საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება - რისკ-ჯგუფებს მთავრობა დაადგენს

საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება - რისკ-ჯგუფებს მთავრობა დაადგენს

access_time2017-12-18 09:00:31

საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები უკვე შევიდა. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კოტე სულამანიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, შემდეგი ნაბიჯი იქნება მთავრობის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს, რომელი ობიექტები მოხვდებიან რისკჯგუფში, ვის შეეხება მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა და მსგავსი დეტალები.


„მსოფლიო პრაქტიკას გადავხედეთ და გარკვეული ნაბიჯებიც გადავდგით. ცვლილებები პარლამენტში უკვე დამტკიცებულია. ამის საფუძველზე მთავრობა განსაზღვრავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, სადაც არის ეს რისკი. ეს შეიძლება იყოს ხანძარი, კონსტრუქციის ჩამონგრევა თუ სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რამაც შეიძლება სხვა დააზარალოს. ასევე, დგინდება კრიტერიუმები, თუ რა ტიპის პასუხისმგებლობა დადგება ასეთ შემთხვევებში. ამას მთავრობა დაადგენს და დადგენილების სახით გამოსცემს“, - აღნიშნავს სულამანიძე.


როდის დაადგენს მთავრობა რისკ-ჯგუფებს და კონკრეტულად რომელ ობიექტებზე გავრცელდება მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე კი „კომერსანტი“ დაინტერესდა, ბოლო პერიოდში ხანძრების გახშირებულმა შემთხვევებმა გაზარდა თუ არა მიმართვიანობა სადაზღვევო კომპანიებში ქონების და მარაგების დაზღვევაზე? როგორც ჩვენთან საუბრისას სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები საუბრობენ,  გახშირებული ხანძრების ფონზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან ქონების დაზღვევაზე მიმართვიანობა მცირედით გაიზარდა.


სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინა სტამბოლიშვილი აღნიშნავს,  რომ გახშირებული ხანძრების შემდეგ ქონების დაზღვევის მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა, რაც ერთი მხრივ, მათი კომპანიის აქტიურობით არის გამოწვეული.


 „მცირე და საშუალო მეწარმეების მხრიდან ქონების დაზღვევაზე მოთხოვნა არის მომატებული, თითქმის გასამმაგებული, რაც ჩვენი საინფორმაციო კამპანიის გაძლიერების გამო მოხდა. ძირითადი ბარიერი არის ინფორმაციის ნაკლებობა. ამიტომ წლის დასაწყისში, ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გარკვეული სოციალური პროექტი დავიწყეთ. ასევე, მობილური ჯგუფები შევქმენით, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს უხსნის ქონებრივი რისკების დაზღვევის პოლისი რატომ უნდა ჰქონდეთ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ წვრილი მეწარმეების 80%-ს უკვე დაზღვეული ჰქონდა ქონება და მარაგები. ეს ჩვენი კამპანიის პირველი შედეგია. მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. აუცილებელია სავალდებული დაზღვევის არსებობა, რომ ქონების დაზღვევაზე მოთხოვნა მეტად გაიზარდოს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ქონების დაზღვევა საცალო მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილას არის“, - აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.


სადაზღვევო კომპანია „არდის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძეც აღნიშნავს, რომ სავალდებულო დაზღვევის არსებობა აუცილებელია, მანამდე კი თავად ცდილობენ, რომ მეტმა ადამიანმა დააზღვიოს რისკები.



„წლიდან წლამდე ქონების დაზღვევაზე მოთხოვნა 5-10%-ით ყოველთვის იზრდება, ეს უფრო მექანიკური ზრდაა. ეს უფრო მეტად იმის გამოა, რომ ჩვენ გაყიდვების ნაწილში ვაქტიურობთ. ზოგადად ეს ნაწილი ბაზარზე მკვეთრი ზრდით არ ხასიათდება. ავეჯის მაღაზია „საბა“ რომ დაიწვა ან თუნდაც სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“, მომართვიანობამ იმატა, თუმცა ასეთი ფაქტები რომ მინელდება, მოთხოვნა ავტომატურად კლებულობს. ოთხ ან ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროების 95% თავის ქონებას აზღვევს, მაგრამ სამვარსკვლავიანზე ქვემოთ მყოფი ობიექტები ნაკლებად აზღვევენ.


ქონების დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს, ისევე, როგორც ბევრ ქვეყანაშია. გარდა იმისა, რომ ეს საჭიროა და მეტ დაცულობას ნიშნავს, სხვა დადებითი ეფექტიც აქვს. სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენცია გაიზრდება. დაზღვეულთა რაოდენობა როცა გაიზრდება, კომპანიაც დაზღვევის ტარიფს შეამცირებს“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.


კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“  გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი კი აღნიშნავს, რომ ქონების დაზღვევაზე მოთხოვნა მცირე და საშუალო ბიზნესიდან მომატებულია, თუმცა სასტუმროების ან ჰოსტელებისგან - ნაკლებად.


„კარგი იქნება, რომ სასტუმროებმა, ჰოსტელებმა დაიწყონ სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა. ამ ეტაპზე მათი მხრიდან მომართვიანობა ნაკლებად არის.  გახშირებული ხანძრების ფონზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან დაზღვევის მიმართ მეტი ინტერესი ჩნდება. დაახლოებით 8-10% არის გაზრდილი წლიდან წლამდე, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. მსხვილი ბიზნესი უფრო მეტად სარგებლობს დაზღვევით და გაცნობიერებული აქვთ, რომ ეს რისკი უნდა გაიზარდოს. თუმცა სახელმწიფოს ჩართულობა, სავალდებულო დაზღვევის არსებობა აუცილებელია. ამ შემთხვევაში რისკების მართვა უფრო ცივილურად მოხდება“, - აცხადებს ბარათაშვილი.


რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, საქართველოს სადაზღვევო სექტორმა 2017 წლის პირველი კვარტალში 143,8 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, რაც 13,2 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, მოზიდული პრემიიდან ყველაზე დიდი წილი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის - 84,46 მლნ ლარი, მეორე ადგილზეა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - 23,70 მლნ ლარი, მესამე - ქონების დაზღვევა - 12,42 მლნ ლარი, მეოთხე - სიცოცხლის დაზღვევა - 6,88 მლნ ლარი, მეხუთეზე კი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - 3,95 მლნ ლარი.


2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე რეგისტრირებულია 15 სადაზღვევო კომპანია, 14 მათგანი ფლობს როგორც სიცოცხლის, ასე არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები