„დაბეგვრის ესტონური მოდელით კომპანიამ ეფექტი ვერ მიიღო“  - „გრეიფი“ 50%-იან წილს ასხვისებს

„დაბეგვრის ესტონური მოდელით კომპანიამ ეფექტი ვერ მიიღო“ - „გრეიფი“ 50%-იან წილს ასხვისებს

access_time2017-12-19 09:40:56

ქართული წარმოების თათარაში ინვესტირებით უცხოელებთან ერთად ქართველებიც დაინტერესდნენ. ამის შესახებ მწარმოებელი კომპანია შპს „გრეიფის“ წარმომადგენელი, დავით რამაზაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. მისი განმარტებით, შესაძლოა, კომპანიაში ებრაულ-გერმანული ინვესტიცია ჩაიდოს, რომელიც წარმოების გაფართოებას მოხმარდება.


მისივე განმარტებით, განიხილება ქართული ინვესტიციის შესვლაც. რამაზაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის პოტენციურ ინვესტორებთან მოპალარაკებები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, 2018 წლის იანვარ-თებერვალში დასრულდება.


რამაზაშვილის განცხადებით, გასხვისდება კომპანიის 50 პროცენტიანი წილი. შპს „გრეიფის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამის მიზეზი ფინანსურ რესურსთან ხელმისაწვდომობის ნაკლებობა გახდა. მისი განცხადებით, კომპანია „გრეიფის“ შემთხვევაში დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედება დიდად ვერ აისახა. რამაზაშვილის განცხადებით, ეფექტის მიღება მსხვილ კომპანიებს უფრო ექნება, ვიდრე მისი მასშტაბის კომპანიებს.


„ე.წ. ესტონური მოდელისგან ჩვენმა კომპანიამ ეფექტი ვერ მიიღო. მოგების გადასახადის ეს მოდელი ეფექტური უფრო მსხვილი კომპანიებისთვის იქნება“,  განაცხადა რამაზაშვილმა.   



რაც შეეხება პროდუქციას, რამაზაშვილი აცხადებს, რომ შპს „გრეიფის“ მიერ წარმოებული თათარის 90 პროცენტი საექსპორტოა. ამ დროისთვის ქართული თათარა უკვე გაგზავნილია ისრაელში. კონტრაქტები გაფორმებულია დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან და ავსტრიასთან. რამაზაშვილის ინფორმაციით, ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკრაინასთანაც მიმდინარეობს.


რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ამჟამად პროდუქციის შეტანა მსხვილ მარკეტებში ხდება. მათ შორისაა, „გუდვილი“, „კარფური“, „სმარტი“.


„თათარა“ ბაზარზე 2016 წლის აპრილიდან გამოიტანეს, თუმცა აქტიური გაყიდვები ამავე წლის ივნისიდან დაიწყო. ამ ეტაპზე კომპანიას 5 სახეობის პროდუქტი აქვს - თათარა თხილით, ნიგვზით, გოგრის თესლით, ქიშმიშით და ნუშით, ასევე არის თეთრი და წითელი ბადაგით დამზადებული. პროდუქციის ვარგისიანობის ვადა 6 თვეა.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 




„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები