ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

access_time2017-12-16 12:49:29

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული მონაცემებიდან გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა რესურსების გადაჯგუფების შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 40 მილიონი ლარი დაუმატებია, რის შედეგადაც პროგრამის ბიუჯეტი 700 მილიონამდე გაიზარდა. დამატებული 40 მილიონიდან 5 მილიონის ხარჯი უკვე გაწეულია. ხარჯვის არსებული ტემპით პროგრამა სავარაუდოდ 31 დეკემბრამდე შეუფერხებლად მიაღწევს. 


უკონტროლო ხარჯები


საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის დროზე ადრე ამოწურვა გაქცეულმა ხარჯებმა გამოიწვია. პირვანდელი გეგმის მიხედვით, პროგრამის საშუალო ყოველდღიური ხარჯები 1.80 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა სინამდვილეში პროგრამის ხარჯი დღეში 1.89 მილიონს შეადგენდა, ამიტომაც ახალ წლამდე 17 დღით ადრე პროგრამის ბიუჯეტი ამოიწურა.


მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებშიც არ ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი დაუმატა.


ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. 



ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო.


ალბათობა, რომ პროგრამის ბიუჯეტი 2018 წელსაც ნაადრევად ამოიწუროს გაზრდილია


საინტერესოა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაზე 704 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 2017 წლის ფაქტობრივ შესრულებაზე მხოლოდ 4 მილიონი ლარით მეტია. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად პროგრამის შენახვა იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ეს ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიით არის გათვალისწინებული, არსებობს ალბათობა რომ ის 2018 წელსაც ნაადრევად ამოიწუროს.


გაზრდილი ხარჯების საპასუხოდ 2017 წლის მაისში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც პროგრამიდან მაღალშემოსავლიანი პირები (თვეში 3.3 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები, ჯამში 32 000 პირი) პროგრამიდან ამოვარდნენ. ასევე, მათ ვისი შემოსავლებიც თვეში 900-3.300 ლარია შეუმცირდათ სახელმწიფოს თანადაფინანსებების მოცულობები.


"ტაბულა"




ძველ იპოდრომთან ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა — პროექტის ღირებულება 2,9 მლნ ლარია

person access_time2018-01-21 10:00:39
თბილისის მერიამ ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია. დოკუმენტაციის მიხედვით, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობს. შედეგად, ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩიდან თამარაშვილის მიმართულებით გადაადგილება ესტაკადით იქნება შესაძლებელი. შეფერხების გარეშე განხორციელდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან...

ირაკლი კოვზანაძე: ბურთი დღეს ეროვნული ბანკის მოედანზეა

person access_time2018-01-20 17:00:13
კომერციული ბანკებისგან ე.წ. საბანკო ჰოლდინგების გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე მოხდა. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დაეკისრება, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკე აღებულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად იმ "ჰოლდინგზე" თუ ფინანსურ ჯგუფზე, რომელთანაც დაკავშირებულია, აფილირებულია ესა თუ ის კომერციული ბანკი, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" პარლამენტის...

869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...


მსგავსი სიახლეები