დავით ნარმანია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ შესაძლოა, სემეკის თავმჯდომარე გახდეს

access_time2017-12-15 18:02:47

თბილისის ყოფილი მერი, სემეკის წევრობის კანდიდატი დავით ნარმანია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ შესაძლოა, სემეკის თავმჯდომარე გახდეს. შესაბამისი კითხვით დავით ნარმანიას ტელეკომპანია "პალიტრა ნიუსის" გადაცემაში "დღის თემა" მიმართეს.

 


"არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. პროცედურები არის ისეთი, რომ ჯერ ხდება ადამიანი სემეკის წევრი, ხოლო სხვა დანარჩენის შესახებ შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება", - განაცხადა ნარმანიამ.

 

 

მისივე თქმით, ოპოზიციის და ოპონენტების შეფასებებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

 

 

"ეს გადაწყვეტილება მივიღე სულ რამდენიმე დღის წინ. ამის შემდეგ დაიწყო ინიცირების პროცედურები. ოპონენტების შეფასებები აბსოლუტურად აბსურდულია. იმ ხალხის განცხადებებზე კომენტარი რატომ უნდა ვაკეთო, ვინც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში დანაშაულებრივ ჯაჭვში იყვნენ ჩაბმულნი, ეს ეხება მაშინდელ თბილისის თუ ცენტრალურ ხელისუფლებას", - განაცხადა ნარმანიამ.

 

 


შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანია პრეზიდენტმა სემეკის წევრის თანამდებობაზე წარადგინა. არის მოლოდინი, რომ წევრობის შემდეგ ნარმანიამ სემეკის თავმჯდომარის თანამდებობაც დაიკავოს, თუმცა თავის მხრივ, კომისიის მოქმედ თავმჯდომარე ირინა მილორავას, რომელიც 6-წლიანი უფლებამოსილების შესრულებას 2013 წლის სექტემბერში შეუდგა, საქმიანობის ვადა 2019 წელს ეწურება.

 

 

კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრებს პარლამენტი ირჩევს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს.

 

 

რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს, სემეკის თავმჯდომარედ პარლამენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ირჩევს, რომელსაც ასევე პრეზიდენტი სთავაზობს კანონმდებლებს მთავრობასთან შეთანხმებით.

 

 

ipn.ge

 

 

 

 

 

 

 



EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები