„მრეწველების“ მთავარი საპარლამენტო ინიციატივა - საკუთარი დაფინანსების მოპოვება

„მრეწველების“ მთავარი საპარლამენტო ინიციატივა - საკუთარი დაფინანსების მოპოვება

access_time2017-12-28 15:50:32

მაშინ, როცა რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, მათ შორის ანტიდემპინგური, სივრცითი მოწყობის და .. განხილვის მოლოდინშია, პარლამენტმა დრო გამონახა და პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ორი მოსმენა უკვე დაუთმო და პროექტის განხილვა, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში „მრეწველების“ მთავარი ინიციატივა საკუთარი პარტიისთვის დაფინანსების მოპოვება გახდა.  

 

საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენსაპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და „მრეწველების“ მაჟორიტარის სიმონ ნოზაძის საკანონმდებლო ინიციატივა - პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა, მეორე მოსმენით მაინც დაამტკიცა და თან 81 ხმით. 

 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილებით, ხელისუფლება სატელიტების დაფინანსების სქემას ქმნის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მმართველი გუნდიმრეწველებსსახელმწიფო ბიუჯეტიდან მრავალწლიან ერთგულებას უფასებსცნობისთვის, ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ხაშურის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძე „მრეწველების“ ერთადერთი წარმომადგენელია პარლამენტში.  

 

„აქამდე დაფინანსებისთვის საჭირო იყო ხმების 4-3%-ის მიღება თვითმმართველობისა და ნაციონალურ არჩევნებში. ახლა ეს აუცილებელი აღარ არის და საკმარისია პარლამენტში გყავდეს ფრაქცია. როგორც ეს ხხშირად ხდება, ეს ცვლილებაც მორგებული იყო კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაზე, ამ შემთხვევაში, „მრეწველებზე“. მათ ვერც საპარლამენტო არჩევნებზე ვერც ადგილობრივ არჩევნებზე ვერ დააფიქსირეს შესაბამისი შედეგი. ამის გამო პარტიას უუქმდებოდა დაფინანსება, რაცქართული ოცნებისგეგმებში არ შედიოდა. მათ მრეწველებს დაუფასეს ის „ღვაწლი“, რაც წლების განმავლობაში ჰქონდათ და ამ ცვლილებით შეუნარჩუნეს დაფინანსება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კონკრეტული აპრტიისთვის იცვლება ფორმულა. რამდენიმე წლის  წინ, ისევმრეწველებისთვისკანონის წაკითხვის წესი შეცვალეს, რათა ამ პარტიას მიეღო დეპუტატებისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხები და ყოლოდათ წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

 

ბოლო წლების განმავლობაში ზოგადად „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება  შეიცვალა პარტნიორების და პროექტების დაფინანსების მიმართ. ის რასაც წარსულში ფონდიქართუაფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს. იგივე გზას დაადგა პარტიების შემთხვევაში და „მრეწველები“ როგორც ერთ-ერთი სანდო პარტნიორი ასე დაასაჩუქრა, ჯერ 2016 წელს და ახლაც. ჩვენ გვახსოვს ის ერთგულება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ იჩენდნენ გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე და ..“, - აცხადებს „ევროპული საქართველოსწევრმა ლევან თარხნიშვილმა „კომერსანტთანსაუბარში.

 

მისივე თქმით, ცვლილება ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და თუოცნებასსხვა პარტიების დაფინანსებას გადაწყვეტს, ეს შესაძლებელი იქნება.

 


„იქიდან გამომდინარე, რომ „სოციალისტები“ და „მწვანეები“ ცალკე არ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ფრაქცია აქვთ იდეაში არ უნდა მიიღონ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში კანონი ასეთი ინტერპრეტაციით წაიკითხონ - მერე რა რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდნენ, ფრაქცია აქვთ“, ამბობს თარხნიშვილი.

 

საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა თავად მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრალესობის წევრმა რევაზ არველაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან განმარტა -  არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს ვარგებდეთ“.

 

საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირაქართული ოცნებისკიდევ ერთმა წევრმა ზაქარია ქუცნიაშვილმა.

 

„მე ამ ინიციატივის ავტორი არ ვარ და შედარებით განსხვავებული პოზიცია მაქვს ამ საკითხზე, რომელიც კენჭისყრაზე დავაფიქსირე და მხარი არ დავუჭირე. ჩემი აზრით, ბარიერის გადალახვა უნდა იყოს ის აუცილებელი გარემოება, რის გარეშეც პარტია არჩევნებში გამარჯვებულად არ უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად არ დაფინანსდეს ბიუჯეტიდან. აქ გამონაკლისია ბლოკში მონაწილეობის შემთხვევა, მაგრამ თუ ბარიერს ვერ გადალახავ დამოუკიდებლად და არც ბლოკში არ ხარ, როგორც საარჩევნო სუბიექტის შემადგენელი - არ მიმაჩნია რომ დაფინანსება უნდა მიიღონ“,განაცხადაკომერსანტთანზაქარია ქუცნაშვილმა.

 

არსებობს იმის ალბათობაც,,რომ იმ შემთხვევაში, თუმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებკანონში ეს ცვლილებება საბოლოოდ განხორციელდება, პარტიებმა შესაძლოა პრიორიტეტი ერთ მაჟორიტარს მიანიჭონ, არჩევნებზე მხოლოდ ის ერთიგაქაჩონდა მის ხარჯზე სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღონ. თუმცამრეწველობა გადაარჩენს საქართველოსერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ამას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ცვლილები მაჟორიტარების მიმართ დისკრიმინაციას აღმოფხვრის.

 

„პარტიის მიერ წარდგენილმა მაჟორიტარმა, რომელიც დამოუკიდებლად იყო რეგისტრირებული ამ ბლოკში, თუნდაც ერთმა მაჟორიტარმა გადალახა ბარიერი და მოხვდა პარლამენტში და შექმნა ფრაქცია - ეძლევა ფრაქციის დაფინანსება. აქ საუბარია, რომ  თუ 3%-იანი ბარიერი გადალახა პროპორციულში მას მიღებული ხმების მიხედვით ეძლევა დაფინანსება და თუ ფრაქცია შექმნა ფრაქციიდან და ეძლევა საბაზისო. ჩვენ შემთხვევაში ფორმულის კომპონენტი საბაზისო მხოლოდ იმას ეძლევა ვინც პროპორციულით გადის და ვინც კანონის მიხედვით შექმნის ფრაქციას და აქაც არის ფრაქციის კომპონენეტიიმას საბაზისო არ ეძლევა - ეს არის დისკრიმინაცია მაჟორიტარების მიმართ და ამ ცვლილებით ხდება ამის გაწონასწორება. რატომ მხოლოდ „მრეწველები“-იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენმა წარმომადგენელმა მოახერხა გადალახვა და შექმნა ფრაქცია“,- უთხრაკომერსანტსზურაბ ტყემალაძემ.

 

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან კვალიფიციური სუბიექტებირომლებმაც ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში ხმებისმინიმუმ, 3% აიღოკვალიფიციური სუბიექტები დაფინანსებას ინარჩუნებენ შემდეგ არჩევნებამდე. ყოველწლიური დაფინანსება სპეციალური ფორმულით განისაზღვრება, რომლის თანახმადაც, საბაზო დაფინანსება 300 000 ლარს შეადგენს, ამას ემატება პარლამენტში მიღებული მანდატებისა და არჩევნებში მიღებული ხმების შესაბამისად დამატებითი თანხები. თუ პარტიამ ხმების 6% აიღომაშინ ის საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას, 600 000 ლარს იღებს ყოველწლიურად. თუ პარტია საპარლამენტო არჩევნებში  პროპორციული სისტემით ხმებისმინიმუმ, 5%-  მიიღებსმაშინ მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ერთჯერადად უნაზღაურდება საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯი არაუმეტეს მილიონი ლარის ოდენობით.

 

აქიდან გამომდინარე, თუ კანონში ცვლილება მაინც შევა, პარტია, რომელსაც პარლამენტში მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს, ყოველწიურ სახელმწიფო დაფინანსებას - 300 ათას ლარს მაინც მიიღებს.

 

ავტორი: ნათია სოსიაშვილი

 



პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები