2017 წელს მოზარდების მიმართ სამართლებრივი დევნის ფაქტები 41,3%-ით გაიზარდა - ხელისუფლება დანაშაულის პრევენციას ვერ ახერხებს

access_time2017-12-18 10:20:37

2017 წლის 15 დეკემბერს არასრულწლოვნების მიერ კიდევ ერთი დანაშაული მოხდა, 14 წლამდე მოზარდებმა „მაგთის“ ოფისი გაძარცვეს. საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნებმა სავაჭრო ობიექტი გაძარცვეს. მეტიც, სტატისტიკური მონაცემებით 2017 წლის 10 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არასრულწლოვნების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევები 41,3%-ით გაიზარდა. 


 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2017 წლის 10 თვის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა 205 არასრულწლოვნის მიმართ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი თვის მონაცემები უცნობია, თუ აღნიშნულ ციფრს გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არასრულწლოვანთა მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას შევადარებთ, ვნახავთ, რომ მაჩვენებელი გაზრდილია. 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში სამართლებრივი დევნა 145 არასრულწლოვანის  მიმართ დაიწყო.

 

როგორც ჩანს, სახელმწიფო მოზარდების მხრიდან გახშირებული დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციას ვერ ახერხებს, შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება სასკოლო ასაკის მქონე ბავშვების მიერ განხორციელებული კრიმინალური ფაქტები, რომელთაგან ზოგიერთი ფატალური შედეგებით სრულდება.

 

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პრობლემის გამწვავების მთავარ მიზეზად მანდატურის ინსტიტუტისთვის ფუნქციების დაკარგვას ასახელებს. 

 


„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ჩატარდა, რომლის მიზანიც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია იყო. ამ კუთხით გარდატეხა მოხდა მხოლოდ და მხოლოდ სკოლებში მანდატურების შეყვანით. სკოლა როგორც ორგანიზმი, იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ჩვენ ზოგადად ძალადობის პრევენციაზე ვსაუბრობდით.  ბევრი მასწავლებელი და დირექტორი სკოლას უყურებს როგორც დიდ ოჯახს. ამიტომ სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ნებისმიერ პრობლემას, რომელიც ხდება სკოლაში, მალავენ.  ისინი ცდილობენ, რომ ოჯახიდან არ გავიდეს ნეგატიური ინფორმაცია. სკოლა ყველაზე ფართო ინსტიტუტია ქვეყანაში და ასეთ გადაცდომების დამალვა,  ქმნიდა და ქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც შემდეგში უფრო დიდ გადაცდომებს ახალისებს.


მანდატურების შეყვანით სკოლებში, დირექტორებს შესაძლებლობა აღარ ჰქონდათ დაემალათ ის პრობლემები, რომლებიც იყო. მანდატურები არავის სჯიდნენ, ისინი აფიქსირებდნენ დარღვევებს. შემდეგ კი განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებისგან ითხოვდა რეაგირებას. მანდატურები ეხლა ექვემდებარებიან დირექტორებს და ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.  დღეს მანდატურის ინსტიტუტი აღარ არსებობს, იმიტომ, რომ ეს ინსტიტუტი ექვემდებარება სკოლის დირექციას. ახლა სკოლის დირექციას სჯის მანდატურს, თუ ის გამოძახებს პატრულს, ან დააფიქსირებს რაიმე დარღვევას. მანდატური მაშინ იყო სასარგებლო და უსაფრთხოების გარანტი, როდესაც მას შეეძლო მიემართა განათლების სამინისტროსთვის. დირექციამ იცოდა, რომ თუ სკოლაში რამე მოხდებოდა, ვერ დაიმალებოდა“,-განუცხადა „კომერსანტს“ დიმიტრი შაშკინმა.

 

განათლების ყოფილმა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაუსჯელობის სინდრომი დაასახელა. მისი თქმით, დაუსჯელობის შეგრძნება, იწვევს ძალადობის წახალისებას. „ბავშვები ატარებენ იარაღს და არანაირი პრევენციული მეთოდი ამ კუთხით შემუშავებული არ არის. ეს ხელისუფლება მოვიდა ლოზუნგით, რომ მანდატურებთან თანამშრომლობა არის ცუდი. ბევრი მათგანი მოდიოდა საერთოდ ქურდული მენატლიტეტით პოლიტიკაში. ყველა პროგრამა, რომელიც მანდატურების მიერ ხორციელდებოდა სკოლებში, პროკურატურის მხარდაჭერით, პრევენციული პროგრამები, ეს იყო ლექციები, შეხვედრები, ლიტერატურის დარიგება, მშობლებთან შეხვედრები - გაუქმებულია. ერთადერთი, რითიც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პროგრამები შეიცვალა, არის  სკოლებში ფსიქოლოგის შეყვანა. მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ ამან არ იმუშავა“,-ამბობს დიმიტრი შაშკინი.

 

მანვე 51-ე სკოლაში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სკოლების დირექციამ საკუთარი შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობები არ შეასრულეს.

 

„ბოლოს რაც  მოხდა ყველაზე დიდი უბედურება 51-ე სკოლაში, დირექტორს და პედკოლექტივს რომ შეესრულებინა საკუთარი მოვალეობა შინაგანაწესის მიხედვით - ჩხუბის შემდეგ ისინი ვალდებული იყვენენ მაშინვე გამოეძახებინათ მშობლები, პატრული, ბავშვები დაეტოვებინათ სკოლებში მშობლების მოსვლამდე, ეს უბედურება არ მოხდებოდა. იგივე ეხება პირველი ექსპერიმენტალური სკოლის დირექციას, როდესაც ბავშვი აცდენს, ისინი ვალდებული არიან დაუკავშირდნენ მშობლებს. მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი არ გაკეთებულა, ორივე სკოლის დირექტორმა დაფარა პრობლემა“,-განაცხადა განათლების ყოფილმა მინისტრმა.

 

ავტორი: ნათია სოსიაშვილი




კონკურენციის სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი დაუშვებლად ცნო

person access_time2018-01-24 11:12:43
კონკურენციის სააგენტომ შპს „სიტროენ ჯორჯიას საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო და „სიტროენ ჯორჯიას საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო.   აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი უცვლელად გთავაზობთ.   „2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება...

დავოსში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ალტერნატივა მოიფიქრეს

person access_time2018-01-24 10:50:50
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში გაიხსნა, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული შეფასების სისტემაზე ილაპარაკეს. მას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უფრო თანამედროვე ანალოგს უწოდებენ. მშპ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქვეყნის პოზიცია მსოფლიოში. მას ინკლუზიური განვითარების (Inclusive Development Index) ინდექსი (ან რეიტინგი) უწოდეს. ფორუმის ჩანაფიქრით, მისი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და მდგრადი და ინკლუზიური...

გიორგი კვირიკაშვილი - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა“

person access_time2018-01-23 21:10:07
კორუფცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე გამოწვევა სხვა გამოწვევებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.     პრემიერის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა.     „საუბარია ეკონომიკის ღიაობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების...

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ

person access_time2018-01-23 19:10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი, ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო...

კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულებულ კომპანიას გზების დეპარტამენტმა ნახევარმილიარდიანი კონტრაქტები გაუფორმა

person access_time2018-01-24 09:50:24
კომპანია, რომელიც თაღლითურ გარიგებებშია მხილებული და „შავ სიაშია შეყვანილი, მის ერთ-ერთ პროექტს კი, „Transparency International-მა „კორუფციის მონუმენტი უწოდა, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია.   საქართველოში ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს, 2010 წლიდან, რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას და ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს....


მსგავსი სიახლეები