სახელმწიფოს ხელშეწყობით კომპანია „ჩირინა“ წარმოებას აფართოვებს

სახელმწიფოს ხელშეწყობით კომპანია „ჩირინა“ წარმოებას აფართოვებს

access_time2017-12-16 14:20:29

სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა" მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა. როგორც „კომერსანტს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. საერთო ინვესტიცია 6 000 000 ლარს შეადგენს. საწარმოს გაფართოების შედეგად, წარმადობა საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, ერთ საათში 60 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.



კომპლექსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.



„ჩირინა" ერთ-ერთი ლიდერი საწარმოა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გაფართოება „აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში განახორციელა. ჩვენი პროგრამის არსი სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ არსებული საწარმოების მოდერნიზაციას, გაძლიერებას და გადაიარაღებას. „ჩირინაში" სახელმწიფოს თანადაფინანსება 5 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის შეღავათიანი სესხი, რაც გულისხმობს, რომ იაფი ფინანსური რესურსებზე წვდომით საწარმოები კონკურენტუნარიანობასაც ზრდიან და შეუძლიათ წარმოების გაზრდაც, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში აღნიშნულ სექტორში თვითუზრუნვბელყოფის მაჩვენებლის გაზრდაზე. ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა არის წარმატებული და „ჩირინა" ამ წარმატების ერთ-ერთი მაგალითია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




„აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით შევძელით, ჩვენი საწარმო უფრო დიდი მასშტაბის და წარმადობის გაგვეხადა, დაგვესაქმებინა მეტი ადამიანი. ჩვენს ნედლეულზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება", - აცხადებს კომპანიის დირექტორი რევაზ ვაშაკიძე.



მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი ბრიტანული კომპანიის „Chief Industries UK"-ის მიერ აშენდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა.

 

 

 

 

 



გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა

გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა
person access_time2018-04-25 10:58:01
გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა.თბილისის მერიამ საპარკინგე სისტემის მოსაწესრიგებლად ინტერესთა გამოხატვა  3 ლოკაციაზე გამოაცხადა.  შერჩეულ კომპანიას მიწა 1 ლარად გადაეცემა. პროექტი ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობას ითვალისწინებს.  „გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს. მზად ვართ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ...

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-25 09:00:00
    იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“...

ბექა ნაცვლიშვილი: მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგრობანკის შექნით მოვაგვარებდით

ბექა ნაცვლიშვილი: მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგრობანკის შექნით მოვაგვარებდით
person access_time2018-04-25 12:30:00
როგორც „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს ბანკების დაკრედიტების წილი სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით იმდენად მცირეა, რომ ქვეყანა დაკრედიტების ალტერნატიულიწყაროს მოძიება აუცილებელი ხდება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი აგრარული სექტორის განვითარების ბანკის, ანუ  აგრობანკის შექმნა იქნებოდა. „როდესაც მიწის შესაძებ საკითხზე დაიწყება მსჯელობა, იმედია აგრობანკის შექმნის იდეას...


მსგავსი სიახლეები