თბილისური რესტორნებში ახალი წლის შეხვედრა 100-270 ლარი ღირს

access_time2017-12-31 14:00:27

თბილისის ცნობილ რესტორნებში ახალი წლის შეხვედრა სტუმრებს 120 ლარიდან 270 ლარამდე დაუჯდებათ. როგორც გაირკვა, საახალწლოდ თბილისის ცნობილი ბარ-რესტორნები მომხმარებელს სხვადასხვა სახის გასართობ შოუ-პროგრამას სთავაზობენ. ბრენდულ რესტორნებში მაგიდების 100%-ი დაჯავშნილია. „კომერსანტმა“ გაარკვია ისიც, რომ თითქმის ყველა რესტორანში ქართველ ვარსკვლავებთან ერთად საღამოს პროგრამას DJ დახურავს.

 

სასტუმრო Radisson Blu Iveria-ს იტალიური რესტორანი „ფილინი“ სტუმრებს ახალი წლის ღამეს გასართობ შოუ-პროგრამის ფარგლებში ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს შესთავაზებს. ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული სუფრა. Radisson-ში ახალი წლის ღამის გატარება მსურველებს 240 ლარი დაუჯდებათ.

 

რაც შეეხება სასტუმროს „ლაუნჯ ბარს“, ღამის პირველ საათზე დათო ფორჩხიძე იმღერებს. ხოლო შემდგომ სტუმრებთან ერთად Dj გააგრძელებს. „ლაუნჯ ბარში“ ფეხზე დასადგომი ბილეთი 100 ლარი ღირს, ხოლო მაგიდასთან ერთი ადგილი 250 ლარი.

 

Radisson-ის „ბოლ რუმში“ კი სტუმრების წინაშე სოლო კონცერტით ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია წარსდგება. „ბოლ რუმში“ ახალი წლის საღამოს გატარება 270 ლარი დაგიჯდებათ. 

 

რაც შეეხება რესტორან „მონოპოლს“, ის 31 დეკმბერს სტუმრებს საჩუქრებით, იუმორისტული შოუთი, ნოდიკო ტატიშვილის და ანი კეკუას შესრულებული სიმღერებით გაუმასპინძლდება. შოუზე ასევე იქნება წარმოდგენილი ქართული ცეკვები, სიმღერები და საღამოს Dj. რესტორანში საღამოს ქართული ტრადიციული სუფრით გატარება 120 ლარი ღირს.



როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდება სტუმრებს რესტორანი „ფუნიკულიორიც“. თვალისმომჭრელი ერთი შენობა, ორი განსხვავებული სადღესასწაულო სივრცე. ორი განსხვავებული ღონისძიება. თქვენთვის ყველაზე საყვარელი ქართველი მომღერლები. ყველაზე სადღესასწაულო და საზეიმო გარემო და საუკეთესო ხედი კაშკაშა თბილისზე.


რესტორნის მეორე სართულზე ახალი წლის ღამეს სტუმრების წინაშე მომღერალი გიო ხუციშვილი და ბენდი გიო+ წარსდგებიან.
ასევე სტუმრებს უმასპინძლებს ანსამბლი „დრო“ და სპეციალურად მიწვეული Dj.


მესამე სართულზე  წვეულებათა დარბაზში სტუმრების განწყობაზე, დათო გომართელი, ანსამბლი „შვიდკაცა“ და სპეციალურად მიწვეული Dj იზრუნებს. „ფუნიკულიორზე“ ერთ პერსონაზე ფასი 270 ლარი იქნება. საფასურში შედის საახალწლო ვახშამი, გამაგრილებელი სასმელები და მისასალმებელი ცქრიალა ღვინო. 

 

რესტორანი „ოტიუმი“ 31 დეკემბერს 70-80-იან წლებში მხოლოდ ერთი ღამით დაბრუნდება. დაგეგმილია გრანდიოზული შოუ უამრავი სიურპრიზით. ბილეთის ფასი 250 ლარია. 


ბაკურ ბაკურაძის ექსკლუზიური შოუ პროგრამის პრემიერა ,,იყო და არა იყო რა“ ახალი წლის ღამეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებს რესტორან ბაბილოს“ სცენაზე გააერთიანებს. გარდა ამისა, რესტორანი სტუმრებს ახალი წლის ღამეს ქართველ მომღერლებთან ერთად საახალწლო ვახშამს შესთავაზებს. რესტორანში 31 დეკემბერს ერთი პერსონის ღირებულება 258  ლარია.



ავტორი: ლიკა გურაბანიძე



კონკურენციის სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი დაუშვებლად ცნო

person access_time2018-01-24 11:12:43
კონკურენციის სააგენტომ შპს „სიტროენ ჯორჯიას საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო და „სიტროენ ჯორჯიას საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო.   აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი უცვლელად გთავაზობთ.   „2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება...

დავოსში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ალტერნატივა მოიფიქრეს

person access_time2018-01-24 10:50:50
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში გაიხსნა, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული შეფასების სისტემაზე ილაპარაკეს. მას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უფრო თანამედროვე ანალოგს უწოდებენ. მშპ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქვეყნის პოზიცია მსოფლიოში. მას ინკლუზიური განვითარების (Inclusive Development Index) ინდექსი (ან რეიტინგი) უწოდეს. ფორუმის ჩანაფიქრით, მისი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და მდგრადი და ინკლუზიური...

გიორგი კვირიკაშვილი - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა“

person access_time2018-01-23 21:10:07
კორუფცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე გამოწვევა სხვა გამოწვევებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.     პრემიერის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა.     „საუბარია ეკონომიკის ღიაობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების...

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ

person access_time2018-01-23 19:10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი, ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო...

კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულებულ კომპანიას გზების დეპარტამენტმა ნახევარმილიარდიანი კონტრაქტები გაუფორმა

person access_time2018-01-24 09:50:24
კომპანია, რომელიც თაღლითურ გარიგებებშია მხილებული და „შავ სიაშია შეყვანილი, მის ერთ-ერთ პროექტს კი, „Transparency International-მა „კორუფციის მონუმენტი უწოდა, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია.   საქართველოში ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს, 2010 წლიდან, რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას და ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს....


მსგავსი სიახლეები