„ბორდერიზაციის თაობაზე ხელისუფლებას ერთიანი პოზიცია არ აქვს“ - კვლევა და რეკომნდაციები

access_time2017-12-25 13:27:26

ბორდერიზაცია, რასაც ზოგჯერ ამატებენ „ეგრეთ წოდებულს", ზოგჯერ კი ამ განსაზღვრების გარეშე მოიხსენიებენ, საქართველოში 2008 წლის შემდეგ ხდება. ოკუპაცია დღემდე არა მხოლოდ გრძელდება, არამედ მოძრაობს კიდეც, რითაც სულ უფრო და უფრო მეტი ტერიტორია რჩება ოფიციალური თბილისის კონტროლს მიღმა. თემაზე სტატიას „ამერიკის ხმა“ აქვეყნებს.

 

სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ნათელია, აგრესიული რუსეთის პირობებში ოკუპაციის ქვეშ მოხვედრა არც ისე რთულია. რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს უფრო მეტი ნაწილიც შეიძლება აღმოჩნდეს დაპყრობილი. ეს თეორიული მსჯელობის საგანი გახლავთ, თუმცა პრაქტიკულად და პრაგმატული პოლიტიკის ფარგლებში, რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელი ტემპით, დროში გაწელილად ახდენს ბორდერიზაციას. საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციას შორის დღეს არსებული, ეგრეთ წოდებული, გამყოფი ხაზის სიგრძე 350 კილომეტრს შეადგენს, რომელთაგან ამ ეტაპზე 60 კილომეტრზეა გავლებული, ეგრეთ წოდებული, ლითონის ღობეები და მავთულხლართები.

 

აფხაზეთთან, ეგრეთ წოდებული, ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრი 85 კილომეტრია. აქედან, დაახლოებით 12 კილომეტრია გამოყოფილი მავთულხლართებითა და თხრილებით. უნდა ითქვას, რომ ამ ტერტიტორიაზე ისედაც, ბუნებრივად გაუვალი და ძნელიად გადასალახი ადგილებია. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში რუსეთს იოლად შეეძლო მთელ პერიმეტრზე მავთულხლართის გავლება ერთ კვირაში, თუმცა ის ამ ასე არ აკეთებს და არჩევს ნელი მოქმედების ეფექტებით ითამაშოს. ეს მას უქმნის შესაძლებლობას დროში გაწელილად, ხანგრძლივვადიანად წარმოაჩინოს საკუთარი ძალა და საქართველოს მოთმინებისა და გამძლეობის უნარი განგრძობითად გამოსცადოს.

 

რა ეფექტები აქვს ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესს, ამის შესახებ კვლევა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა. მისი ხელმძღვანელი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ამბობს:

 


„სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესება საზოგადოებასთან კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ მიაღწიოს იმ შედეგს, რაც აქვს დასახული ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში. ეს ეხება ნდობის ფაქტორს მოსახლეობასა და მთავრობას შორის, რომ მას ჩრდილი მიადგეს. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი მომენტი: თანდათანობით უნდა მოხერხდეს (რაკი მხოლოდ საქართველოს გამო სანქციებს რუსეთს არავინ დაუწესებს) ოკუპაციის პრობლემის დაკავშირება უკრაინასა და მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებთან, რომ მთლიანობაში დასავლეთს ჰქონდეს ერთი პოზიცია ამ კონფლიქტებთან და მათი მოგვარების გზებთან დაკავშირებით, ეს უნდა განიხილებოდეს ერთ პაკეტში. ცალკ-ცალკე მიდგომები გვაზარალებს, რადგან ჩვენი კონფლიქტის შედეგები ამ ეტაპზე ისედაც მივიწყებულია“.

 

„ამერიკის ხმა“ ბორდერიზაციის პროცესის ეფექტების შესახებ ლაშა დარსალიას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს ესაუბრა. მისი თქმით, „რუსული მხარე ყოველთვის ქმნის მოლოდინს, რომ ბორდერიზაციის პროცესი გაგრძელდება, რაც არის შანტაჟისა და ტერორის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ის, თუ კონკრეტულად სად გაივლის მომავალში მავთულხლართი, არასდროს არ არის ხოლმე დაკონკრეტებული, მაგრამ ამ მოლოდინს რუსული მხარე ყოველთვის ქმნის და ამას იყენებს საქართველოს დასასჯელად კონკრეტული ქმედებებისთვის ან კონკრეტული პოლიტიკისთვის. როგორც წესი, ეს ემთხვევა ხოლმე საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რამე მნიშვნელოვან მიღწევებს“.

 

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლევან კახიშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს: „პირველი აღმოჩენა, რაც ჩვენმა მკვლევართა ჯგუფმა გააკეთა გახლავთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ერთიანი პოზიცია ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით. მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რატომ და როდის ხდება ბორდერიაზაციის ინციდენტები, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა უწყებას ეს პროცესი სხვადასხვაგვარად ესმის. სამწუხაროდ, ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, ვერ დავასახელებ, რომელი უყწება რას ფიქრობს, მაგრამ ეს განსხვავებული მიდგომა უწყებებს შორის უკვე საკმარისია იმისთვის, რომ პრობლემა დავინახოთ", - აცხადებს ლევან კახიშვილი.

 

საილუსტრააციოდ მას რამდენიმე მაგალითი მოჰყავს: „მაგალითად, მნიშვნელოვანია თუ არა ფინანსური რესურსი (როდის ჩაირიცხება თანხები რუსეთიდან ბორდერიზაციის უზრუნველყოფისთვის) ბორდერიზაციის ინციდენტისთვის? ასევე განსხვავებულია უწყებებს შორის მიდგომა იმის თაობაზე, თუ რა დროს ხდება ეს. არის უწყებები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ პროცესს ლოგიკა არ აქვს, შემთხვევითბაზეა დამოკიდებული, ან ფინანსებზე, ან სხვა რამეზე: არ ვიცით რა ხასიათზე გაიღვიძებს პუტინი ან რუსი გენერალი და არის უწყებები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს დამოკიდებულია მიღწევებზე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ან აბაშიძე-კარასინის შეხვედრების წინ ან შემდგომ ხდება ინციდენტები, რომ რუსეთმა მიანიშნოს, ვინაა მთავარი რეგიონში. ამ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები უწყებებს შორის, ხელს უშლის ხელისუფლების კოორდინირებას და იმას, რომ უკეთესი კომუნიკაცია ჰქონდეს ერთის მხრივ შიდა აუდიტორიასთან - საკუთარ მოსახლეობასთან და მეორეს მხრივ პარტნიორ გვექნებთან, ვინც გვეხმარება მთელ ამ პროცესებში“.


საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა კვლევის ფარგლებში რეკომენდაციის პაკეტიც შეიმუშავა როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე საერთაშორისო აქტორებისთვის. მათგან ზოგი ღიაა, ზოგის შეთავაზება კი დახურულ რეჟიმში მოხდება ხელისუფლებისთვისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები