„ვაჟკაცობა ვერ გამოავლინეს“ - დაპირისპირება პარლამენტში და განმარტებები

„ვაჟკაცობა ვერ გამოავლინეს“ - დაპირისპირება პარლამენტში და განმარტებები

access_time2017-12-20 23:35:01

შეურაცხყოფით, გინებითა და ბოდიშით დასრულებული მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის საპარლამენტო მოსმენები - საქართველოს პარლამენტმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დღეს დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებში მოუსმინეს. მთავრობის წევრები, პრემიერის ხელმძღვანელობით, ფრაქციების ფორმატშიც შეხვდნენ დეპუტატებს. თუმცა, საქმიანი, ზოგ შემთხვევაში კონსტრუქციული და კრიტიკული, მწვავედ კრიტიკული, მაგრამ მშვიდი შეხვედრების შემდეგ, სიტუაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან დაიძაბა.

 

„ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან მთავრობის ლიდერების შეხვედრა თავიდანვე დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ პირდაპირი ლანძღვა-გინებით დასრულდა. სიტუაცია ყველაზე მეტად მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ მოზარდების მკვლელობა პრემიერის უუნარობას დააბრალა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას რამდენჯერმე მოუწოდა, რომ შეეწყვიტა მსგავსი ლაპარაკი და სირცხვილი იყო, რასაც კადრულობდა, რაზეც ენმ-ის ლიდერმა კიდევ ერთხელ უწოდა პრემიერს უუნარო და სამარცხვინო. „შენ ხარ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი, - მიაძახა ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის ლიდერს აგინა. თანაგუნდელები გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას აკავებდნენ, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე რომ არ მისულიყო.

 

მოგვიანებით, გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. „სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ დესტრუქცია გამოიწვიოს, იყოს პროვოკაციული და ყველანაირი ეთიკის ჩარჩოები დაარღვიოს.

 


„სამწუხაროდ, მათ შეძლეს ის, რომ მე მომიწია ემოციური პასუხის გაცემა. ნამდვილად ვნანობ ამას, არ არის ეს კარგი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ადამიანს ხანდახან საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა. მათ სამწუხაროდ ეს მოახერხეს, მე საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთხელ ვუხდი, - განაცხადა პრემიერმა.

 

„პალიტრანიუსის ეთერიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბოდიშზე კომენტარი გააკეთა ნიკა მელია, რომელმაც თქვა, რომ კვირიკაშვილი არა მის სიტყვებზე, არამედ იმაზე გაღიზიანდა, რომ მას ოპოზიციის მიერ დასმულ მწვავე კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა. მელიას განცხადებით, კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში არა პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო, არამედ იმ რთული ვითარების გამო უნდა მოუხადოს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.

 

„ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას“, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დღეს მომხდარი ინციდენტი.

 

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო იმ პროვოკაციას, რომელიც დღეს განხორციელდა ჩვენი კოლეგების, პარლამენტის კონკრეტული წევრების, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან. ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. ასეთი ქმედებებით ჩვენ წინ ვერ წავწევთ საპარლამენტო კულტურას, პოლიტიკურ კულტურას ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ არჩევნების წინ ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული დაპირებებით წარვდექით, მათ შორის, იყო პოლიტიკური დაპირებები და ერთ-ერთი მთავარი დაპირება მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ - არჩვენების შემდგომ „ნაციონალური მოძრაობა აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს დაპირება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პირნათლად შევასრულეთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. მარცხთან შეგუებას სჭირდება ასევე ვაჟკაცობა და ეს ვაჟკაცობა ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან, კონკრეტულმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, ვერ გამოავლინეს, თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ გავყვეთ ჩვენს დადებით, პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული ჩვენს უმრავლესობას, მმართველ გუნდს, საქართველოს მთავრობას და დღეს სწორედ ამ საკითხებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, დღეს უნდა განვიხილოთ სიღრმისეულად ის დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილია მთავრობის მიერ. კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად იმ გეგმებზე, რომელიც დასახული აქვს მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას, - განაცხადა პარალმენტის თავმჯდომარე მთავრობის წევრებისა და უმრავლესობის შეხვედრაზე. 

 

 



პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები