„ელიავას ბაზრობის“ 20-მდე მცირე მეწარმე სადაზღვევო კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ამ დრომდე ელოდება

„ელიავას ბაზრობის“ 20-მდე მცირე მეწარმე სადაზღვევო კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ამ დრომდე ელოდება

access_time2017-12-28 09:00:06

ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული 20-მდე მცირე მეწარმე ზარალის ანაზღაურებას ამ დრომდე ელოდება.


„ელიავას ბაზრობაზე“ ხანძარი მიმდინარე წლის 2 ივლისს გაჩნდა. ცეცხლი 2500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და ბაზრობის პირველი სექტორი სრულად დაიწვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინიტროს პოლიციის დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.


როგორც „კომერსანტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე ძიება კვლავ მიმდინარეობს. სხვადასხვა ექსპერტიზები ტარდება და შედეგები გამოძიების დასრულებისთანავე ცნობილი გახდება.


შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“, სადაც  ბაზრობის კუთვნილი შენობის ნაწილი და მცირე მეწარმეების ქონება იყო დაზღვეული, ჯერჯერობით ზარალის ანაზღაურების პროცედურებს ვერ იწყებს.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინა სტამბოლიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ კომპანიაში ქონება „ელიავას ბაზრობის“ მცირე მეწარმეების 70%-ს ჰქონდა დაზღვეული.



„ანაზღაურების პროცედურა, ზარალის დარეგულირება ხანძრის პირველ დღესვე დავიწყეთ. ყველაფერი მზად გვაქვს იმისთვის, რომ ზარალი ავანაზღაუროთ. თუმცა მოგეხსენებათ, სანამ გამოძიების დასკვნა არ გვეცოდინება, ზარალს ვერ ავანაზღაურებთ. რაც შეეხება ასანაზღაურებელ თანხას, საბოლოოდ რა ოდენობის ზარალის გაცემა მოგვიწევს, ამას გამოძიება დაადგენს.


ჩვენთან იყო დაზღვეული შენობის ნაწილი და კონსტრუქციული ელემენტები. ასევე დაზღვეული ჰქონდა ქონება და მარაგები მცირე მეწარმეების 70%-ს, ანუ 20-მდე მცირე მეწარმეს“, - აცხადებს სტამბოლიშვილი.


მისივე თქმით, შენობა-ნაგებობისთვის რა რაოდენობის ზარალს აანაზღაურებენ, ეს გამოძიების დასრულებამდე უცნობია, რაც შეეხება მცირე მეწარმეს, მათ ბიზნეს რისკების დაზღვევის პაკეტი ჰქონდათ, რაც ზარალის დროს ფიქსირებული 50 000 ათასი ლარის ფარგლებში ანაზღაურებას ითვალისწინებს. „თუმცა გამოძიების დასრულებამდე ზარალის ანაზღაურება ვერ მოხდება“,  აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.


ამასთან, მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მესამე პირის და ზოგადად ქონების დაზღვევა სავალდებულო გახდეს. 


„ბოლო დროს მსგავს ობიექტებზე გახშირებული ხანძრებიდან გამომდინარე და ზოგადად სხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევებისთვის, აუცილებელია მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო გახდეს. განსაკუთრებით იმ ობიექტებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის მატარებლები არიან. ესენია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ავტოგასამართი სადგურები. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო წესით. მართალია, მათი უფლებაა ზოგადად ქონებას დააზღვევენ თუ არა, მაგრამ მესამე პირს მსგავსი შემთხვევის დროს ზიანი არ უნდა მიადგეს და ზარალი ანაზღაურებული უნდა იყოს“, - აღნიშნავს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები