9 თვე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან - ევროკავშირის რეკომენდაციები საქართველოს

access_time2017-12-21 11:45:57

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 9 თვის შემდეგ, ევროკავშირი საქართველოს რეკომენდაციებით მიმართავს - ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულებას აღწერს.

 

ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს უვიზო რეჟიმის წესების გასაცნობად საინფორმაციო კამპანიები, ასევე, დაასრულოს მიგრაციის ანალიზის სისტემის დანერგვა.

 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხად ევროკომისიაში საქართველოს და ევროპოლს შორის გაფორმებული შეთანხმების სრულად ამოქმედებას ასახლებენ. ასევე, ანგარიშის ავტორები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პოლიციის რეფორმა, ჩამოაყალიბოს დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა და გააძლიეროს სასაზღვრო სამსახურებს შორის თანამშრომლობა.


 

კიდევ ერთ რეკომენდაციაში ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მეტი ძალისხმევა გაწიოს და აამოქმედოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რათა მათი იმპლემენტაცია ეფექტურად მოხდეს.

 

რეკომენდაციების გარდა, ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს და აღებულ ვალდებულებებს ასრულებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არალეგალური მიგრაციის კუთხით არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ დარჩენისა და წევრ სახელმწიფოებში შესვლაზე ნათქვამი უარის მაჩვენებლები სტაბილურ ნიშნულზეა.

 

გარდა ამისა, ევროკომისიის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან ევროკავშირში განხორციელებულ სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულებში არიან ჩართული. ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ საქართველო რჩება სხვადასხვა უკანონო საქონლის სატრანზიტო ქვეყნად. მათ შორის საუბარია ნარკოტიკებზეც. ამასთან, როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, საქართველო უზრუნველყოფს და გამოხატავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სურვილს და ნებას, მათ შორის საერთაშორისო დონზე თანამშრომლობის კუთხით.



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები