გიორგი მარგველაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა აქვს, ხოლო სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, ჩვენს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა არ შესუსტებულა

გიორგი მარგველაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა აქვს, ხოლო სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, ჩვენს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა არ შესუსტებულა

access_time2017-12-25 23:29:08

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა, ქართული და უცხოური მედიისათვის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში განცხადებები გააკეთეს. 

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობისა მიუხედავად, ყოველთვის გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ.

 

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს საქართველო - სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელი შესრულდა.

 



„ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე. თანახმა ვართ, რომ ყველა რთული საკითხი გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის და მოლაპარაკებების ფარგლებში. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პერსპექტიულ პროექტებზე, რომლებმაც რეგიონს უნდა მოუტანოს მეტი ეკონომიკური მოგება და მეტი სტაბილურობა. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ ჩართულობაზე, როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე სომხეთის აქტიურ თანამშრომლობაზე ევრაზიული კავშირის ფარგლებში.

 


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან, ხოლო სომხეთი ევრაზიის საბაჟო კავშირის წევრია, ამ გარემოებამ არანაირად არ შეასუსტა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით, წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდა, ასევე ტურიზმის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, კიდევ ერთი მცდელობა მთლიანად ავითვისოთ პოტენციალი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, პოტენციალი, რომელიც არსებობს ორმხრივ ურთიერთობებში და კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ მოძმე ერს შორის,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ეკონომიკური მიმართულების თემები. „ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ იმას, რომ ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას უნდა ვიყოთ გაწონასწორებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლოა მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში.

 


ჩვენთვის კანონია და მე გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ყველა მოლაპარაკებების დროს, ყოველთვის, ძალისხმევას არ ვიშურებთ მივიღოთ ისეთი დოკუმენტები, ისეთი განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არანაირად არ აზიანებს.

 


მე ვფიქრობ, როგორც ქართული, ასევე სომხური მხრიდან, ასეთი პოზიციის შენარჩუნება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს. ერთხელ კიდევ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, აქ მყოფ ვიცეპრემიერებს, მინისტრებს შედეგიანი მოლაპარაკებებისთვის და ერთხელ კიდევ ვაცხადებ, რომ ჩვენ ღრმად დაინტერესებულნი ვართ ძმურ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით ამ შეხედულების მომხრენი“, - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

 

 

 



პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები