანხები გარემოს დაცვითი ღონისძიებებისკენ იქნება მიმართული.


„2018  წელს ეკოლოგიური მდგომარეობის და მწვანე საფარის დაცვის კუთხით არაერთი ნაბიჯი გადაიდგმება. ამ მხრივ სერიოზული გამოწვევები და კომპლექსური მიდგომები გვაქვს. ვგეგმავთ, რომ ჭრების თვალსაზრისით საკონპენსაციო თანხები ერთი-ორად გაიზარდოს, ფაქტობრივად, ეს თანხა გაორმაგდება. ჭრების შედეგად გადახდილი საკონპენსაციო თანხა კი გარემოს დაცვის ღონისძიებებისკენ მიემართება, რაც არის თანამედროვე ევროპული ტიპის მიდგომა, რასაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს“, - აღნიშნა ბითაძემ.


მწვანე ნარგავების ჭრის საფასურის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება გასული წლის ბოლოს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მაშინ დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხა „არაადეკვატური და არასერიოზულია“. დღეს საკომპენსაციო თანხა ერთ ხეზე დაახლოებით, 700 ლარს შეადგენს.


რაც შეეხება ისევ 2018 წლის გეგმებს, მაია ბითაძის თქმით, 2018  წელს დედაქალაქის მერიისთვის ყველაზე პრიორიტეტული სატრანსპორტო სფეროს მოწესრიგება იქნება.



„2018 წლიდან ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული სატრანსპორტო სფეროს მოწესრიგებაა. სადისტრიბუციო მანქანების გრაფიკი და სამარშუტო ტაქსების გაჩერების საკითხი მოწესრიგდება. ეს ჩვენს დედაქალაქში გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის და ხელოვნურად შექმნილ საცობებს განტვირთავს“, - აცხადებს მაია ბითაძე.


მისივე განცხადებით, წელს მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი განახლდება.


„ასევე, გაგრძელდება ის ინფრასქტრუტქურული ღონისძიებები, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მეტად კომფორტულს გახდის. ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ სურვილი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ და  საწვავის ხარჯები დაზოგონ. გაგრძელდება მუშაობა მუნიციპალური ტრანსპორტოს ავტოპარკის განახლებისთვისაც. დედაქალაქში ცხოვრება ყველასთვის კომფორტული უნდა იყოს“, - აღნიშნავს მაია ბითაძე.


ამასთან, მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ის მდგომარეობა, რაც თბილისში არასწორ ურბანული დაგეგმარებისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკას შედეგია.



„კომერსანტი“

 




კონკურენციის სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი დაუშვებლად ცნო

person access_time2018-01-24 11:12:43
კონკურენციის სააგენტომ შპს „სიტროენ ჯორჯიას საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო და „სიტროენ ჯორჯიას საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო.   აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი უცვლელად გთავაზობთ.   „2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება...

დავოსში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ალტერნატივა მოიფიქრეს

person access_time2018-01-24 10:50:50
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში გაიხსნა, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული შეფასების სისტემაზე ილაპარაკეს. მას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უფრო თანამედროვე ანალოგს უწოდებენ. მშპ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქვეყნის პოზიცია მსოფლიოში. მას ინკლუზიური განვითარების (Inclusive Development Index) ინდექსი (ან რეიტინგი) უწოდეს. ფორუმის ჩანაფიქრით, მისი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და მდგრადი და ინკლუზიური...

გიორგი კვირიკაშვილი - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა“

person access_time2018-01-23 21:10:07
კორუფცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე გამოწვევა სხვა გამოწვევებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.     პრემიერის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა.     „საუბარია ეკონომიკის ღიაობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების...

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ

person access_time2018-01-23 19:10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი, ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო...

კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულებულ კომპანიას გზების დეპარტამენტმა ნახევარმილიარდიანი კონტრაქტები გაუფორმა

person access_time2018-01-24 09:50:24
კომპანია, რომელიც თაღლითურ გარიგებებშია მხილებული და „შავ სიაშია შეყვანილი, მის ერთ-ერთ პროექტს კი, „Transparency International-მა „კორუფციის მონუმენტი უწოდა, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია.   საქართველოში ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს, 2010 წლიდან, რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას და ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს....


მსგავსი სიახლეები