22-23 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ორგანიზებით“ ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“ ტარდება

access_time2017-12-21 11:09:56

22-23 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ორგანიზებით“ ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“ ტარდება. საქართველოში 2017 წელს შექმნილი ახალი ქართული ნაწარმის პოპულარიზებისა და
გაყიდვების წახალისების მიზნით მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა 22-23 დეკემბერს უკვე მეოთხედ აწყობენ წინასაახალწლო ფესტივალს   „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“.


ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა
ასოციაცია. მედია მხარდამჭერები არიან გადაცემა "ბიზნეს კოდი", TV "კავკასია", TV "ობიექტივი", სტარვიზია, 4MEDIA, რადიო „კომერსანტი", GEOMEDIATV, SPUTNIK, რადიო "არ დაიდარდო", თრიალეთის ექსპრესი, იმედი FM, რადიო "პოზიტივი".



ოფიციალური გახსნის დრო: 22 დეკემბერი, პარასკევი, 11:00. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი სტუმრისათვის. ღონისძიების მიმდინარეობის დროებია 10:00-18:00.



ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში, ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში საკვებ და არასაკვებ ნაწარმს წარმოადგენენ გამორჩეული ადგილობრივი მწარმოებლები: გამა, გემუანი, გურიელი, გრეიფი, დიზაინ ემ ჯორჯია, ვიპკო, კამპა, კახური ზეთი "სიღნაღი", მარშე, ნიკორა, სან სოლუშენ, სტარტი, ქართული ზეთი "ქარვა", ქართული ყავა „ჩერი", ქართული პრემიუმი, შენი მწვანე სათამაშო, ჩიპსი და ბურბუშელა "ჩიპა", ჩირი ქენდი და ჯააძის თაფლი.


ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში შექმნილ ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც დათვალიერება ასევე სასურველი პროდუქციის შეძენაც. მოეწყობა დეგუსტაციები, იქნება უამრავი გათამაშება და ოჯახის ყველა
წევრისთვის საინტერესო სხვა აქტივობები.






EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები