New Your Times -  „ხელოვნური ინტელექტი ატომურ იარაღზე უფრო საშიშია

New Your Times - „ხელოვნური ინტელექტი ატომურ იარაღზე უფრო საშიშია"

access_time2017-12-19 20:00:44

დაიკავებენ თუ არა მომავალში რობოტები ადამიანების სამუშაო ადგილებს? ეს კითხვა ტექნოლოგიური საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა. ნიშანდობლივია, რომ მსგავსი შიში ინდუსტრიალიზაციის პერიოდშიც არსებობდა, თუმცა დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებმა სამუშაო ადგილი არ დაკარგეს. პირიქით, დროთა განმავლობაში ადამიანმა ახალი სფეროებიც აითვისა და შექმნა ახალი დარგები.


New Your Times-ის ჟურნალისტი, ალექს უილიამსი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ყველაზე აქტუალურ საკითხს სტატიას უძღვნის და იმ საფრთხეებზე გვესაუბრება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჩვენს მომავალს უქმნის. სტატიას commersant.ge მცირე შემოკლებით გთავაზობთ.


„ისევე როგორც ბავშვების უმრავლესობა, ჩემი შვილები - 7 წლის ტობი და 4 წლის ენტონი, რობოტებით მოხიბლულები არიან. ერთხელ დავინტერესდი, თუ რატომ მოსწონთ მათ რობოტები: მოგვწონს, რადგან რობოტები ადამიანებისთვის მუშაობენ, მიპასუხა ტობიმ.


მე კი ვფიქრობ, რომ ერთ დღეს ჩემს შვილებს რობოტებისთვის მოუწევთ მუშაობა. ანდა, რობოტების დამსახურებით, ისინი საერთოდ აღარ იმუშავებენ. დიახ, რობოტებს აქვთ პოტენციალი, ჰქონდეთ ჩვენზე მეტი ინტელექტი და გაანადგურონ ადამიანთა რასა. მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩემი შვილების ზრდასრულ ასაკამდე უამრავი პროფესიონალი ადამიანი სამუშაო ადგილს რობოტების გამო დაკარგავს.


ბევრი ამერიკელი ოცნებობს, რომ მისმა შვილმა იელის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ისწავლოს და გახდეს რადიოლოგი. რატომაც არა: salary.com-ის მიხედვით, რადიოლოგები ნიუ-იორკში წელიწადში $470,000-ს გამოიმუშავებენ. თუმცა, ეს სამუშაო პოზიცია შეიძლება თქვენი შვილისთვის მალევე შეიზღუდოს, რადგან ხელოვნური ინტელექტი მონაცემთა სკანირებას უფრო სწრაფად შეძლებს.


მაგალითად, სტარტაპს, სახელწოდებით Arterys, შემუშავებული აქვს ინოვაციური პროგრამა: მას შეუძლია, სისხლის მიწოდების მაგნიტო-რეზონანსული ანალიზი სულ რაღაც 15 წამში გააკეთოს, მაშინ როდესაც ამისთვის ადამიანებს 45 წამი მაინც სჭირდებათ.



აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლოა, თქვენმა შვილმა ექიმობა გადაიფიქროს და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბაროს, თუმცა ნებისმიერი სამუშაო ადგილი, რომელიც იურიდიული დოკუმენტების მიმოხილვას ეხება, მოწყვლად სფეროდ უნდა მივიჩნიოთ.


JPMorgan Chase & Company და სხვა მსხვილი კომპანიები უკვე იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც დოკუმენტებს სკანირებას უკეთებს და ასევე ვარაუდობს, თუ რომელი მათგანი შეიძლება იყოს რელევანტური. ამ გზით, კომპანიები ხარჯებისა და დროის ოპტიმიზაციას ახდენენ.


მე დავარწმუნებდი ჩემს შვილებს, რომ ჟურნალისტიკას რობოტებისგან საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ეს სიცრუეა. The Associated Press უკვე სარგებლობს პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც გარკვეული მონაცემებს ავტომატურად ამუშავებს, (მაგალითად უოლ სტრიტიდან მიღებულ ინფორმაციას).


ოქსფორდის უნივერსიტეტის საინჟინრო მეცნიერებების დეპარტამენტის მიერ, 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დღეს არსებული სამუშაო ადგილების 47%-ს, მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში საფრთხე ემუქრება. გლობალური საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, მომდევნო წლებში ყოველ მესამე ამერიკელს ახალი სამუშაო ადგილის პოვნა მოუწევს - ამისი მიზეზი კი ხელოვნური ინტელექტი იქნება.


გაგიგიათ ტერმინი - singularity? (სპეციფიკურობა, უნიკალურობა). ფუტურისტები ამ სიტყვით აღნიშნავენ იმ გარდამტეხ მომენტს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს გაუთანაბრდება. მათ შეიძლება გვმართონ, დაგვხოცონ კიდეც. Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელის, ელონ მასკის სიტყვები გასაკვირი არც არის: ხელოვნური ინტელექტი ატომურ იარაღზე უფრო საშიშია.



ავტორი: გუგა როგავა

New York Times





ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
person access_time2018-04-26 13:01:39
„ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, რომ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს უხელმძღვანელოს“, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.   „პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა, -...

ლონდონის ბირჟიდან მიღებული 100 მილიონი დილარი GHG-ში, რომელიც იაშვილის კლინიკის პრობლემებზე არ ასახულა

ლონდონის ბირჟიდან მიღებული 100 მილიონი დილარი GHG-ში, რომელიც იაშვილის კლინიკის პრობლემებზე არ ასახულა
person access_time2018-04-26 11:30:00
ერთი წლის და ორი თვის ნენე მოდებაძის ისტორიამ, კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება, რა ხდება ქვეყნის მთავარ პედიატრიულ საავადმყოფოში?   საქართველოში ალბათ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მიუმართავს იაშვილის სახელობის  კლინიკისათვის, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი დაწესებულებაა ბავშვთა ჯანმრთელობაზე და რომელიც არცთუ იშვითად ხდება უკმაყოფილების ობიექტი. ერთი წლის წინ, იაშვილის კლინიკაში ორი...

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება
person access_time2018-04-26 10:29:19
2018 წლის 27 აპრილს, საღამოს შვიდის ნახევარზე, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi- ში კომპანია GLOBAL IDEA, The FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საქართველო შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის,ევროპის ფონდის,საერთაშორისო პალატის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით, ატარებენ რიგით მეცამეტე 2017 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ცერემონიას Golden Brand 2017.   მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების...

ამერიკელმა სენატორებმა უმსხვილესი ბანკებისაგან რუსი ბიზნესმენების ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს

ამერიკელმა სენატორებმა  უმსხვილესი ბანკებისაგან  რუსი ბიზნესმენების ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს
person access_time2018-04-25 20:00:00
ამერიკელი სენატორენი  მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებს  მოუწოდებენ მათ და პუტინის გარემოცვაში შემავალ უმსხვილეს ბიზნესბემენს შორის არსებული კავშირები გაამჟღავნონ.   25 აპრილს სენატორებმა ჯოან შაინმა და შელდონ უაიტჰაუსმა გააგზავნეს შესაბამისი მიმართვები სამ უმისხვილეს ამერიკულ ბანკში - Bank of America Corp, JPMorgan Chase და Citibank-ში, ასევე რამდენიმე ევროპულში -  Barclays, Deutsche Bank, UBS, HSBC  და Credit...

კომერციულ ბანკებს ჯარიმები გაეზარდათ - დარღვევები რის გამოც ეროვნული ბანკი სანქციებს აამოქმედებს

კომერციულ ბანკებს ჯარიმები გაეზარდათ - დარღვევები რის გამოც ეროვნული ბანკი სანქციებს აამოქმედებს
person access_time2018-04-25 19:00:00
კომერციულ ბანკებს  დარღვევებზე ჯარიმები გაეზარდათ. ეროვნული ბანკის  ვიცე -პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას 24 აპრილის ბრძანებით ცვლილება „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა. ახალი რედაქციით, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ბანკს განსხვავებული ფულადი სანქია დაეკისრება, რაც დარღვევის სერიოზულობაზე,...


მსგავსი სიახლეები