„მიკვირს, 52-ე ადგილზე რომ ვართ და არა 92-ზე“ - „ქართული ოცნების“ დეპუტატი forbes-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე

„მიკვირს, 52-ე ადგილზე რომ ვართ და არა 92-ზე“ - „ქართული ოცნების“ დეპუტატი forbes-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე

access_time2017-12-25 10:20:10

„ისიც მიკვირს, რომ 52-ე ადგილზე ვართ და არა 92-ზე, რადგან ფულზე და შესაბამისად, საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა შემცირებულია“,  აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას  „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველოს პოზიციის გაუარესებაში გარკვეულწილად სწორედ კომერციულ ბანკებს ადანაშაულებს.


Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო 52-ე ადგილზეა, წინა წელს კი - 43-ე პოზიციას ვიკავებდით.


როგორც ჭიჭინაძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, ქვეყანაში ბიზნესგარემო არ გაუარესებულა, თუმცა ზოგადად  ფინანსები ხელმისაწვდომი არ არის და პრობლემა კომერციულ ბანკებთან პირდაპირ კავშირშია.


 „ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ბიზნესგარემო გაუარესებულია. თავისუფალი ბიზნესგარემო გვაქვს. პრობლემა არის იმაში, რომ ახალი ბიზნესის დაწყება ჭირს. ამ პრობლემას კომერციულ ბანკებამდე მივყავართ. არაპროფილური საქმიანობა ბიზნესის თავისუფალ განვითარებას ზღუდავს. ბიზნესის დაწყებას და განვითარებას ფინანსები სჭირდება. ფული რაც უფრო ადვილად ხელმისავწდომია, ბიზნესიც კარგად ვითარდება და პირიქით. ისიც მიკვირს, რომ 52-ე ადგილზე ვართ და არა 92-ზე, რადგან ფულზე და შესაბამისად, საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა შემცირებულია. რაც უნდა საგადასახადო კოდექსები მივიღოთ, ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ბარიერები შევამციროთ, მთავარი ფულია, რითიც ბიზნესი უნდა დაიწყო. ფაქტია, რომ ბანკების შემოსავლები გეომეტრიული პროგრესით იზრდება, ბიზნესის შემოსავლები კი მცირდება“, - აღნიშნავს ჭიჭინაძე.


მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის მოსაგვარებლად, რომ სფერო მონოპოლიზებული არ იყოს, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგას.



„ამ მხრივ პირველი ნაბიჯი გადადგმულია, რომ ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობა მაქსიმალურად შეიზღუდოს და ისინი ბიზნესის დაკრედიტებით დაკავდნენ. „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. ამ კვირაში მეორე მოსმენასაც გაივლის და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდება. შემდეგ უკვე ეროვნული ბანკი იქნება ვალდებული სხვადასხვა მარეგულირებელი აქტებით გააკონტროლოს კანონის აღსრულება. ერთ წელში ან წელიწადნახევარში ბიზნესზე ეს დადებითად აისახება“, - აცხადებს დეპუტატი.


კითხვაზე, კიდევ რაში ხედავს სახელმწიფოს როლს, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო ანდა ბიზნესის კეთება უფრო გამარტივდეს, დავით ჭიჭინაძე პასუხობს, რომ სახელმწიფომ ე.წ. ბუნებრივ მონოპოლიების მქონე კომპანიები უნდა შეზღუდოს.


„ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიები - დენი, წყალი, გაზი, სამწუხაროდ კერძო მფლობელობაშია. წარმოებისთვის ტარიფები არაადეკვატურია. აქ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. ტარიფი მოსახლეობისთვის უფრო ადვილია, ვიდრე წარმოებისთვის. ჩემი აზრით, ბიზნესისთვის უფრო იაფი უნდა იყოს, რომ წარმოება და ბიზნესი გადასახადების გამო არ გაკოტრდეს. ენერგომატარებლები და ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიების მქონე კომპანიები ცოტა უნდა შევავიწროვოთ, რომ ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყონ“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.


შეგახსენებთ, რომ Forbes-ს ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, სხვადასხვა კრიტერიუმებში საქართველოს პოზიციები შემდეგია:


ვაჭრობის თავისუფლება - მე-6-ე ადგილი; მონეტარული თავისუფლება - 81-ე ადგილი; საკუთრების უფლება - 88-ე ადგილი; ინოვაციები - 117-ე ადგილი; ტექნოლოგიები - 69-ე ადგილი; ინვესტორების დაცვა - მე-2-ე ადგილი; კორუფცია - 38-ე ადგილი; პერსონალური თავისუფლება - 65-ე ადგილი; საგადასახადო ტვირთი - 22-ე ადგილი.


რეიტინგში ჯამში მსოფლიოს 153 ქვეყანა შედის. პირველ ადილზე დიდი ბრიტანეთია.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები