18 კომპანია მსოფლიოში, რომელიც 2017 წელს გაკოტრდა

access_time2017-12-23 20:30:29

2017 წელი საცალო ინდუსტრიისთვის იოლი წელი არ გამოდგა. 2017 წელს 8000-ზე მეტი მაღაზია დაიხურა. ონლაინ კომერციულ მაღაზიებთან კონკურენციაში ბევრი ბრენდი კონკურენტუუნარო გამოდგა და მათი გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა, რის გამოც მათი მაღაზიების ქსელის უმრავლესობა დაიხურა ან გაკოტრდა.


„ბიზნეს ინსაიდერი“ აქვეყნებს 18 კომპანიას, რომელთა გაკოტრება ყველაზე შესამჩნევია საცალო გაყიდვების ბაზარზე.


Charming Charlie – ოპერირებს აქსესუარების გაყიდვის მიმართულებით. კომპანიამ გაკოტრების შესახებ 11 დეკემბერს გამოაცხადა და ელოდება სასამართლო გადაწყვეტილებას, რასაც 100 მაღაზიის დახურვა მოჰყვება აშშ-ში.


Styles For Less – კომპანია გაკოტრდა 11 ნოემბერს, ამ დროს კომპანიის 55 მაღაზია უკვე დახურული იყო.


Toys R Us – სათამაშოების გაყიდვების ბიზნესში მოღვაწე კომპანია, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში გაკოტრდა. გაკოტრების მიზეზი კონკურენციაა, რომელსაც კომპანია ვერ უწევდა კომპანიებს Target-ს და Walmart-ს, განსაკუთრებით ონლაინ კომერციის მიმართულებით.


Aeroless – ქალთა ფეხსაცმლის მაღაზია, რომელიც ასევე სექტემბრის შუა რიცხვებში გაკოტრდა.


Vitamin World – გაკოტრებულად თავი სექტემბრის შუა რიცხვებში გამოაცხადა. ოპერირებდა საკვები დანამატებისა და ვიტამინების საცალო ბაზარზე.


Perfumania – კომპანიამ გაკოტრების შესახებ განცხადება აგვისტოს ბოლოსკენ გააკეთა.


Gymboree – ბავშვთა ტანსაცმლის საცალო ქსელი. გაკოტრებისაგან თავდასაცავად 1281 მაღაზიიდან 350 მაღაზია დახურა.
Alfred Angelo Bridal – საქორწინო კაბების ქსელი, რომელმაც გაკოტრების შესახებ განცხადება მოულოდნელად გააკეთა და უამრავი მომხმარებელი დატოვა საქორწინო კაბების გარეშე, რომელთაც უკვე შეკვეთილი ჰქონდათ კაბები.



The Religion – ჯინსების საცალო ქსელმა გაკოტრებასთან დაკავშირებით ივლისში განაცხადა.


Rue 21 – ტანსაცმლის ქსელი, რომელიც გაკოტრდა მაისში. კომპანიამ აპრილში ჯერ კიდევ 400 მაღაზია დახურა.


Payless – გაკოტრების შესახებ აპრილში განაცხადა და აშშ-სა და პუერტო რიკოში 400 მაღაზია დახურა.


RadioShack – კომპანიამ თავი გაკოტრებულად 2015 წელს გამოაცხადა. ამჯერად კი ის დედა კომპანია გაკოტრდა, ვის მფლობელობაშიც იყო გადასული RadioShack-ი.


Gender Mountain – კომპანიამ თავი გაკოტრებულად მარტში გამოაცხადა.


Gordmans – კომპანიამ, რომელსაც 22 შტატში 100-მდე წარმომადგენლობა ჰყავს, გაკოტრების შესახებ მარტში განაცხადა.


Hhgregg – რამდენიმეწლიანი რთული ფინანსური მდგომარეობის შემდეგ, ელექტრონიკის მაღაზიათა ქსელმა თავი გაკოტრებულად მარტში გამოაცხადა.


BCBG – თავი გაკოტრებულად მარტში გამოაცხადა, თუმცა მაღაზიები არ დახურა და რესტრუქტურიზაცია დაისახა მიზნად.


Wet Seal – კომპანია მთელი ძალებით ცდილობდა არ გაკოტრებულიყო, თუმცა თებერვალში გაკოტრების შესახებ განცხადების გაკეთება მაინც მოუწია.


The Limited – ქალთა ტანსაცმლის ქსელი, რომელმაც გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე 250 მაღაზია დახურა, თუმცა გაკოტრებას მაინც ვერ გადაურჩა.



bfm.ge



დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები