გაერო-ს რეზოლუცია და აშშ-ის მადლობა საქართველოს

access_time2017-12-22 11:02:02

გაერო-ს რეოზოლუცია იუერუსალიმთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების მადლობა საქართველოს პოზიციისთვის და მხარეების შეფასებები.

 

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უარი თქვა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობაზე. ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც უარყოფს აშშ-ის გადაწყვეტილებას იერუსალიმისათვის ისრაელის დედაქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ. რეზოლუციას 128 ქვეყანამ მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ცხრა, თავი შეიკავა 35-მა. ქართული დელეგაცია არ იმყოფებოდა დარბაზში, როცა კენჭისყრა იმართებოდა.

 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, ქართულმა მხარემ კონსულტაციები გაიარა პარტნიორებთან. „ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. ჩვენ როგორც ვნახეთ, შედეგების შესაბამისად გაიყო პოზიციები, 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, თავის შეიკავეს მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა. ევროკავშირის პოზიციაც არ იყო ერთიანი, - თქვა მიხეილ ჯანელიძემ.

 


გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ კი, მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, ვინც გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა იმ რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გმობდა. ჰეილი მადლობას უხდის საქართველოსაც.

 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის დაიმუქრა, რომ ვაშინგტონმა ფინანსური დახმარება უნდა შეუწყვიტოს იმ ქვეყნებს, რომლებიც გაეროს რეზოლუციას მხარს დაუჭერენ. ჰეილის ტრამპა იმ ქვეყნების მონიშვნა დაავალა, რომლებიც რეზოლუციას მიემხრობიან.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროში იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ კენჭისყრის შედეგს არ აღიარებს და რეზოლუციის მოწინააღმდეგეებს მადლობას უხდის. პალესტინა კი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის კენჭისყრას გამარჯვებად აფასებს. პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაჰმუდ აბასის პრესსპიკერი ამბობს, რომ ინდა დამთავრდეს ოკუპაცია და დაფუძნდეს პალესტინის სახელმწიფო დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში.

 

საინტერესოა, რომ ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის ერთადერთი რეალისტური გადაწყვეტა დაფუძნებულია ორი სახელმწიფოს არსებობის პრინციპზე და იერუსალიმი უნდა იყოს როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი.



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები