ახალი წლის ღამეს გუდაურის ბრენდული სასტუმროების სტუმრების 95%-ი უცხოელია

ახალი წლის ღამეს გუდაურის ბრენდული სასტუმროების სტუმრების 95%-ი უცხოელია

access_time2017-12-27 18:00:41

საქართველოში მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება. ფასები და მომსახურება მრავალფეროვანია და შესაბამისად, საფასო პოლიტიკაც წელიწადის სხვა დროებთან შედარებით გაზრდილი. წელს გუდაურის სასტუმროებში ფასები 250-ლარიდან 1 771 ლარამდე მერყეობს.


ახალ წელს გამორჩეულად ხვდება გუდაურის სასტუმროებიც და საახალწლოდ სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას გუდაურში მდებარე მაღალი კლასის სასტუმროს წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ეტაპზე გუდაურში სასტუმროები სრულად 100%-ი დაჯავშნილია. მათივე თქმით, ძირითადი 95%-ს კი უცხოელი სტუმრები წარმოადგენენ.


სასტუმრო „მარკო პოლოს“ გაყიდვების დირექტორი ირაკლი მამფორია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სასტუმრო სრულად 100%-ით დაჯავშნილია. ხოლო ძირითად სეგმენტს კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სტუმრები წარმოადგენენ. როგორც გაყიდვების დირექტორი აცხადებს, წელს „მარკო პოლოში“ ახალი წლის ღამეს სტუმრების 95%-ი უცხოელები იქნებიან.

 

„31 დეკემბერს ჯგუფი „გუფი ლენდი“ ღამის 12 საათიდან 1 იანვრის 3-4 საათამდე იმღერებს და შემდგომ უკვე დიჯეი დაუკრავს. ასევე ჩვენთნ ჩამოსულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობ პროგრამებს ვთავაზობთ. ამ ეტაპზე სასტუმრო 100%-ით დაჯავშნილია. სპეციალურად ახალი წლისთვის განახლებული მენიუ გვექნება, სადაც როგორც ქართული, ისე ევროპული სამზარეულო იქნება წარმოდგენილი.


ახალი წლის ღამეს მარკო პოლოში სასტუმროს ორადგილიანი ნომერი 650 ლარი ღირს და მასში მხოლოდ ერთჯერადი კვება შედის. აღნიშნული ფასი 9 იანვრამდე იქნება. ყველაზე მეტ სტუმარს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან ველოდებით. სასტუმროში წელს 100%-დან 5% ქართველები იქნებიან, ხოლო დაახლოებით 90-95% უცხოელები“, - განაცხადა მამფორიამ.

 


ამ  ეტაპზე 100%-ითაა დაჯავშნილი GOOD INN Hotel-ის ნომრები. როგორც სასტუმროს  დამფუძნებელგიორგი ბოკუჩავა აცხადებს, მისი ძირითადი სტუმრების პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არიან. ბოკუჩავას თქმით, სასტუმრო სტუმრებს თავის პროგრამას შესთავაზებს.


„ახალი წლის დადგომას გრანდიოზული ფეიერვერკით შევხვდებით. ამის შემდგომ ქართულ ცოცხალ მუსიკას  სტუმრებს ქართველი შემსრულებლები შესთავაზებენ.  ჩვენთან წარმოდგენილი იქნება ტრადიციული საახალწლო სუფრა. სასტუმროში 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე გაგრძელდება და სხვა პერიოდთან შედარებით მაღალი საფასო პოლიტიკა გვექნება. ამ პერიოდში ორადგილიანი ნომერი ორჯერადი კვებით 380 ლარი ღირს, ხოლო ერთადგილიანი ნომერი 253 ლარი. ხოლო თებერვლიდან ფასები კვლავ შემცირდება.


ჩვენი ძირითადი სტუმრები ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან არიან“, - აღნიშნა გიორგი ბოკუჩავამ.

 

გუდაურში მდებარე კიდევ ერთი სასტუმროს, „გუდაურას“ დირექტორი ირაკლი კუტალია აღნიშნავს, რომ სასტუმრო ძირითად აქცენტს ქართულ პროგრამაზე გააკეთებს.


„31 იანვარს სტუმრების წინაშე ჯგუფი „ალილო“ ქალაქური და ხალხური სიმღერებით წარსდგება. ასევე სტუმრებისთვის ანსამბლი „რუსთავი“ იცეკვებს. ჩვენ სასტუმროში ორადგილიანი ნომრის ფასი 31 დეკემბრის ჩათვლით 450 ლარი იქნება. ჩვენთან უცხოელი სტუმრების 100%-ია წარმოდგენილი და ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნები დომინირებენ“, - განუცხადა „კომერსანტს“ კუტალიამ.

 

როგორც სასტუმრო „რუმს ყაზბეგის“ მენეჯერმა ტატა ჭუმბურიძემ განაცხადა, „ჩვენ მომღერალ თეონა კონტრიძეს ვუმასინძლებთ და სტუმრებს ის სასიამოვნო საღამოს აჩუქებს. ხოლ მომდევნო დღეს სტუმრებს ტერასაზე ელექტრონულ მუსიკას ცოცხალ ინსტრუმენტებთან კოლაბორაციაში შევთავაზებთ. ახალი წლის ღამეს ვვარაუდობ, რომ ქართველი და უცხოელი სტუმრების რაოდენობა 50-50%-ზე იქნება.


რაც შეეხება ნომრების საფასო პოლიტიკას. ორადგილიანი ნომრის ფასი 31 დეკემბერს 885 ლარიდან 1 771 ლარამდე მერყეობს“, - აღნიშნა მენეჯერმა.



ავტორი: ლიკა გურაბანიძე



„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები