„m2 უძრავი ქონება“ ქუთაისში მცხოვრებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმარება

„m2 უძრავი ქონება“ ქუთაისში მცხოვრებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმარება

access_time2017-12-22 18:52:59

22 დეკემბერი, 2017 წელი - კომპანიამ „m2უძრავი ქონება" ქუთაისის მერიასთან ერთად კომპანიის მორიგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის შესახებ განაცხადა.m2ქუთაისშიმცხოვრები აუტისტური სპექტრისდარღვევის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო კურსს დააფინანსებს. „m2უძრავი ქონებისა" და ქუთაისის მერიის თანამშრომლობისშედეგადსრულად დაფინანსდება აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 40 ბენეფიციარის სარეაბილიტაციო კურსიერთი წლის განმავლობაში.სოციალური პროექტის ბიუჯეტი 225 000 ლარია. მისი განხორციელებისთვის ქუთაისის ბიუჯეტში 125 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო „m2უძრავი ქონება" პროექტს 100 000 ლარით დააფინანსებს.

 

აღნიშნული ინიციატივა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, კომპანია m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.

 

„ჩვენი კომპანიის მიზანი ადამიანებისთვის ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნაა. ამ მიზანს მივყვებით როგორც ჩვენ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებში, ასევე მათ გარეთ. m2ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ ადგილის განვითარებაში, სადაც მშენებლობას იწყებს.ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებმა უკეთესად იცხოვრონ ჩვენს შენობებშიც და მათ მიღმაც. მალე ქუთაისში სასტუმრო „რამადა ენკორის" მშენებლობას ვიწყებთ. ეს უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ქუთაისისთვისაც. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს ამ ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტის საძირკვლის შენებას სწორედ კეთილი საქმით ვიწყებთ" - განაცხადა „m2უძრავი ქონების" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.


 

m2-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებები გარემოზე ზრუნვა, ადაპტირებული გარემოს შექმნა, განათლების მხარდაჭერა და ქალთა გაძლიერებაა. ყველა ამ მიმართულებით კომპანია მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომელთა ჯამურმა ბიუჯეტმაც 2017 წელს მილიონ ლარს მიაღწია.

 

(NS)

 



პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები