„დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს, რომ დაშვებადი გახდება ნარკოტიკები“

„დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს, რომ დაშვებადი გახდება ნარკოტიკები“

access_time2017-12-28 11:05:46

მართალია კამათის ფონზე, მაგრამ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, პრინციპების დონეზე, მხარი მაინც დაუჭირა.

 

ინიციატივას მხარი დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ხოლო კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივას არ ემხრობიან, სხდომას არ ესწრებოდნენ.

 

კომიტეტის სხდომას არასამთავრობო სექტორისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის გარდა, სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, ისინი ითხოვენ, რომ არ მოხდეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება და ცვლილებები ფართო საზოგადოებასთან ერთად განიხილონ.

 


როგორც ჯანდაცვის საპარალამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, ჯერჯერობით მხოლოდ პრინციპების დონეზე მოხდა მხარდაჭერა. საბოლოო ჯამში იურიდიული კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. ოდენობები, ისევე, როგორც კონკრეტული სანქციები როგორი უნდა იყოს, ჯერ კიდევ შესათანხმებელია. ზოიძის თქმით, ეს ყველაფერი კონსულტაციის საგნად რჩება.

 

კომიტეტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის პრინციპები მდგომარეობს იმაში, რომ გრძელდება დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გაყიდვის, გასაღების, გავრცელების მიმართ, ხოლო ნარკომომხმარებელი არ უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლის კოდექსით.

 

„ეს არ გულისხმობს ლეგალიზაციას. ეს არ გულისხმობს, რომ საჯარო მოხმარება, ჯგუფური მოხმარება, არასრულწლოვნის მიერ მოხმარება, ნარკოტიკების თრობის ქვეშ საჭის მართვა არ იქნება დასჯადი და დამამძიმებელი გარემოება. დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს, რომ დაშვებადი გახდება ნარკოტიკები", - განაცხადა ზოიძემ.

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.



პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები