გიორგი კვირიკაშვილის გზავნილები საპარლამენტო ტრიბუნიდან

გიორგი კვირიკაშვილის გზავნილები საპარლამენტო ტრიბუნიდან

access_time2017-12-21 15:19:52

ოთხპუნქტიანი გეგმა, განათლების სფეროში დადგეგმილი რეფორმები, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური მდგომარაეობის გაუმჯობესები ხედვები - პრემიერ მინისტრი პარლამენტარებს სამთავრობო პროგრამას გააცნო. გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წელი საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად გამოაცხადა. პრემიერის სურვილია გაფართოვდეს ის წრე, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი და კრიტიკის მოსმენა იქნება შესაძლებელი.

 

გიორგი კვრიიკაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სგანგაშო სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი მთავრობის მიერ შემუშავებულ ახალ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ნდობის აღდგენისა და ეკონომიკური ნაკადის გააქტიურებისკენ იქნება მიმართული.

„ჩვენ პირველმა უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ქართულ-რუსული განზომილება წამყვანი იყო ამ კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ამ კონფლიქტის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური განზომილება. სწორედ ამიტომ, უახლოეს დღეებში ქეთევან ციხელაშვილი წარმოდგება ძალიან საინტერესო პაკეტით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. იყო კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც და დიდი იმედი გვაქვს, თქვენთან ერთად ჩამოვყალიბდებით იმ პაკეტზე ჩვენი ნაბიჯების, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ ნდობის აღდგენის პროცესი, გავააქტიუროთ ეკონომიკური მიმოქცევა და პარალელურად ამისა, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს საერთაშორისო მასშტაბით იმისათვის, რომ მოვახერხოთ ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატის გააქტიურება, დონე ავწიოთ ამ ფორმატში და გვქონდეს შესაძლებლობა კონფლიქტის დარეგულირებაზეც ვიმსჯელოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენ ეს ამოცანა უნდა გადავჭრათ აუცილებლად, რადგან სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ძალიან საგანგაშო, არის საგანგაშო რა თქმა უნდა, ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის კუთხითაც, მაგრამ არის საგანგაშო ნამდვილად თვითონ აფხაზეთისათვის და აფხაზებისათვის, მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით და რა თქმა უნდა, ოსებისთვის. მილიტარიზაცია ამ რეგიონში მიდის შეუქცევადად. ეს არის ყველაზე დიდი იარა საქართველოს სხეულზე და ჩვენ ერთად ამ იარას აუცილებლად ვუმკურნალებთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერმა, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულების არსებულ გამოწვევბზეც ისაუბრა. „დღეს ჩვენ არ გვაქვს მასობრივი უფლებების დარღვევა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სულ უფრო და უფრო მეტი ჰუმანური მექანიზმი შემოგვაქვს და ეს სისტემა გახდა კიდევ უფრო მეტად ჰუმანური, მაგრამ ჰუმანურობა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა გვქონდეს დისციპლინაც. რა თქმა უნდა საჭიროა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული რეფორმა, რომ ჩვენ თანამედროვე სასჯელაღსრულების დაწესებულებების სისტემაზე გადავიდეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შევამციროთ შანსი სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე ქურდული სამყაროს გავლენის. ამ მიმართულებითაც ჩვენ მნიშვნელოვანი რესურსის დახარჯვა მოგვიწევს და დაგვჭირდება კონსოლიდაცია ამ მიმართულებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია შს სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარია წარსდგა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გეგმით და „მას აქვს სრული მხარდაჭერა მინისტრთა კაბინეტის და როგორც გუშინ გამოჩნდა, ასევე საპარლამენტო დეპუტაციის“.


 

პარლამენტმა რესტრუქტურიზებულ და განახლებულ მთავრობას დღეს ნდობა უნდა გამოუცხადოს. მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პრემიერის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე შემცირდა. ნდობის მისაღებად კი, მთავრობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

 

საპარლამენტო უმრავლესობაში აცახდებენ, რომ პრემიერ კვირიკაშვილს და სამთავრობო გუნდს პროგრესი აქვს როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე , იმ რეფორმებში, რომელიც ეკონომიკური ზრდის მისაღწევად განხორციელდა. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკა მელიას გუშინდელი დაპირისპირება მათგადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს და ისინი პრემიერ კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარს დაუჭერენ.

 

ოპოზიციაში კი, ამბობენ რომ იმ მთავრობას რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, რომელიც უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, მხარს არ დაუჭერენ.

 

 



პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები