პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

access_time2017-12-15 19:30:26

შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი.


რა არის Airbnb?


Airbnb ინტერნეტ მომხმარებლებისთვის და მოგზაურებისთვის კარგად ნაცნობი ვებგვერდია. ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აკავშირებს სტუმრებსა და მასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მოგზაურებს საშუალებას აძლევს, ბინა სასურველი კრიტერიუმების, დროის, ადგილისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით შეარჩიონ.


Airbnb-ს სერვისს საქართველოშიც საკმაოდ კარგად იცნობენ. გარდა მოგზაურობის მოყვარულებისა, მასპინძლებსაც აქვთ საშუალება განათავსონ ინფორმაცია საკუთარი საცხოვრებლის შესახებ და უმასპინძლონ, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს.


სერვისის სიმარტივისა და სისწრაფის პარალელურად, მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ Airbnb-ზე ხელმისაწვდომ ბინებში მათი პირადი სივრცე შესაძლოა დაცული არ იყოს. ბოლო დროს დაფიქსირებულმა ინციდენტებმა კი ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა.




ვინ უთვალთვალებდა სტუმრებს?


რამდენიმე დღის წინ Airbnb-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ნაქირავები ბინის საძინებელში დამონტაჟებული მოძრაობის დეტექტორი და შიგნით მოთავსებული სათვალთვალო კამერა ჩანდა.


„ჩემი კოლეგა დააეჭვა AirBNB-ს ბინის საძინებელში დამონტაჟებულმა მოძრაობის დეტექტორმა და ესეც ასე! თურმე IP კამერა ყოფილა, რომელიც ინტერნეტს უკავშირდება. ღამის სამზე წამოვიდა, შეატყობინა შემთხვევის შესახებ, ფული დაუბრუნეს, მეპატრონეს წევრობა შეუჩერდა“.


პოსტი ვირუსული გახდა და ათასობით ადამიანმა გააზიარა. მომხმარებლებმა საუბარი დაიწყეს საკუთარ გამოცდილებაზე. მაგალითად, ამ წლის ოქტომბერში ფლორიდას შტატში ნაქირავებ ბინაში წყვილმა ფარული კამერა საძინებელში დამონტაჟებულ კვამლის დეტექტორში აღმოაჩინა. როგორც აღმოჩნდა, ბინის მეპატრონე წლების განმავლობაში უთვალთვალებდა სტუმრებს ვიდეოკამერის მეშვეობით.



გასულ წელს შვეიცარიაში სტუმრად მყოფმა მომხმარებელმა სააბაზანოში მიაკვლია ფარულად დამონტაჟებულ მობილურ ტელეფონს, რომელიც ვიდეო-გამოსახულების ჩაწერის რეჟიმში იმყოფებოდა. უფრო ადრე, 2015 წელს, გერმანელმა სტუმარმა კალიფორნიის შტატში მდებარე ბინაში ფარული კამერის აღმოჩენის შემდეგ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელიც კი შეიტანა.


Airbnb-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა


პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების პროცესი Airbnb-ს პლატფორმას კონფიდენციალურობის პოლიტიკით აქვს დარეგულირებული.


მისი ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, სერვისის მომხმარებლებს ერთმანეთის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა მოეთხოვებათ. კონკრეტულად კი, მასპინძელი ვალდებულია, მომხმარებელს დაჯავშნამდე აცნობოს მის ბინაში არსებული ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობის არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ჩართული მოწყობილობა.
ვიდეოთვალთვალის განხორციელების შემთხვევაში ბინის მეპატრონემ უნდა დაიცვას ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნები.


საძინებელსა და აბაზანაში ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟება დაუშვებელია. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაჯავშნის შემდეგ აღმოაჩენს საცხოვრებელში ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობას და შეატყობინებს Airbnb-ს, მას ჯავშნის გაუქმებისა და ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს.


მომხმარებელიც, თავის მხრივ, ვალდებულია მასპინძლის თანხმობის გარეშე არ გამოიყენოს რაიმე სახის ჩამწერი ან სათვალთვალო მოწყობილობა.


აღნიშნული პოლიტიკის დარღვევა გამოიწვევს Airbnb-ს წევრობის დროებით ან სამუდამო შეწყვეტას.




რა მოიმოქმედა Airbnb-მ ინციდენტების საპასუხოდ?


Airbnb-მ სახლის მეპატრონეებს სამუდამოდ აუკრძალა პლატფორმის გამოყენება, ხოლო სტუმრებს სრულად აუნაზღაურდათ ქირის ხარჯები.


როდესაც ჩვენ შემთხვევის შესახებ გვატყობინებენ, სამუდამოდ ვწყვეტთ დამნაშავე მხარესთან თანამშრომლობას, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დაზარალებულს და ვთანამშრომლობთ საგამოძიებო უწყებებთან.


კომპანია მომხმარებელს ურჩევს, წინასწარ შეამოწმოს სავარაუდო მასპინძლების რეიტინგი, ასევე დაუკავშირდეს მათ ვებგვერდზე არსებული სპეციალური მიმოწერის საშუალებით, თუმცა სხვა სახის გარანტიას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კუთხით ვერ იძლევა.




რა ზომების მიღება შეუძლია თავად მომხმარებელს?


Airbnb ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ფარული ვიდეოთვალთვალის პრობლემის წინაშე დადგა. მსოფლიო მასშტაბით გაქირავების ინდუსტრიაში ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. უსაფრთხოების ექსპერტები ურჩევენ მომხმარებელს პირველ რიგში შეამოწმონ ისეთი ადგილები, საიდანაც ოთახის ხედი კარგად ჩანს - თაროები, ფარდის საკიდები, სარკეები, განათებები, ვენტილაცია.


თუ რაიმე საეჭვოა, სპეციალისტები გვირჩევენ, გამოვრთოთ ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება გადასცემდეს ვიდეომასალას ინტერნეტში. ფარული კამერის აღმოჩენის შემთხვევაში კი შევატყობინოთ კომპანიას და სამართალდამცველ ორგანოებს.


ის მოქალაქეები, რომლებიც Airbnb-ს და სხვა პლატფორმებს ბინის გასაქირავებლად იყენებენ, აუცილებლად უნდა გაეცნონ შესაბამის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ასევე მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ რა პრინციპების დაცვაა საჭირო ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ინფორმაციას ამ თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციებში ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით.



წყარო: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი



ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
person access_time2018-04-26 13:01:39
„ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, რომ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს უხელმძღვანელოს“, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.   „პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა, -...

ლონდონის ბირჟიდან მიღებული 100 მილიონი დილარი GHG-ში, რომელიც იაშვილის კლინიკის პრობლემებზე არ ასახულა

ლონდონის ბირჟიდან მიღებული 100 მილიონი დილარი GHG-ში, რომელიც იაშვილის კლინიკის პრობლემებზე არ ასახულა
person access_time2018-04-26 11:30:00
ერთი წლის და ორი თვის ნენე მოდებაძის ისტორიამ, კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება, რა ხდება ქვეყნის მთავარ პედიატრიულ საავადმყოფოში?   საქართველოში ალბათ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მიუმართავს იაშვილის სახელობის  კლინიკისათვის, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი დაწესებულებაა ბავშვთა ჯანმრთელობაზე და რომელიც არცთუ იშვითად ხდება უკმაყოფილების ობიექტი. ერთი წლის წინ, იაშვილის კლინიკაში ორი...

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება
person access_time2018-04-26 10:29:19
2018 წლის 27 აპრილს, საღამოს შვიდის ნახევარზე, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi- ში კომპანია GLOBAL IDEA, The FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საქართველო შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის,ევროპის ფონდის,საერთაშორისო პალატის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით, ატარებენ რიგით მეცამეტე 2017 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ცერემონიას Golden Brand 2017.   მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების...

ამერიკელმა სენატორებმა უმსხვილესი ბანკებისაგან რუსი ბიზნესმენების ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს

ამერიკელმა სენატორებმა  უმსხვილესი ბანკებისაგან  რუსი ბიზნესმენების ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს
person access_time2018-04-25 20:00:00
ამერიკელი სენატორენი  მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებს  მოუწოდებენ მათ და პუტინის გარემოცვაში შემავალ უმსხვილეს ბიზნესბემენს შორის არსებული კავშირები გაამჟღავნონ.   25 აპრილს სენატორებმა ჯოან შაინმა და შელდონ უაიტჰაუსმა გააგზავნეს შესაბამისი მიმართვები სამ უმისხვილეს ამერიკულ ბანკში - Bank of America Corp, JPMorgan Chase და Citibank-ში, ასევე რამდენიმე ევროპულში -  Barclays, Deutsche Bank, UBS, HSBC  და Credit...

კომერციულ ბანკებს ჯარიმები გაეზარდათ - დარღვევები რის გამოც ეროვნული ბანკი სანქციებს აამოქმედებს

კომერციულ ბანკებს ჯარიმები გაეზარდათ - დარღვევები რის გამოც ეროვნული ბანკი სანქციებს აამოქმედებს
person access_time2018-04-25 19:00:00
კომერციულ ბანკებს  დარღვევებზე ჯარიმები გაეზარდათ. ეროვნული ბანკის  ვიცე -პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას 24 აპრილის ბრძანებით ცვლილება „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა. ახალი რედაქციით, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ბანკს განსხვავებული ფულადი სანქია დაეკისრება, რაც დარღვევის სერიოზულობაზე,...


მსგავსი სიახლეები